ტელეგრამ -არხ „КИНОУРОКИ (Беларусь)“-ის ცნობით, ერთმა ანთროპოლოგმა გადაწყვიტა, მოეწყო ექსპერიმენტი – თამაში ერთ-ერთი აფრიკული ტომის ბავშვებთან. მან ხილით სავსე კალათა ხის ქვეშ დადო და უთხრა მათ: „ბავშვი, რომელიც ხეს პირველი მიაღწევს, მთელ კალათას მიიღებს“.
ანთროპოლოგმა შეჯიბრების დაწყების სიგნალი მისცა, მაგრამ ბავშვების საქციელი ძალიან გაუკვირდა. იმის მაგივრად, რომ ეჩქარათ და სასურველი პრიზის მოსაპოვებლად სწრაფად გაქცეულიყვნენ, ბავშვებმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ხესთან ერთად მივიდნენ, შემდეგ კი ხილი თანაბრად გაინაწილეს.
როდესაც ანთროპოლოგმა ბავშვებს ჰკითხა, რატომ მოიქცნენ ასე, მათ უპასუხეს:
-„უბუნტუ. როგორ შეიძლება ერთი ჩვენგანი იყოს ბედნიერი, თუ დანარჩენები უბედურები ვიქნებით?”
უბუნტუ ნიშნავს: „მე ვარსებობ იმიტომ, რომ ჩვენ ვარსებობთ!”
ამ აფრიკული ტომის ბავშვებს ესმით, რა არის ცხოვრების პრინციპი და ჰარმონიული და კოლექტიური ბედნიერების ჭეშმარიტი წყარო.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://by.tgstat.com/channel/@kinouroki_by/1784