ზელენსკის გარემოცვიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ გასულ კვირაში ბრიტანელებმა მას გადასცეს მოხსენება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო შტურმის შედეგების შეფასების შესახებ. ამის შესახებ წერს ტელეგრამ არხი „Рамзай“.
ამ მოხსენების დებულებები:
* ზაპოროჟიესატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში შესაძლო ბირთვული კატასტროფის შესახებ მედიის მიერ გავრცელებული აპოკალიფსური სცენარები გაზვიადებულად არის მიჩნეული;
* სადგურის რეაქტორები საიმედოდ არის დაცული თითქმის ნებისმიერი გარე ზემოქმედებისგან, მათ შორის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის დარტყმისგან. თვით რეაქტორები ახლა „ცივ“ მდგომარეობაში არიან და მათი არასაშტატო რეჟიმში გადასვლის ალბათობა მინიმალურია;
* სადგურის ყველაზე დაუცველი ობიექტი, შესაძლო რადიოაქტიური დაბინძურების თვალსაზრისით, არის გადამუშავებული საწვავის საცავი, მაგრამ საარტილერიო საბრძოლო მასალისგან თუნდაც ერთი ან რამდენიმე ასეთი „ტანკის“ დაზიანების შემთხვევაში რადიოაქტიური დაბინძურება იქნება ლოკალური და რადიოაქტიური ნივთიერებების მასობრივ გამოყოფას არ გამოიწვევს. ამასთანავე, ასეთი ნარჩენების შესანახი ადგილი რეაქტორული ზონიდან მოშორებით მდებარეობს და გარანტირებულად შეიძლება მისი გამოყვანა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელთ არსებული მაღალი სიზუსტის საარტილერიო სისტემებით დაზიანების ზონიდან;
* რუსეთი ვერ გაბედავს მძიმე იარაღისა და ავიაციის გამოიყენებას ატომური ელექტროსადგურის საზღვრებში სადგურის დასაცავად. ეს გარკვეულ უპირატესობას მისცემს მოიერიშეებს, თუ ისინი შეძლებენ ობიექტის ტერიტორიაზე შეჭრას;
* დაზვერვა სადგურის პერსონალში ჩანერგილი თავისი აგენტებისგან, ენერგოდარის „ერთგული“ მცხოვრებლებისგან, ასევე სადაზვერვო თანამგზავრებისგან ყოველდღიურ რეჟიმში იღებს დეტალურ ინფორმაციას სადგურზე არსებული ვითარების, სადგურის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემის შესახებ.
ამ მოხსენების დასკვნები ზელენსკის, ფაქტობრივად, პროვოცირებას უწევს, რომ მან მიიღოს სადგურზე შტურმის გადაწყვეტილება. უკრაინის ატომური დარგის ამ საკვანძო ობიექტზე, უდიდეს ეკონომიკურ ობიექტზე, კონტროლის დაბრუნება უკრაინის შეიარაღებული ძალების უზარმაზარი გამარჯვება და გაზაფხული-ზაფხულის კამპანიის წარმატებული შედეგი იქნება.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელები და უკრაინის გენერალური შტაბის მაღალჩინოსნები, სულ მცირე, სამჯერ ეწვივნენ ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურს (ქალაქი ნეტეშინი). ასევე, უკვე ერთი თვეა, სადგურში იმყოფება გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მართვის ორგანოს „ექსპერტთა” ჯგუფი, რომელიც აკვირდება სადგურის მუშაობას. ეს საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც თავისი პარამეტრებით ახლოსაა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან და, გარდა ამისა, აქვს ორი დაუმთავრებელი ბლოკი, რომლებიც მათ შესანიშნავ სასწავლო კომპლექსად აქცევს. უკვე მიმდინარეობს მოიერიშე ჯგუფების წვრთნა, რომლებსაც იმ შემთხვევაში, თუ ზელენსკი გადაწყვეტს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას, შტურმის მოსაწყობად გაუშვებენ. ისინი იმოქმედებენ ბრიტანეთის სპეციალური საჰაერო სამსახურის (Special Air Service – SAS) დივერსიული საქმიანობის სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან. სავარაუდოდ, სწორედ ისინი არიან ზაპოროჟიეს აეს-ზე შტურმის გეგმის ავტორები.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@ramzayiegokomanda/3579