Home ახალი ამბები მსოფლიო ტაკერ კარლსონმა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს აუხსნა, რატომ არ სურთ ამერიკელებს უკრაინის...

ტაკერ კარლსონმა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს აუხსნა, რატომ არ სურთ ამერიკელებს უკრაინის გაგონება

Fox News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი 14 ივლისს აიოვაში ოჯახის ლიდერობის სამიტზე 2024  წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შეეჯახა, მათგან ერთ-ერთი  ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იყო.  მაიკ პენსმა სცადა, დაემტკიცებინა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია  უკრაინისთვის დახმარების გაწევას აჭიანურებს. ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა, რომელიც მაიკ პენსს ინტერვიუს ართმევდა, სიტყვა იმ მომენტში შეაწყვეტინა პოლიტიკოსს, როცა ის სწორედ იმაზე ლაპარაკობდა, რომ ვაშინგტონმა კიევს „აბრამსის“ ტიპის ტანკები არ მისცა, F-16-ის სამართავად  კი უკრაინელი მფრინავების გაწვრთნას აჭიანურებდა.

ტელეგრამ არხი „Такер Карлсон“-ი ამ  ინტერვიუს ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს:

მაიკ პენსი: – მთელი ამ ხნის განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაცია აყოვნებდა სამხედრო დახმარების გაწევას უკრაინისთვის. თუ არ ვცდები, იანვარში მათ შევპირდით, რომ   33 ერთეულ  ტანკ „აბრამსს“ გადავცდემდით. ორი კვირის წინათ კი უკრაინაში შევიტყვე, რომ  ტანკები  ჯერ კიდევ არ მიუღიათ. ჩვენ სულ ვეუბნებით, რომ მათ პილოტებს F-16-ის სამართავად მოვამზადებთ. ახლა კი ამბობენ, – იქნებ იანვარში ვინმემ რაღაც თვითმფრინავები გადასცესო…

ტაკერ კარლსონი: – მომიტევეთ, ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ვიცი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ხართ. თქვენ ღელავთ, ნერვიულობთ, რომ უკრაინელებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობის ამერიკული ტანკები… ბოლო სამი წლის განმავლობაში ამერიკის  შეერთებული შტატების ნებისმიერ ქალაქში ცხოვრება ძალიან გაუარესდა. მიუჯექით საჭეს, გაისეირნეთ. აშშ-ში არც ერთი ქალაქი არ არის ისეთი, რომელშიც  ცხოვრება გაუმჯობესებულია და ეს  შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია. ჩვენი ეკონომიკა ეცემა. თვითმკვლელობის მაჩვენებელმა მოიმატა. ადამიანთა მიერ ჩადენილი სისაძაგლე, არეულობები, დანაშაულები გეომეტრიული პროგრესიით  გაიზარდა. თქვენ კი მხოლოდ უკრაინელებზე ზრუნავთ, ქვეყანაზე, რომელსაც ადამიანების უმეტესობა რუკაზეც კი ვერ პოულობს და რომელმაც ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისგან ათობით მილიარდი დოლარი მიიღო.  თქვენ კი – ტანკები არ ჰყოფნით… ვფიქრობ, სამართლიანი იქნება გკითხოთ: რა ესაქმება  აშშ-ს იქ?

მაიკ პენსი: – კარგი, ეს ჩემი საქმე არ არის. ტაკერ, ეს სიმღერა შენგან ადრეც მომისმენია, მაგრამ ეს მე არ მეხება.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/YbWha4koOXQ3MmI6/886

                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here