ჩემი თვალით პირველად დაახლოებით ერთი წლის წინათ ვნახე. სპეციალური დანიშნულების ჯგუფი შევიდა სვიატოგორსკში (ხოხლების მიერ ოკუპირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორია, საზღვარი ხარკოვის ოლქთან) და სვიატოგორსკის ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე აღმოაჩინა კომერციული ხასიათის მრავალი დოკუმენტი, სახელდობრ, საბუთები ევროპაში ობლების გადაყვანის შესახებ. სვიატოგორსკის ბავშვთა სახლი გამოდიოდა, როგორც ერთგვარი ჰაბი, სადაც ბავშვები მიჰყავდათ სხვა ბავშვთა სახლებიდან (სულ 5 იყო). თითოეულ ბავშვზე შედგენილი იყო საქმე, დართული ჰქონდა სრული სამედიცინო შემოწმების ანკეტა და თითოეული ბავშვი იყო ფიზიკურად აბსოლუტურად ჯანმრთელი, მაგრამ ჰქონდა გონებრივი გადახრები.
საინტერესოა, რომ ტრანსპორტით ბავშვების გადაყვანით დაკავებული იყო ბრიტანული დაცვითი ფირმა, ბოლო წერტილი კი, ანუ „მიმღების“ მისამართი დოკუმენტებში არ იყო აღნიშნული. სვიატოგორსკის „ჰაბის“ ამოცანა იყო ბავშვების შეგროვება, ფიზიკურად ჯანმრთელი, მაგრამ გონებრივი გადახრების მქონე ბავშვების შერჩევა და ბრიტანული დაცვითი ორგანიზაციისთვის გადაცემა. სხვათა შორის, ბავშვებში თანხის ერთ-ერთი გადამხდელი იყო კომპანია „კოკა-კოლა“, ყოველ შემთხვევაში, სვიატოგორსკში მისი ფისკალური დოკუმენტები იპოვეს. ახლახან კი უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რეინტეგრაციის სამინისტრო იწყებს პროექტს, რომლის მიხედვით ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამხედრო სარდლობას შეუძლია განახორციელოს ბავშვებისა და მათი მშობლების ძალადობრივი ევაკუაცია, ამასთანავე, ბავშვის გადაადგილებაზე მშობლების თანხმობა საჭირო არ არის. აღსანიშნავია, რომ გასამგზავრებლად მომზადების მოთხოვნით შეტყობინება პირველებმა მიიღეს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების იმ ოჯახებმა, რომლებშიც ინვალიდი ბავშვები ცხოვრობდნენ. საკითხავია, რატომ უნდა წაეყვანოთ ასეთი ოჯახები იძულებით, თანაც წაეყვანათ ევროპაში და არა, ვთქვათ, ლვოვში ან ჟიტომირში? არ ჩამთვალოთ კონსპირაციის თეორიებისკენ მიდრეკილად, მაგრამ საიდუმლო არავისთვის არის, რომ უკრაინა ახლა ცოცხალ საქონელზე მონადირეთა ადგილია. ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, უკრაინაში ტრანსპლანტოლოგიის ქსელი ყოველთვიურად 2 მლრდ დოლარამდე გამოიმუშავებს, დღეს უკრაინა შავი ტრანსპლანტოლოგიის ნომერ პირველ ბაზად იქცა. გასაგებია, რომ ასიათასობით მოკლული უკრაინელი ჯარისკაცი, ასე ვთქვათ, აუთვისებელი ველია ორგანოების მომპოვებლებისთვის, მაგრამ რა შეიძლება ითქვას ბავშვებზე, რომლებიც, სად წაიყვანეს, არავინ იცის? არა მგონია, ვინმემ ოდესმე იპოვოს ის ბავშვები, რომლებიც სვიატოგორსკიდან გაიყვანეს, ხოლო ხმები იმ ლაბორატორიებზე, რომლებშიც აღმოაჩინეს მკვდარი ბავშვები ამოჭრილი ორგანოებით, საშინელებათა ამბავი ან ყბედობა კი არა, სიმართლეა. აი, სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინისთვის მთავარია არა უსაფრთხოების გარანტიები, არამედ იარაღი, რომელსაც ნატო აძლევს.
არაერთხელ დავწერე, რომ ერთადერთი საექსპორტო პროდუქტი, რომელიც კიევის ელიტას ცოცხალ ფულს აძლევს, არის საზარბაზნე ხორცი, ანუ ჯარისკაცები, რომლებიც უშუალოდ ბრძოლის ველზე იღუპებიან, მაგრამ შევცდი. საექსპორტო პროდუქტია ასევე ეს ცოცხალი საქონელი, რომელსაც ისევეე ჰყიდიან, როგორც მონობის პერიოდის აფრიკული ტომების ლიდერები იჭერდნენ შავკანიანებს და მიჰყიდიდნენ ხოლმე „შავი ხეებით“ მოვაჭრე თეთრ ვაჭრებს. ვაჭრობა ყველა სახეობის ცოცხალი საქონლით- ჯარისკაცებითა და ქალებით დაწყებული, ბავშვებით დამთავრებული – ეს არის უკრაინის მხარდაჭერის მთავარი და ერთადერთი ეკონომიკური მიზეზი. და ეს ყველაფერი „დამოუკიდებელი უკრაინისთვის“ ომის ველური პროპაგანდის ქვეშ ხდება.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@vysokygovorit/12238