საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ერიკ დიუპონ-მორეტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 14 წლამდე არასრულწლოვანთა მშობლებს მოვალეობების შეუსრულებლობისთვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 30 000 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„მშობლებს, რომლებიც… მათ ღამით სიარულის უფლებას აძლევენ, იციან, სად წავლენ 13 ან 14 წლის ასაკში, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 30 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ“, – შეახსენა ყველას იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბავშვების აღზრდა სახელმწიფოს კი არა, მშობლების პასუხისმგებლობაა.
„სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს მშობლებს, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს მათ“, – თქვა დიუპონ-მორეტიმ.
საფრანგეთში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ 27 ივნისს ნანტერში 17 წლის ბიჭი მოკლა, რომელმაც მათ დამორჩილებაზე უარი განაცხადა.