რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სიტყვით გამოვიდა პარტია “Единая Россия“-ს („ერთიანი რუსეთის“) გენერალური საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობისა და უცხოეთში თანამემამულეების მხარდაჭერის კომისიის სხდომაზე. მან ახსნა, მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რატომ იჩენს ინტერესს რუსეთის მიმართ. ლავროვმა განაცხადა, რომ კოლექტიური დასავლეთის მცდელობა, იზოლაციაში მოექცია რუსეთი, ჩავარდა. ამის შესახებ იუწყება სამხედრო ექსპერტ ვლადისლავ შურიგინის ტელეგრამ -არხი „Рамзай“.
„მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 85% გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში ცხოვრობს და თითქმის ყველას არ სურს „ცეცხლიდან წაბლის ამოღება“ ვიღაც ბიძიებისთვის ყოფილი მეტროპოლიებიდან. აი, რუსეთის მიმართ კი დიდი ინტერესია – როგორც მეგობრისადმი, რომელიც წარსულში ეხმარებოდა, ასევე, როგორც თანამედროვე ქვეყნისადმი აწმყოში, ქვეყნისადმი, რომელთან ერთად თავდაჯერებით შეიძლება ააწყო საკუთარი მომავალი. ამიტომ, დასავლეთის საფრთხეების წინაშე ეროვნული ინტერესების დაცვით, ჩვენ ვაფართოებთ მრავალმხრივ თანამშრომლობას მსოფლიოს უმრავლესობასთან“, – განაცხადა ლავროვმა.
ამ თანამშრომლობის ზრდის კარგი ინდიკატორია საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი – 10 წელიწადში მის მონაწილეთა რაოდენობა 7190-დან 17 000-მდე გაიზარდა, 87 ქვეყნიდან – 130-მდე.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://tgstat.ru/channel/@ramzayiegokomanda/2987