Home ახალი ამბები მსოფლიო “კარგადაა ნათქვამი”: მასკი გამოეხმაურა განცხადებას უკრაინაში შეერთებული შტატების მარცხის შესახებ

“კარგადაა ნათქვამი”: მასკი გამოეხმაურა განცხადებას უკრაინაში შეერთებული შტატების მარცხის შესახებ

ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა კომენტარი გააკეთა ბიზნესმენ დევიდ საქსის სტატიაზე კიევის კონტრშეტევის წარუმატებლობის შესახებ, რომელშიც ინვესტორი, უკრაინის ავღანეთთან შედარებით, ვაშინგტონს მარცხს უწინასწარმეტყველებს.

“კარგადაა ნათქვამი”, – ასეთი კომენტარი გააკეთა მილიარდერმა Twitter-ზე საქსი პუბლიკაციასთან დაკავშირებით.

სტატიაში ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ კიევი ვერ აღწევს იმ მიზნებს, რომლებიც თავდაპირველად იყო დასახული. მან გაიხსენა, რომ ავღანეთის კონფლიქტის დროს ამერიკის საზოგადოებას ორი ათწლეულის მანძილზე არწმუნებდნენ, რომ შეერთებული შტატები იმარჯვებდა, და დაასკვნა, რომ ვაშინგტონი უკრაინაში ანალოგიური დასასრულისკენ მიემართება.

საქსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება სტამბოლში, მაგრამ მოლაპარაკებები მაშინ დასავლეთმა ჩაშალა.

ცოტა ხნით ადრე, უკრაინაში განაცხადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის წარუმატებლობის შემდეგ, რომელიც დაგეგმილი იყო “აბსოლუტურად არაკომპეტენტურად”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here