Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ  უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების  მიწოდებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე  დიდი ხნით ადრე გეგმავდა

აშშ  უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების  მიწოდებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე  დიდი ხნით ადრე გეგმავდა

მიმომხილველებმა  ყურადღება გაამახვილეს Politico-ში გამოქვეყნებულ მასალაზე უკრაინელი მფრინავის შესახებ, რომელმაც 2023  წლის მარტში აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზაზე  დაასრულა პილოტების მოსამზადებელი ორწლიანი კურსი  და 2 ივნისს დაიღუპა, რადგან  მისი „МиГ-29“   2 ივნისს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ჩამოაგდეს, – იუწყება  საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორ  ელენე პანინას ტელეგრამ-არხი „Елена Панина“.

▪ მნიშვნელოვანი დეტალი:  ამერიკაში ორწლიანი კურსი  მოიცავდა „ენის სწავლებასა და ფრენაში მომზადებას”.  ამას  უკრაინელი პილოტი  სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ერთი წლით ადრე შეუდგა.

ეს რაზე  მიუთითებს?  კიევისთვის  ამერიკული F-16  ავიაგამანადგურებლებისა და სხვა თვითმფრინავების  მიწოდება  2022 წლის 24 თებერვლამდე იყო დაგეგმილი. აშკარაა, რომ საფრენოსნო მომზადება მდინარეობდა ამერიკული ავიტექნიკის  შესწავლის მიზნით.

სხვათა შორის, ენის შესწავლა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. 2023 წლის თებერვლის ბოლოს – მარტის დასაწყისში ორმა უკრაინელმა მფრინავმა შემოწმება გაიარა აშშ-ის სამხედრო საჰაერი ძალების ეროვნული გვარდიის მორისის ბაზაზე არიზონაში. შედეგად აღინიშნა, რომ უკრაინელებმა შეძლეს არაერთი მანევრის შესრულება, მაგრამ, ამასთანავე, თავდაჯერებულობა ვერ გამოავლინეს რთულ ავიონიკასთან მუშაობისას F-16-ის კაბინაში, რომელშიც  ინფორმაცია ინგლისურ ენაზე იყო.

▪ ეს ყველაფერი მოწმობს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის  დაწყება აუცილებელი და  დროული გახლდათ. მისმა დაწყებამ ჩაფუშა აშშ-ის გეგმები, უკრაინა  წინასწარ აღეჭურვა თანამედროვე დასავლური იარაღით და ეს ქვეყანა სრულად ჩაერთო  ევროპაში ნატოს  შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემაში. ვაშინგტონსა და მის სატელიტებს  მოუწიათ, მკვეთრად  აჩქარებულიყვნენ, რადგან ადრინდელი განრიგი დაგვიანებული იყო. ამჟამად დასავლეთის მიერ უკრაინისთვის  იარაღის მიწოდება კომფორტულ პირობებში კი არა, რუსეთის შეიარაღებული ძალების ცეცხლ ქვეშ მიმდინარეობს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@EvPanina/9978

                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here