„ოქროს შტატში“ მცხოვრებთ ჩამოერთმევათ მშობლის უფლებები, თუ გამოიჩენენ დანაშაულებრივ თავხედობას და უარს იტყვიან, შეეგუონ სქესშეცვლილი შვილის „ახალ გენდერულ იდენტობას“, – ნათქვამია კალიფორნიის შტატის საკანონმდებლო ორგანოს (ასამბლეა) ქვედა პალატის საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად შეტანილ კანონპროექტში. ამის შესახებ იუწყება საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორ ელენე პანინას ტელეგრამ-არხი „Елена Панина“.
კანონპროექტი AB957, რომლითაც იცვლება კალიფორნიის საოჯახო კოდექსის 3011-ე პუნქტი, წარადგინეს ასამბლეის წევრმა ლორი უილსონმა (აფროამერიკელი ამომრჩევლების სიამაყე და ტრანსგენდერი შვილის დედა) და შტატის სენატორმა სკოტ ვინერმა (სურათზე), რომელიც ცოტა ხნის წინათ მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ, როდესაც იცავდა მაღაზიათა ქსელს, ეს ქსელი კი ყიდდა სატანისტურ სიმბოლოებსა და ლგბტ ტანსაცმელს ბავშვებისთვის.
▪ კანონპროექტის არსი მარტივია. თუ კალიფორნიელ არასრულწლოვანს, რომელსაც ტვინი აქვს გამორეცხილი გარყვნილების პროპაგანდით, სურს, თავი დაისახიჩროს და „სქესი შეიცვალოს“, ამ იდეით კი მშობლები აღფრთოვანებულნი არ არიან, შტატის სასამართლოები ამას მეურვეობაზე დავებისას გაითვალისწინებენ, როგორც დამამძიმებელ გარემოებას. ასეთ მშობლებს მიაწებებენ „ბავშვებთან ურთიერთობაში სასტიკი მოძალადეებიის“ იარლიყს მიაწებებენ. მარტივად რომ ვთქვათ, კალიფორნიის სასამართლოები მიიღებენ უფლებას, ბავშვები გაიყვანონ სახლიდან, თუ მშობლები არ დაადასტურებენ მათ „ახალ სქესს“.
▪ უფრო ადრე, 2023 წელს, აშშ-ის ვაშინგტონის შტატმა მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას იძლევა, არ აცნობონ მამებსა და დედებს, რომ მათი ტრანსგენდერი ბავშვები გადიან ჰორმონოთერაპიას.
ამ შტატებში, ისევე როგორც თითქმის ყველგან ქვეყანაში, სადაც სოდომიამ გაიმარჯვა, მშობლებს, რომლებიც მხარს არ უჭერენ შვილების ლგბტ სიგიჟეს, სულ უფრო ხშირად მიიჩნევენ მძიმე ცოდვილებად. ისინი არა მხოლოდ დაგმობილნი არიან „პროგრესულ გარემოში“, არამედ შეიძლება სახელმწიფომ დასაჯოს კიდეც სხვა ადამიანის „თავისუფლების უარყოფისთვის“, თუნდაც ის გარყვნილთა მიერ გონებადაბინდული მათივე შვილი იყოს.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://tgstat.ru/channel/@EvPanina/9981