Home ახალი ამბები მსოფლიო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინის თავდასხმის სცენარები: ვინ ამზადებს შეტევას. მოხვდება თუ არა...

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინის თავდასხმის სცენარები: ვინ ამზადებს შეტევას. მოხვდება თუ არა საქართველო რადიაციული დაბინძურების ზონაში

სად გაქრა ბუდანოვი და რატომ „რეპეტიციბს“ დასავლური მასმედია  მორიგ კატასტროფაზე, ამჯერად უკვე ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში, და ამაში წინასწარ ადანაშაულებრუსეთს, – წერს ინტერნეტგამოცემა life.ru.

რას აკეთებს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ბუდანოვი ხერსონში

სად დაიკარგა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი?  ამ თემაზე  მსჯელობა  ქსელის უკრაინულ და რუსულ სეგმენტებში 6 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ დაიწყო.  გამოქვეყნდა ფოტო უკრაინის უშიშროების საბჭოს სხდომისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა „ნეზალეჟნაიას“ პრეზიდენტი ზელენსკი. ამ სხდომაზე   ბუდანოვი არ იმყოფებოდა.  შემდეგ გაჩნდა ვერსიები, რომ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს  უფროსი  ჰიდროელექტროსადგურზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმებამდე  ერთი დღით ადრე ჩავიდა ხერსონში.

რატომ იმუქრება უკრაინატომური ელექტროსადგურის აფეთქებით

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებისთანავე კიევში განაცხადეს, რომ ახლა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს პრობლემები შეექმნება, რადგან კახოვკის ელექტროსადგურის წყალი ხმარდებოდა  ბირთვული რეაქტორების გაგრილებას, მაგრამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ ატომური ელექტროსადგურის გაცივების სისტემა ივსება როგორც კახოვკის წყალსაცავიდან, ისე ალტერნატიული წყაროებიდან.

„ამ მომენტისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს  საფრთხე არ ემუქრება… ვითარებას ატომური ელექტროსადგურის პერსონალი აკონტროლებს“, – განაცხადა ქარხნის დირექტორმა იური ჩერნიჩუკმა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ სცადეს  დნეპრის გადალახვა, ქალაქ ენერგოდარის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაპყრობა. ზამთარში მათ „გამწვანების“ არარსებობა  და წყლის ბარიერის სიგანე აფერხებდათ.

კახოვკის  ჰესზე  უკრაინის დარტყმებიდან ერთი დღის შემდეგ ბრიტანულმა The Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოსკოვი წინასწარ  დაადანაშაულეს კიდევ უფრო საშინელ კატასტროფაში. „უკრაინა გვაფრთხილებს, რომ კაშხლის აფეთქების შემდეგ რუსეთს შეუძლია,  ატომურ ელექტროსადგურს დაარტყას“, – წერს გამოცემა.  გაზეთი მიუთითებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ოლექსი დანილოვთან ინტერვიუზე, რომელშიც დანილოვი მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს აესზე „არის ასაფეთქებელი ნივთიერებები“, ანუ, ბრიტანულმა მედიამ დაიწყო საზოგადოების შემზადება ახალი ტერაქტისთვის, რომლის მოწყობასაც კიევი აპირებს.

ამასთანავე, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს  ყოფილმა ანალიტიკოსმა რაიმონდ მაკგოვერნმა  YouTube არხ Judging Freedom-თან ინტერვიუში დაუშვა, რომ უკრაინას შეუძლია, დაიწყოს კიდევ ერთი შეტევა – ამჯერად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რაც გამოიწვევს ევროპის რადიოაქტიურ დაბინძურებას. მისი თქმით, კიევი ამის გაკეთებას გეგმავს ყალბი დროშის ქვეშ, რათა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულოს.

შეგახსენებთ: რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა  8 ივნისს ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივან ალექსანდრე ვოლფოვიჩთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კიევი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე კატასტროფას ამზადებდა.

„ ერთი დღით ადრე კიევის მითითებით  განხორციელდა  წყლის ფართომასშტაბიანი ჩაშვება დნეპრჰესზე, შემდეგ  კიდევ ერთხელ დაარტყეს კახოვკის ჰესს, ამან  წინასწარ განსაზღვრა წყალდიდობის კიდევ უფრო დამღუპველი  შედეგები“, – განაცხადა პატრუშევმა.

სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში სპეცდანიშნულების რაზმებს ისევე ჩაძირავენ და გაანადგურებენ, როგორც გაანადგურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები  მდინარე დნეპრის გადალახვის წინა მცდელობებისას.

„წყალდიდობის გამო დნეპრის კალაპოტი კილომეტრით განზეა. ბუდანოვს ფეხდაფეხ მიჰყვება სიკვდილი. ამჟამად ატომურ ელექტროსადგურს იცავენ, არავის გაუუქმებია წყლის სივრცის ბარიერები. დნეპრის გადალახვის  ადრინდელი მცდელობები დიდი მსხვერპლით დასრულდა. ისეთი ზღვრის გადალახვა, როგორიც დნეპრია,  სერიოზულ რისკებსა და დიდ დანაკარგებს გულისხმობს“, – ამბობს სამხედრო ექსპერტი, თადარიგის 1-ლი რანგის კაპიტანი ვასილ დანდიკინი.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შესაძლო შედეგები

„ზაპოროჟიეს ატომურ  ელექტროსადგურზე  კატასტროფის შემთხვევაში შედეგები არანაკლებ მძიმე იქნება, ვიდრე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რეაქტორის ავარიის შემთხვევაში იყო. ყველაფერი წყალში მოხვდება და შავ ზღვაში ჩადინდება. შედეგად, დაზარალდება ხერსონის, ოდესის, ნიკოლაევის, დასავლეთ ყირიმის სანაპიროები. შემდეგ კი რადიაციამ შეიძლება მიაღწიოს ბულგარეთს, რუმინეთსა და თურქეთსაც კი. რადიაციული დაბინძურება  შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული, რადგან  ზაპოროჟიეს აესი ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში”, – ამბობს იგორ ნიკულინი,  მიკრობიოლოგი და ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გაეროს კომისიის ყოფილი წევრი.

 ექსპერტი განმარტავს, რომ  ზაპოროჟიეს აეს-ის აფეთქების შემთხვევაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე,  საით წავა რადიოაქტიური ღრუბელი. იმ ვითარებაში, როდესაც ქარი დაუბერავს აღმოსავლეთიდან, ეს ღრუბელი შეიძლება  წავიდეს პოლონეთის, რუმინეთის ან უნგრეთისკენ. საბჭოთა პერიოდში სემიპალატინსკში მომხდარი აფეთქებების შემდეგ შეეცადნენ, ეწინასწარმეტყველათ, საით წავიდოდა ჰაერის მასები, მაგრამ შედეგი ყოველთვის ზუსტი არ ყოფილა.

„რადიაციული დაზიანების  რადიუსი დამოკიდებულია ნალექების ოდენობაზე, ანუ  პირდაპირი არ იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან გამოფრქვეული  რადიაციის ნაწილაკებმა ინგლისსა და ნორვეგიას მიაღწია, საფრთხის რადიუსი, სულ ცოტა, ათასი კილომეტრია, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქარის მიმართულებაზე”, – განმარტა ექსპერტმა.

                         რა  ბირთვულ პროვოკაციას ამზადებს უკრაინა

Life წერდა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და მედია რუსეთს ადანაშაულებდნენ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დანგრევაში. ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფა, ანალიტიკოსების აზრით, მხოლოდ რეაქციის საზომი და უფრო სერიოზული ინციდენტის რეპეტიცია შეიძლება იყოს. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობას  თანდათან ამზადებენ  იმ აზრის მისაღებად, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, რომელიც თითქოს  უკან არაფერზე  დაიხევს, მათ შორიგლობალური კატასტროფის მოწყობაზეც, შესაძლოა,  ბირთვულისაც კი.

და იმის შესახებ, როგორ აპირებდნენ მსგავსი პროცესის ორგანიზებას უკრაინაში და ყველაფრის დაბრალებას მოსკოვისთვის, 7 ივნისს ილაპარაკეს  რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში. მანამდე კი დააკავეს უკრაინელი მფრინავი, რომელმაც აღიარა, რომ კიევი განიხილავდა რუსეთში მცირე პორტატული ბირთვული მუხტების გადატანის  შესაძლებლობას ტერორისტული აქტების მოსაწყობად.

 მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ   

https://life.ru/p/1585017

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here