Home ახალი ამბები მსოფლიო „როსატომის“ ხელმძღვანელი ლიხაჩოვი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მზადაა გამაგრილებელი წყლის შესაძლო დაკარგვის სცენარისთვის

„როსატომის“ ხელმძღვანელი ლიხაჩოვი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მზადაა გამაგრილებელი წყლის შესაძლო დაკარგვის სცენარისთვის

„როსატომის“ ხელმძღვანელი ლიხაჩოვი: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მზადაა გამაგრილებელი წყლის შესაძლო დაკარგვის სცენარისთვის

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერსონალი მზად არის გამაგრილებელი წყლის დაკარგვის შესაძლო სცენარისთვის. ამის შესახებ „როსატომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ასეთი რისკი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მუშაობის დაწყებიდანვე იყო გათვლილი. სწორედ ამიტომ, დაწესებულების თანამშრომლები მზად არიან მოვლენების ასეთი განვითარებისთვის.

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის პირველივე დღეებიდან ჩვენ გამოვთვალეთ რისკის სცენარი, მათ შორის, რაც დაკავშირებულია წყლის საჭირო რაოდენობის დაკარგვასთან. ამიტომ, როგორც ორგანიზაციულად, ასევე ტექნოლოგიურად, სადგურის თანამშრომლები მზად არიან ამ გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა ლიხაჩოვმა.

მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების გამო, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საფრთხის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, სააგენტო მუშაობს რეაგირების ზომებზე, რათა შეამციროს ავარიის შედეგები ბირთვულ ობიექტზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here