ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის კონფლიქტი „აუტანელი კატასტროფა“ იქნება მთელი მსოფლიოსთვის. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ლი შანგფუმ „შანგრი ლას დიალოგის“ უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი შეერთებულ შტატებთან კონფრონტაციას საერთო ენის გამონახვას ამჯობინებს დიალოგის დასაწყებად. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეს ორი სახელმწიფო ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
„არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ სერიოზული კონფლიქტი ან დაპირისპირება ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის აუტანელი კატასტროფა იქნება მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ლი შანგფუმ.
ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს შესაძლოა ჰქონდეთ საერთო ინტერესები ორმხრივი კავშირების განსავითარებლად. მას ასევე სჯერა, რომ სამყარო საკმარისად დიდია იმისთვის, რომ პეკინი და ვაშინგტონი ერთად განვითარდნენ.
მანამდე ლი შანგფუმ მოუწოდა “ყველა შესაძლო საშუალების” გამოყენებისკენ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად. მან ასევე მიუთითა დიპლომატიური პროცესის დაწყების აუცილებლობაზე.