ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენლებმა განახორციელეს რამდენიმე დაკავება, რომლის დროსაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.
24.kg-ისა და Kaktus.media-ს ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლებმა „შესაძლო გადატრიალების მონაწილეების“ მასობრივი დაკავება განახორციელეს. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ძალაუფლების ხელში ძალით ჩასაგდებად ემზადებოდა. სპეცსამსახურები ამჟამად „ყველა აქტიურ მონაწილეს აკავებენ“.
დაკავებულთა რიცხვი არ ხმაურდება, მედიაში მათ სახელებს არ ასაჯაროებენ. ყირგიზეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურების ოფიციალურ წარმომადგენლებს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.