Home ახალი ამბები მსოფლიო მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობამ საიდუმლო შეხვედრა გამართა

მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობამ საიდუმლო შეხვედრა გამართა

Reuters: მსოფლიოში 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობამ სინგაპურში საიდუმლო შეხვედრა გამართა

მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობამ საიდუმლო შეხვედრა გამართა

უძლიერესი სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა განიხილეს უკრაინაში არსებული კონფლიქტი, საერთაშორისო დანაშაული და სხვა საკითხები. აქამდე მათი ყოველწლიური შეხვედრების შესახებ ცნობილი არ იყო. ვაშინგტონმა აღნიშნა დიალოგის მნიშვნელობა ორმხრივი უნდობლობის პირობებშიაც კი.

მსოფლიოს 20-მდე უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა გამართეს საიდუმლო შეხვედრა სინგაპურში „შანგრი-ლას დიალოგის“ უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, – ამის შესახებ იტყობინება Reuters ხუთ წყაროზე დაყრდნობით.

მსგავსი შეხვედრები ყოველწლიურად ეწყობა სინგაპურის მთავრობის ორგანიზებით, საიდუმლო შეხვედრა კი იმართება მთავარი სამიტის მახლობლად, თუმცა ამის შესახებ მედიისთვის აქამდე ცნობილი არ ყოფილა, – აღნიშნავს სააგენტო. შეხვედრას, სხვებთან ერთად, აშშ-ის, ინდოეთის და ჩინეთის დაზვერვის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და საუბრის ტონი იყო თანამშრომლობა და არა დაპირისპირება. მათ განიხილეს უკრაინის კონფლიქტი და ტრანსნაციონალური დანაშაული.

რუსული მხარე არ ესწრებოდა, დააზუსტა ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვოლოდიმირ გავრილოვი დაესწრო მთავარ სამიტს, თუმცა უარყო, რომ ის სადაზვერვო საზოგადოების შეხვედრაზეც იმყოფებოდა.

ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი. სამიტის ძირითადი ნაწილის მსვლელობის დროს, კიბერუსაფრთხოების საკითხის განხილვისას, ჩინელი ოფიცრის კითხვის საპასუხოდ, მან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, რომ მაშინაც კი, როცა არსებობს უნდობლობა და, მაშინაც კი, როცა რეალურ მოწინააღმდეგეებს აწყდები, მაინც ცდილობთ იმუშაოთ და ითანამშრომლოთ ორმხრივი ინტერესის საკითხებზე, ასევე მნიშვნელოვანია სცადოთ მართოთ ესკალაციის შესაძლებლობა“, – განაცხადა ჰეინსმა.

როგორც Financial Times-მა გაარკვია, მაისში CIA-ს ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი საიდუმლოდ გაემგზავრა ჩინეთში და იქ მოლაპარაკებები გამართა. ბაიდენმა არაერთხელ სთხოვა CIA-ს დირექტორს, შეესრულებინა დელიკატური მისიები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, – იხსენებს FT. მაგალითად, 2021 წლის ნოემბერში ბერნსი გაემგზავრა მოსკოვში, რათა გაეფრთხილებინა რუსეთის ოფიციალური პირები, არ დაეწყოთ საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში.

CIA-ს ხელმძღვანელის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გარდაუვალი დათბობის მოლოდინი, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობამ საიდუმლო შეხვედრა გამართა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here