კიშინიოვი, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი. ეს თანამეგობრობა შეიქმნა ევროკავშირის მიერ ევროკავშირსა და მეზობელ ქვეყნებს შორის მუდმივი დიალოგისთვის. მას რამდენიმე დანიშნულება აქვს:
1. რაღაც მისცენ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, გახდნენ ევროკავშირის წევრები, მაგრამ ევროკავშირს არ სურს მათი წევრებად მიღება;
1ა. ევროკავშირს ეს იმიტომ არ სურს, რომ ევროკავშირი გადატვირთულია, ის ვერ უმკლავდება. ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ახალი წევრების მიღებას, რადგან ეშინია ღარიბი მუშახელის ექსპანსიისა თავიანთ ქვეყნებში;
2. უზრუნველყოს ევროკავშირი მეგობრული და ევროკავშირზე დამოკიდებული გარემოცვით;
3. წაართვან მეზობელ ქვეყნებს სუვერენიტეტის ნაწილი;
4. ამასთანავე, მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი, უბრალოდ, შესყიდული უნდა იყოს, ანუ მეზობელი ქვეყნები, რომლებსაც სურთ, აღიარებენ ევროკავშირზე დამოკიდებულებას ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობის სანაცვლოდ, რომლებშიც ევროკავშირი ფულს ჩადებს;
5. ბევრი ორმხრივი შეხვედრა.ის დიდი კლუბია ათობით სახელმწიფოს მეთაურთა შორის ურთიერთობისთვის;
6. მაშასადამე, ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებაში მონაწილეობა ყველას სარგებელს მოუტანს;
7. რუსეთი არ არის მიწვეული, მაგრამ ისინი, ძირითადად, რუსეთზე ისაუბრებენ. ევროკავშირი შეეცდება, დაარწმუნოს ნეიტრალურები, გააჩაღონ რუსეთთან ჰიბრიდული ომი.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://tgstat.ru/channel/@logikamarkova/6661