Home ახალი ამბები მსოფლიო ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ საბძოლველად მიმართული კანონის გამო ბაიდენი უგანდას დასჯით დაემუქრა

ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ საბძოლველად მიმართული კანონის გამო ბაიდენი უგანდას დასჯით დაემუქრა

ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ საბძოლველად მიმართული კანონის გამო ბაიდენი უგანდას დასჯით დაემუქრა

უგანდაში ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა სანქციები დააწესოს და ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა შეამციროს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმაჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა უგანდა დაადანაშაულა „დემოკრატიიდან გადახვევაში“. მისი თქმით, ეს საფრთხეს უქმნის „ყველას, ვინც უგანდაში ცხოვრობს, მათ შორის აშშ-ის უწყებების თანამშრომლებს“ და ამერიკელ პარტნიორებს, ასევე ტურისტებსა და ბიზნესმენებს.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს დაევალა დაადგინოს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებას. ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა დააწესოს სანქციები და „შეერთებულ შტატებში აუკრძალოს შესვლა ყველას, ვინც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევასთან ან კორუფციასთან“.

მისი აზრით, ასეთი კანონის მიღება „შეურაცხმყოფელია უგანდის ხალხისთვის“ და საფრთხეს უქმნის მათი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. „არავინ არ უნდა ცხოვრობდეს მუდმივი შიშის ქვეშ საკუთარი სიცოცხლის გამო, ან ძალადობისა და დისკრიმინაციის ქვეშ. ეს არასწორია“, – თქვა მან და დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც კანონის განხილვა დაიწყო, „ძალადობისა და დისკრიმინაციის შესახებ ცნობების რაოდენობა იზრდება“.

შეგახსენებთ, რომ უგანდის პრეზიდენტმა იოვერი კაგუტა მუსევენიმ დაამტკიცა პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ახალი კანონპროექტი ჰომოსექსუალობასთან ბრძოლის შესახებ. კანონი ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ერთსქესიანთა სექსუალური აქტისთვის და 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისთვის. ჰომოსექსუალიზმი უგანდაში ადრეც იყო აკრძალული და ისჯებოდა თავისუფლების უვადოდ აღკვეთით. მოგვიანებით ეს წესი გააუქმეს. შეერთებულმა შტატებმა უკვე გაუუქმა აშშ-ის ვიზა უგანდის პარლამენტის თავმჯდომარეს ანიტა ანეტ ამონგს.

2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გეების უფლებების საკითხს შეეძლო გაეზარდა მოსკოვის გავლენა აფრიკაში. მოგვიანებით შეერთებულმა შტატებმა გაიწვია თავისი ელჩი ზამბიაში, დენიელ ლუის ფუტი, მას შემდეგ რაც დიპლომატმა გააკრიტიკა ადგილობრივი ხელისუფლება გეი წყვილის 15 წლით ციხეში გაგზავნის გამო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here