130 მიღწეული შეთანხმება – ეს არის ყაზანის ფორუმის შედეგი, რომელიც 2009 წლიდან ტარდება “რუსეთი-ისლამური სამყაროს” სახელწოდებით და მიმდინარე წელს 18-19 მაისს გაიმართა. ღონისძიების შედეგების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ვიცეპრემიერმა მარატ ხუსნულინმა, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნა, რომ არც ერთმა მუსლიმურმა ქვეყანამ არ დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და არ დაუჭირა მხარი დასავლურ შეზღუდვებს, რაც მიუთითებს მათ, როგორც პარტნიორების, საიმედოობაზე; ხოლო ფორუმის ღონისძიებების მონაწილეები იყვნენ დელეგატები არა ერთი ან ორი ათეული, არამედ 80 ქვეყნიდან.
მონაწილეთა ასეთივე შთამბეჭდავი ნაკადი მოსალოდნელია მორიგ საერთაშორისო სამიტსა და ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ფორუმზე, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 26-29 ივლისს სანქტ-პეტერბურგში რუსეთ-აფრიკის ფორმატში. ეს იქნება მეორე მსგავსი ფორუმი, როდესაც რუსეთის ჩრდილოეთის დედაქალაქი შავი კონტინენტის მაღალჩინოსნებს უმასპინძლებს – იმ კონტინენტისას, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში სისხლს სწოვდა ეგრეთ წოდებული „ცივილიზებული სამყარო“.
რუსეთ-აფრიკის პირველი სამიტი, რომელიც გაიმართა 2019 წლის ოქტომბერში, დასრულდა დეკლარაციის მიღებით, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურულ, ჰუმანიტარულ და დიპლომატიურ სფეროებს, არამედ უსაფრთხოების სფეროსაც. მას შემდეგ რუსეთის პოზიცია აფრიკაში და მისი ურთიერთობა აფრიკულ სახელმწიფოებთან მხოლოდ გაძლიერდა და გაღრმავდა. დასავლეთის არც ერთ ანტირუსულ სანქციასა და დასავლეთის ქვეყნებში გაჩაღებულ რუსოფობიურ კამპანიას არ ჰქონია გავლენა აფრიკის სახელმწიფოთა დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ. აფრიკის კონტინენტზე რუსეთი განიხილება, როგორც ალტერნატიული ძალა, რომელიც შორს არის კოლონიური გამოძალვის პრაქტიკისგან და აფრიკელ პარტნიორებს თანასწორად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, რუსეთს ასევე აქვს საკუთარი ინტერესები რესურსებით მდიდარ კონტინენტზე, მაგრამ დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი აწარმოებს ცივილიზებულ დიალოგს აფრიკელ პარტნიორებთან, მათზე წამგებიანი სესხებისა და ფსევდოინვესტიციების თავსმოხვევის გარეშე. ამას აფასებენ აფრიკის სახელმწიფოები, რომლებსაც ასევე აქვთ საკუთარი ინტერესები რუსეთის მიმართ, რომელთა გამოც ათობით აფრიკულმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა თანხმობა რუსეთ-აფრიკის სამიტში მონაწილეობაზე და პეტერბურგიდან მიღებულ მოწვევაზე დადებითი პასუხების შემოსვლა კვლავ გრძელდება. ამის შესახებ ჯერ კიდევ 18 მაისს ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა, რუსეთ-აფრიკის პარტნიორობის ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელმა ოლეგ ოზეროვმა განუცხადა. აშკარაა ევროკავშირისა და მთელი დასავლეთის არასწორი გათვლა – რუსეთის იზოლაციის მცდელობები აზიისგან, ლათინური ამერიკისგან და ახლა უკვე აფრიკისგან წარუმატებელი აღმოჩნდა.
ბაადურ ნაჭყებია