Home ახალი ამბები მსოფლიო პეტერბურგი 2023 წელსაც იზიდავს საქმიან სტუმრებს მთელი მსოფლიოდან საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის საინტერესო...

პეტერბურგი 2023 წელსაც იზიდავს საქმიან სტუმრებს მთელი მსოფლიოდან საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის საინტერესო პროგრამით

სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი (სპსეფ) უნიკალური მოვლენაა ეკონომიკისა და ბიზნესის სამყაროში. მას სათავე დაედო 1997 წელს, ხოლო 2006 წლიდან იმართება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პატრონაჟითა და მონაწილეობით.

გასული წლების განმავლობაში ფორუმი გახდა მსოფლიოში წამყვანი პლატფორმა ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისათვის და რუსეთის, განვითარებადი ბაზრების, ასევე მთლიანად მსოფლიოს წინაშე არსებული ძირითადი ეკონომიკური საკითხების განხილვისთვის.

სანქტ-პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება 2023 წლის 14–17 ივნის. ბიზნესპროგრამის ტრეკები ტრადიციულად დაეთმობა გლობალური და რუსული ეკონომიკის საკითხებს, სოციალურ საკითხებსა და ტექნოლოგიების განვითარებას. ეს ბოლო პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომელსაც დასავლეთი უპირისპირდება და ამაოდ ცდილობს თავისი სანქციებით რუსეთის ეკონომიკის განადგურებას განსაკუთრებული აქცენტით ტექნოლოგიურ სანქციებზე.

რუსეთი ამ ბრძოლაში არა მხოლოდ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით გადარჩა, არამედ უკან არც ტექნოლოგიებისთვის ბრძოლაში დაიხია. საუბარია არა მხოლოდ ე.წ. პარალელური იმპორტის შესახებ, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს რუსეთის ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებული მოქმედების წყალობით, მათ შორის, სპეცსამსახურების მუშაობის ჩათვლით, მაგრამ ასევე  საკუთარი ტექნოლოგიური განვითარების  საფუძველზე. რუსეთი ტრადიციულად ძლიერი იყო კიბერუსაფრთხოებაში და ეს თემა ორმაგად აქტუალური გახდა, ამიტომ, უკვე მეორე წელია, სანქტ-პეტერბურგის ფორუმის ბაზაზე ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო კიბერ-ჩემპიონატი გაიმართება. ეს ჩემპიონატი მიზნად ისახავს ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ექსპერტების პრაქტიკული ურთიერთქმედების შემუშავებას, გლობალურ დონეზე ჰაკერებთან ბრძოლის ძალისხმევის კოორდინაციასა და საერთაშორისო საზოგადოების განვითარებას კიბერშეტევებზე რეაგირების გამოცდილების გაცვლის გზით. უმსხვილესი ონლაინკონკურსი, რომელიც ორგანიზებულია კომპანია Ростелеком-ის მიერ, რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარების, ტელეკომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტროსთან ერთად, ეროვნული კიბერპოლიგონის  პლატფორმაზე გაიმართება. პროექტის მონაწილეები არიან რუსეთისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტები.

ფორუმის ორგანიზატორებმა ბიზნესპროგრამის არქიტექტურაში კონკრეტულად განსაზღვრეს მიმართულება სახელწოდებით „ტექნოლოგიური სუვერენიტეტის მშენებლობა“. აქ არის ბირთვული ტექნოლოგიები და ციფრული რევოლუცია ტრანსპორტის სფეროში, “მწვანე” მშენებლობა და მრავალი სხვა, მათ შორის – ხელოვნური ინტელექტი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიოსამედიცინო მეცნიერების განვითარებას ეროვნული უსაფრთხოების მისაღწევად – სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ სამედიცინო სანქციები ასევე შეიძლება მოსალოდნელი იყოს “ჰუმანური” დასავლეთისგან, სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ძვირად ღირებული მზა წამლების ექსპორტის აკრძალვამდე დასავლეთისთვის პოლიტიკურად ურჩ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, ამიტომ დამშვიდების საფუძველი ამ მხრივ არ არსებობს.

ფორუმზე საქმიანი მოლაპარაკებების გეოგრაფიული გაშუქება ისე დიდია, როგორც მისი შინაარსი. კონკრეტული ქვეყნების დიალოგები გაიმართება შემდეგ ფორმატებში:

რუსეთი – არაბული სამყარო

• რუსეთი – ინდოეთი

• რუსეთი – ჩინეთი

• ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – ASEAN

• რუსეთი – ლათინური ამერიკა

• რუსეთი – არაბეთის გაერთიანებული საამიროები

ივნისის პეტერბურგი, “თეთრი ღამეების” პერიოდის დაწყების წინ, სტუმრებს ელოდება მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. სამწუხაროა, რომ საქართველო მიმდინარე წელსაც არ იქნება წარმოდგენილი ამ უაღრესად ავტორიტეტულ ღონისძიებაზე.

მირზა ნებიერიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here