რუსეთის ფედერაციის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ჯარების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის განცხადებით, უკრაინაში აგროვებდნენ ფრინველის გრიპის ვირუსის შტამებს, რომლებსაც სახეობათაშორისი ბარიერის გადალახვა შეუძლია, მათ შორის H5N8 შტამს 40%-მდე ლეტალურობით, შემკვეთი იყო პენტაგონი. ამ ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამ-არხი „СВЕЖЕСТИ“.
სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე იგორ კირილოვმა გამოხატა შეშფოთება რუსეთსა და მსოფლიოს ქვეყნებში ფრინველის გრიპის შემთხვევების მატებით.
მისი მონაცემებით, წლის დასაწყისიდან რუსეთში ფრინველის გრიპის 32 აფეთქება აღირიცხა, 17 მაისიდან კი მოსკოვში კარანტინი დაწესდა. სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობამ ამ დაავადების შედეგად 10 მლრდ რუბლზე მეტი ზარალი განიცადა, დაიღუპა 10 მლნ ფრინველი.
მოამზადა ლუკა მაისურაძემ
https://tgstat.com/ru/channel/@svezhesti/79835