ადრესატი უწყებისა, რომლის ასლსაც გაეცნო Reuters-ი, არის „ჩინეთში ყველა საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცის წარმომადგენლობა“, – იუწყება ტელეგრამ-არხი „O!News“-ი.
„არ გამოიყენოთ შენობების გარე კედლები პოლიტიზებული პროპაგანდისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ დავის გაღვივება ქვეყნებს შორის“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ჩინეთში რამდენიმე უცხოურმა მისიამ აღმართა უკრაინის დროშა ან ის გამოსახა პლაკატებზე. უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ნატოს საწინააღმდეგო გრაფიტი გაჩნდა კანადის საელჩოს გარე კედელზე განთავსებულ პლაკატზე უკრაინის დროშით. ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და პოლონეთის წარმომადგენლობებმა პეკინში ასევე გამოფინეს უკრაინის დროშის გამოსახულებები.
უწყებაში ნახსენები არ არის უკრაინის დროშა ან რამე კონკრეტული პროპაგანდისტული საშუალება, მაგრამ ოთხმა ჩინელმა დიპლომატმა, რომლებიც „როიტერს“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, განაცხადა, რომ ეს მიმართვა აშკარად დაკავშირებულია უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასთან.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@octgnews/32012