ტელეგრამ-არხი „O!News“-ი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სხვა განცხადებებსაც აქვეყნებს ტელეარხ „ცარგრადისთვის“ მიცემული ინტერვიუდან:
* დასავლეთი მეთოდურად და ცინიკურად ცდილობს, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ფედერაციის უახლოესი მოკავშირეები მოსკოვთან კავშირის გამო ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს. აზიის ქვეყნებისგან მოითხოვს, არ გადადგას დასავლეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები, ჰპირდება „ოქროს მთებს“, სინამდვილეში კი ეს შემდეგ საშინაო საქმეებში ჩარევად იქცევა;
* კიევის რეჟიმი კლავს რუსებს, რუსულ კულტურას, რუსულ სამყაროს მისი ნებისმიერი გამოვლინებით, ფიზიკურად ანადგურებს რუს ადამიანებს, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები იყვნენ;
* ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციის დაწყებამდე დასავლეთმა დიპლომატიის ნაცვლად კიევის რეჟიმისთვის ხელის დაფარება დაიწყო;
* გიგანტური ტემპით მიმდინარეობს ევროპის დეინდუსტრიალიზაცია ანტირუსული სანქციებისა და ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკაში აშშ-ის ჩარევის გამო;
* აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნები ჩივიან, რომ დასავლეთმა, უბრალოდ, თავი მოაბეზრა სანქციებთან შეერთების მოთხოვნით;
* რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვს პერიოდულად ურეკავენ თეთრი სახლიდან ამერიკულ გაზეთ The Wall Street Journal-ის კორესპონდენტ ევან გერშკოვიჩისა და ადრე გასამართლებული საზღვაოქვეით პოლ უელანის გათავისუფლების მოთხოვნით, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის გამო დააპატიმრეს.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@octgnews/32017