Home რუბრიკები სამართალი ლალი აფციაური: ყოვლად უღირსი საქციელია, როდესაც ადამიანს დანაშაულს ვერ უმტკიცებ და ამისთვის...

ლალი აფციაური: ყოვლად უღირსი საქციელია, როდესაც ადამიანს დანაშაულს ვერ უმტკიცებ და ამისთვის წამლის ან იარაღის “ჩადება” გჭირდება!

774

პირველი, რაც “ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააკეთა, იყო ის, რომ გამოსცა ამნისტია და ციხეებიდან პატიმართა უდიდესი ნაწილი გამოუშვა. რამდენიმე თვეში კი “ნაციონალები” ალაპარაკდნენ, _ ქვეყანაში კრიმინალი გამძაფრდება და “აწყობილი ქვეყანა” დაიქცევაო. მართლაც, მალე გავრცელდა ინფორმაცია  გაუპატიურების, ძალადობის, ყაჩაღობისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, “დაუთოების”, ამ უკვე მივიწყებული მეთოდის, შესახებ. რამდენიმე თვეა, ცნობილი შეიქნა, რომ ვიღაცას წამალი ჩაუდეს, ვიღაცას _ იარაღი. ასეთ ფაქტებზე ხელისუფლების მხარდამჭერები ამბობენ, _ საბოტაჟიაო, მაგრამ… ახალი ხელისუფლების მიერ “ნაცების” მავნე ჩვევების “ათვისებაზე”  ადვოკატი ლალი აფციაური  გვესაუბრება.


_ ქალბატონო ლალი, ბოლო ხანს გახშირდაწამლის ჩადებისფაქტები, რომლებზეც თქვენი კოლეგები ბევრს საუბრობენ. წინა ხელისუფლებისგან აპრობირებული მავნე მეთოდებიდან, გარდაწამლის ჩადებისა”, კიდევ რა გადმოიტანა ახალმა მთავრობამ?

_ “წამლის ჩადება” სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანების “გაფუჭების” ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო. სამწუხაროდ, დღესაც ბევრია ასეთი ფაქტი.

მეც მაქვს ერთი ასეთი საქმე. ჩემი დასაცავი, რომლის ვინაობასაც ვერ დავასახელებ მისი ნებართვის გარეშე, საშინელ მდგომარეობაშია, ოღონდ მას იარაღი “ჩაუდეს”. ჩემი კოლეგები უკვე აღარ მალავენ, რომ ასეთი ფაქტები გახშირდა, მაგრამ ვერ ვხვდები, ეს ქმედება ხელისუფლებისგან არის ნებადართული თუ საქმე საბოტაჟთან გვაქვს. ყველამ ვიცით, რომ “ნაცებს” ბევრი “კუდი” ჰყავთ დატოვებული ძალოვან სტრუქტურებში, განსაკუთრებით _ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

არა მგონია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს იმას, რომელი ხელისუფლების დროს “ჩაუდებენ” ადამიანს იარაღსა და ნარკოტიკს _ “ნაცების” თუ “ოცნების”, ასეთი ქმედებები უნდა აღიკვეთოს. დანაშაული დანაშაულია და, თუ რამეს არ იღონებენ ასეთი უმსგავსობის ამოსაძირკვად, მაშინ ისევე დაასრულებენ არსებობას, როგორც წინა ხელისუფლებამ დაასრულა. ერი ქუჩაში სწორედ უკანონობის წინააღმდეგ გამოვიდა, “ნაცებმაც” ასე ნელ-ნელა დაიწყეს “ჩადებები”, შემდეგ გადავიდნენ მკვლელობებზე, ქუჩაში დახვრეტებზე, ბიზნესების წართმევაზე…

ახალ ხელისუფლებას ყველა იმედით შეჰყურებს, ადამიანებს სჯერათ, რომ სასიკეთო ცვლილებები მალე მოხდება, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, თუ ბოლო ხანს ასე გახმაურებული “წამლის ჩადების” ფაქტები ხელისუფლებისგან ნებადართული და დაშვებულია.

სამწუხაროა, თუ ადამიანის დაჭერა უნდათ და სხვა მეთოდს ვერ პოულობენ, რადგან ასეთ შემთხვევაში სისუსტეს ამჟღავნებენ. კეთილი ინებონ, ცოტა მეტი იმუშაონ და დამნაშავე ისე დაიჭირონ. ყოვლად უღირსი საქციელია, როდესაც ადამიანს დანაშაულს ვერ უმტკიცებ და ამისთვის წამლის ან იარაღის “ჩადება” გჭირდება, ასეთი საქციელი დანაშაულია. ის, რომ სიტუაციას ვერ მართავენ და რაღაცის “ჩადებით” ცდილობენ ადამიანების მოშორებას, მათ წისქვილზე წყალს ნამდვილად არ ასხამს.

_ ქალბატონო ლალი, რას იტყვით მოსმენებზე? ამ საკითხზეც ბევრს საუბრობენ

_ დადგნენ და მისმინონ, პრეტენზია არ მაქვს, უკეთესია, მისმინონ, ეგებ რაღაც გაიგონ… მაგრამ ყოვლად დაუშვებელია პირადული, ოჯახური, ანუ კონფიდენციალური საუბრების მოსმენა. არა მგონია და არც მინდა, ვიფიქრო, რომ ახალი ხელისუფლებაც ამ საქმით არის დაკავებული. არსებობს დანაშაულები, რომელთა გამოძიებისას მოსმენა აუცილებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაგვიძვრნენ საწოლში და მერე ეს შანტაჟისთვის  გამოიყენონ.

თქვენი გაზეთი ბევრს წერდა იმის თაობაზე, რომ “ნაცების” მმართველობის პერიოდში ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა მოსასმენი აპარატურის შეძენისთვის. მათ ყველაფერი თან წაიღეს და ახლა, ალბათ, ისე იყენებენ, როგორც სურთ. ზუსტად ვიცი, რომ სისტემა დღესაც მუშაობს, ნებისმიერი ბრძანება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში იწერება, ავტომატურად გადადის “ნაცების” ბაზაში, რადგან სტრუქტურა ასე ჰქონდათ აწყობილი. ეს ინფორმაცია მათი ჰაკერებისგან მაქვს, მათგან, ვინც ბოლოს გამოყარეს ან გამოექცნენ. არ გამოვრიცხავ, რომ “ოცნებაზე” მეტად “ნაცები” გვისმენდნენ.

_ თქვით, “ნაცებს” “კუდებიჰყავთ დატოვებული შინაგან საქმეთა სამინისტროშიო. როგორ შეაფასებთ ამ სამინისტროს მუშაობას, იქნებ ხელს აძლევთ იმკუდებისარსებობა?

_ თუ “ნაცების” “კუდები” ვინმეს რამეში სჭირდება, კეთილი ინებონ და ის მაინც გააკეთონ, რომ ამ “ჩადებებს” ბოლო მოუღონ, მაქსიმალურად შეზღუდონ.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას, ვერ ვიტყვი, რომ კარგად ასრულებს საქმეს, რადგან ამაზე მეტი რაღა უნდა გააფუჭონ? აშკარაა, რომ არის, თანაც არცთუ იშვიათად ნარკოტიკისა და იარაღის “ჩადება”. სამინისტრომ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, მათი პირადაპირი მოვალეობაც სწორედ ეს არის _ პურის გამოცხობას ხომ არ ვთხოვთ ან სიმფონიური მუსიკის მოსმენას?! ფაქტია, რომ კრიმინალური ფონიც გამძაფრებული და დაძაბულია. ვერ ვიტყვი, რომ კატასტროფული ვითარებაა, რადგან ამის უფლებას თავს ვერ მივცემ, მაშინ, როდესაც “ნაცების” რეჟიმი გვაქვს გამოვლილი. მათ ციხეში 400 ათასი კაცი ჰყავდათ და, თუ კრიმინალი არ არსებობდა, ამდენი ადამიანი რისთვის ჰყავდათ გამომწყვდეული საპყრობილეში?

ცხრაწლიანი ნანგრევებისგან ჯერ მხოლოდ გასუფთავება თქვით, რა რთული საქმეა და შენებაზე მერე ვილაპარაკოთ. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრი, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი.

იმედია, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით ეს ქვეყანა დამშვიდდება. მინდა, წყნარ ქვეყანაში ვცხოვრობდე და ჩემი საქმე ვაკეთო, აღარ მინდა, პოლიტიკაში ვერეოდე. ყოველი დილა სოციალურ ქსელში, რადიოსა თუ ტელევიზიაში რით იწყება? _ მოკლეს, დაჭრეს, გააუპატიურეს, დააუთოესსაშინელებაა, უკვე ამაზრზენია ამის მოსმენა. ქართველ ხალხს აქვს იმის უფლება, რომ მშვიდ და წყნარ გარემოში იცხოვროს, არადა, დღეს ამის საშუალება არ არის, უკვე ტვინი გაბურღეს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here