Home ახალი ამბები მსოფლიო დიდი ბრიტანეთის სკოლებში ბავშვებს ფარულად ასწავლიან „BDSM-ის სიხარულს“

დიდი ბრიტანეთის სკოლებში ბავშვებს ფარულად ასწავლიან „BDSM-ის სიხარულს“

ანალიტიკურ ცენტრ Civitas-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ფარდას ხდის იდეოლოგიური დამუშავების შოკისმომგვრელ  დონეს, რომელსაც 16-დან 18 წლამდე მოზარდები სექსუალური განათლების საფარქვეშ განიცდიან.  ამის შესახებ  წერს ექსპერტ იური ბარანჩიკის ტელეგრამ -არხი „Юрий Баранчик“-ი.

გაერთიანებული სამეფოს გამოკითხული მოზარდების ნახევარზე მეტი იცნობს სკოლაში ვინმეს, რომელსაც სურს, შეიცვალოს სქესი ან უკვე გააკეთა ეს. თინეიჯერებმა განაცხადეს, რომ მათ უყვებიან  BDSM-ის (აბრევიატურა, რომელიც იშიფრება, როგორც „დომინირება და მორჩილება, სადიზმი და მაზოხიზმი“ – ლ.მ) შესახებ და იმაზეც, რომ ქალებს შეიძლება  ჰქონდეთ პენისები. სკოლებმა  მშობლებს ე.წ. საგანმანათლებლო მასალები  აჩვენეს მას შემდეგ, რაც გარე ჯგუფები, მათ შორის ტრანსგენდერული ლობისტური ორგანიზაციები, შეეცადნენ მის დაბლოკვას.

„ის, რაც ხდება ჩვენს სკოლებში აღზრდისა  და სექსუალური განათლების საფარქვეშ, არის ძალადობის დონეზე  ფსიქოლოგიური და სოციალური ექსპერიმენტი ჩვენი შვილების მიმართ,“ – განაცხადა  კონსერვატორმა დეპუტატმა მირიამ კეიტსმა.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@barantchik/9856

                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here