ტელეგრამ–არხი „Российская Газета | Новости“ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის, ციტატებს აქვეყნებს კრემლზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ:
* უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების კრემლზე თავდასხმაზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. მოსკოვმა იცის, რომ კიევი დარტყმის საშუალებებსაც და მიზნებსაც ვაშინგტონის კარნახით ირჩევს და რუსული სპეცსამსახურების მონაცემების საფუძველზე მიიჩნევს, რომ კიევი მონაწილეობდა კრემლზე თავდასხმაში;
* მოსკოვი განიხილავს პასუხის „სხვადასხვა“ ვარიანტს კრემლზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმაზე;
* მომხდარი ინციდენტის შემდეგ კრემლში ვითარება ჩვეულებრივია, ყველა თავის ადგილზე მუშაობს;
* კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შემდეგ პუტინის გამოსვლა ან რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა არ იგეგმება;
* დრონების ინციდენტის შემდეგ კრემლში უსაფრთხოების სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება;
* კრემლზე დრონების თავდასხმის შემდეგ სპეცოპერაციის მიზნები და ამოცანები არ იცვლება;
* პუტინის გეგმებში არ შედის კონტაქტები უცხოელ ლიდერებთან კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შემდეგ. ყველაზე ახლო კონტაქტი მოსკოვში ყირგიზეთის ლიდერთან იქნება;
* კრემლი ელოდება ყირგიზეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს, ემზადება ამისთვის;
* კრემლს არ გაუკეთებია კომენტარი კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შემდეგ რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ ზელენსკის გამოცხადების თაობაზე;
* კრემლზე კიევის თავდასხმის უკან ვაშინგტონი დგას, აშშ-ის მცდელობები, უარყოს კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა, სასაცილოა;
* მნიშვნელოვანია, რომ კრემლზე თავდასხმაში ჩართულმა ვაშინგტონმა გააცნობიეროს კონფლიქტში ასეთი პირდაპირი ჩართვის საფრთხე;
* 5 მაისს პუტინი გამართავს ტრადიციულ ოპერატიულ შეხვედრას უშიშროების საბჭოსთან, რომელიც შეიძლება შეეხოს კრემლზე თვითმფრინავის თავდასხმის თემას.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ