Home ახალი ამბები მსოფლიო „უკრაინის შენარჩუნება სახელმწიფოდ  არ შედის აშშ-ის გეგმებში“                               

„უკრაინის შენარჩუნება სახელმწიფოდ  არ შედის აშშ-ის გეგმებში“                               

"რუსეთი ძვალია დასავლეთის ყელში "

სამხედრო ექსპერტ ვლადისლავ შულიგინის ტელეგრამ- არხი „Рамзай“ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევის ციტატებს აქვეყნებს:

✔ სსრკ-ის დაშლის შემდეგ ვაშინგტონმა და ლონდონმა იფიქრეს, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიოს შექმნის შანსი გაუჩნდათ. ანგლოსაქსები დღესაც არ ამბობენ ურს ამ იდეაზე. დასავლეთში რუსეთის განადგურება ან მისი დასუსტება გარე კონტროლს დაქვემდებარებულ მესამეხარისხოვან ქვეყნამდე  მსოფლიო წესრიგის შეცვლის რადიკალურ გზად ითვლება.

✔ დომინირების მიღწევით, ანგლოსაქსები მიისწრაფვიან, გადახედონ მეორე მსოფლიო ომის შედეგებს, ჩამოართვან რუსეთს გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობა, გადაწერონ ისტორია, დაივიწყონ საბჭოთა ხალხის გმირობა.

არსებობს ბევრი უდავო ფაქტი,  როგორ იზიარებდნენ ანგლოსაქსური ელიტის წარმომადგენლები ფაშისტურ იდეებს, უჭერდნენ მხარს ჰიტლერს ფინანსურად და ორგანიზაციულად,  დღეს მათ  „დემოკრატიული“ სახის შენარჩუნება სჭირდებათ. რაშიც უნდა გამოეწყონ, ფრაკში თუ მუნდირში, ფაშიზმი და ნაციზმი უპირობო ბოროტებაა. მიუხედავად ამისა, თანამედროვე გეოპოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად ანგლოსაქსები მონდომებით აღორძინებენ ნეონაცისტურ იდეოლოგიას. ასეთი ექსპერიმენტები დომინაციას კი არა,  მსოფლიო კატასტროფას იწვევს, ამიტომ მკაცრად და უკომპრომისოდ უნდა აღიკვეთოს.

რუსეთი  ძვალი დასავლეთის ყელში, რომელიც ცდილობს, შექმნას თავისი მსოფლიო წესრიგი. ინგლისელმა გეოგრაფმა მაკინდერმა ასზე მეტი წლის წინათ  ჩამოაყალიბა ისტორიის გეოგრაფიული ღერძისა და ეგრეთ წოდებული ჰარტლენდის, ანუ რუსეთის მიერ ოკუპირებული შუა მიწის შესახებ ცნობილი თეორია. ის ამტკიცებდა, რომ ჰარტლენდის კონტროლი ნიშნავდა მსოფლიო კუნძულზე ბატონობას, როგორც ის ევრაზიას უწოდებდა. ჰარტლენდზე ბატონობა, მისი აზრით, ქმნის ევრაზიულ სივრცეზე კონტროლის საფუძველს და ეს, თავის მხრივ, იწვევს გლობალურ დომინაციას.

მაკინდერს ასევე ეკუთვნის რუსეთის იზოლაციის იდეა აღმოსავლეთ ევროპის პატარა ქვეყნებისგან  შექმნილი ეგრეთ წოდებული სანიტარული კორდონის  დახმარებით. რუსეთისგან უკრაინის, ისევე როგორც ყოფილი იმპერიის სხვა ეროვნული გარეუბნების, გამოყოფის ინიციატივაც  მაკინდერისგან მოდის. ამდენი წელი გავიდა, მაგრამ მათი მიზნები არ შეცვლილა.

ანტირუსული დასავლური გლობალური სტრატეგია საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა. აღმოსავლეთით  ნატოს გაფართოებაც კი მიდის იმავე მიმართულებებით, რომლებითაც  ნაპოლეონი, კაიზერ ვილჰელმი და ჰიტლერი მოძრაობდნენ. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ყველა ძირითადი აგრესიული კამპანია  განხორციელდა მისი, როგორც ევრაზიის მთავარი გეოპოლიტიკური ძალის, გასანადგურებლად.

ამერიკელებმა, პრინციპში, არ იციან, რა არის ომი. მათ კონტინენტზე ბოლო ბრძოლები 1865 წელს გაიმართა. მათ არ განუცდიათ ბლოკადის,  შიმშილის, საკონცენტრაციო ბანაკების საშინელება, არ დაუკარგავთ მილიონობით ადამიანი, ამიტომ ამერიკული ელიტა იოლად საუბრობს შეიარაღების, რუსეთის სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებისა და ახალი ომებისთვის მზადების აუცილებლობაზე.

ევროპული პოლიტიკა დღეს მორალურად  და ინტელექტუალურად  დაცემულია. თვალსაჩინო მაგალითია მიუნხენის კონფერენცია, რომელზეც დასავლელი პოლიტიკოსები იკრიბებიან მხოლოდ იმისთვის, რომ  ერთმანეთს წაუკითხონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქციები.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მექანიზმების საკუთარი საჭიროებისთვის შექმნით, ფაქტობრივად, დაიპყრო ევროპა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებულმა  ევროპელმა მაღალჩინოსნებმა „ბებერი კონტინენტი“ ამერიკული ექსპერიმენტების ეკონომიკურ ბაზად აქციეს, მორჩილად ასრულებენ ნატოს სამხედრო ამოცანებს.

აშშ და მისი ევროპელი კლიენტები თავს უფლებას აძლევენ, გაავრცელონ იდეები პლანეტის ყველა სახელმწიფოს მიერ რუსეთის წყლის რესურსების გამოყენების შესახებ. ისინი ურცხვად ჟონგლირებენ მონაცემებით,  თითქოს მტკნარი წყლის რეზერვებს რუსეთში საერთო არაფერი აქვს ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკურ აქტივობასთან. ანგაჟირებული დასავლელი მეცნიერები და პოლიტიკოსები ბედავენ და  კატეგორიულად აცხადებენ, რომ მსოფლიოში არსებული ბუნებრივი რესურსების განკარგვის უფლება მხოლოდ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებს აქვთ და რუსეთმა ეს რესურსები  უსამართლოდ მიიღო.

ამერიკელებს უკრაინა სჭირდებათ მხოლოდ როგორც ხელმისაწვდომი ბუნებრივი რესურსების უმოწყალო ექსპლუატაციის ობიექტ ტრადიციული მოსახლეობის გარეშე. დღეს  თეთრი სახლი ადვილად მიდის რუსეთთან ომის გასაგრძელებლად ბოლო უკრაინელამდე. ამასთანავე, უკრაინის შენარჩუნება სახელმწიფოდ  არ შედის ამერიკის შეერთებული შტატების გეგმებში.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@ramzayiegokomanda/2471

                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here