Home ახალი ამბები მსოფლიო Politico: ევროპას უახლოეს წლებში  ელოდება გვალვა და კონფლიქტები წყლის რესურსების გამო

Politico: ევროპას უახლოეს წლებში  ელოდება გვალვა და კონფლიქტები წყლის რესურსების გამო

მეცნიერთა აზრით, კონტინენტის ამ ნაწილში მშრალი პერიოდი 2018 წლიდანაა. ჩაკეტილი წრიდან გამოსასვლელად, როდესაც ყოველი წელი მიწისქვეშა წყლების სერიოზული დეფიციტით იწყება, საჭიროა ათეულობით წლის ინტენსიური ნალექი, მაგრამ სინოპტიკოსების პროგნოზები იმედგამაცრუებელია: ამ ხნის  განმავლობაში ევროპაში წვიმების  რაოდენობა მხოლოდ შემცირდება, წერს ტელეგრამ-არხი „Российская Газета | Новости“.

წყლის რესურსებისთვის ბრძოლამ, შესაძლოა, პოლიტიკური პრობლემები და კონფლიქტები გამოიწვიოს. მაგალითად, საფრანგეთში წყალსაცავების მშენებლობის გამო უკვე ხდება შეტაკებები გარემოს დამცველებსა და ფერმერებს შორის. გასულ ზაფხულს ევროპამ ერთდროულად განიცადა არანორმალური სიცხის რამდენიმე ტალღა, რომლებმაც  დიდი მდინარეების გაწყალმარჩხება და ტყის ხანძრების პროვოცირება გამოიწვია პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. სერიოზული ზარალი განიცადეს  ფერმერებმაც.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@rgrunews/75523

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here