Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკული ღირებულებები სწრაფად იცვლება

ამერიკული ღირებულებები სწრაფად იცვლება

აშშ-ში გამოკითხვის შედეგები  პატრიოტულად განწყობილი მოსახლეობის წილის მკვეთრ შემცირებას აჩვენებს. ამერიკ საზოგადოება ნაკლები სიყვარულით არის განმსჭვალული თავისი ქვეყნის მიმართ, გაცილებით ნაკლებად რელიგიური და ნაკლებად სურს შვილების გაჩენა. ამის შესახებ წერს პოლიტოლოგ მალეკ დუდაკოვის ტელეგრამ-არხი „Малек Дудаков“-ი.

1998 წელს – სულ რაღაც, 25 წლის წინათ – ამერიკელების 70%-ს მიაჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იყო პატრიოტი. ახლა ასეთი პატრიოტების წილი 38%-მდე შემცირდა. მათი პროცენტი, ვინც რელიგიმნიშვნელოვან ღირებულებად თვლის, 62%-დან 39%-მდე შემცირდა, ხოლო ვისაც  შვილების გაჩენ ღირებულებად მიაჩნია – 59%-დან 30%-მდე. სამაგიეროდ, ამერიკელებმა დაიწყეს ფულის უფრო მეტად დაფასება.  მეტიც, მნიშვნელოვნად შემცირდა განსხვავებული მოსაზრების მიმართ ტოლერანტულად განწყობილთა  წილი. ამაზე, ცხადია, გავლენა იქონია აშშ-ში მძვინვარე კულტურულმა ომებმა, რომლებსაც ისეთი განხეთქილება შეაქვს საზოგადოებაში, რომ საწინააღმდეგო პოზიციასთან შეგუება შეუძლებელი ხდება. გამოკითხულთა მხოლოდ 21%-ს მიაჩნია  აშშ  განსაკუთრებულ ქვეყნად. დაახლოებით ნახევარი დარწმუნებულია, რომ ამერიკა პლანეტის ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი სახელმწიფოა; ხოლო მათ წილი, ვინც ფიქრობს, რომ სხვა ქვეყნები შეერთებულ შტატებზე უკეთესია, გამოკითხვების ჩატარების 30 წლის განმავლობაში რეკორდულ დონემდე გაიზარდა  და  27%–ია.

განხეთქილება ძლიერდება როგორც პარტიულ ხაზით, ისე თაობებს შორისაც. ახალგაზრდები – მილენიელები და „ზუმერები“ – კიდევ უფრო ნაკლებად პატრიოტულად და რელიგიურად არიან განწყობილნი.  სახელდობრ, ამერიკელი ახალგაზრდის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ დანარჩენ მსოფლიო ამერიკის  შეერთებულ შტატებზე უკეთესია.

ძველი ღირებულებების ნგრევის პირველი შედეგები უკვე ვლინდება – მაგალითად, შობადობის ჩამოშლა. დანარჩენი კი – მაგალითად, ამერიკის განსაკუთრებულობის შესახებ დოქტრინის უარყოფა, მხოლოდ ვაშინგტონის დაბერებულ პოლიტიკაში თაობების შეცვლის შემდეგ  დაიწყებს გამოვლენას. ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება თუნდაც ბიოლოგიური მიზეზებით.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ 

https://tgstat.ru/channel/@malekdudakov/5355

                                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here