საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი თამარ კიკნაძე:
_ ჩვენში გამჯდარია აზრი, რომ საბჭოთა კავშირი ეროვნულმა მოძრაობებმა დაანგრია. ეროვნული მოძრაობა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, მაგრამ არა _ ძირითადი. სსრკ-ის დანგრევაში უდიდესი წვლილი შეიტანა პოლიტიკურმა ელიტამ და შევარდნაძე იყო ერთ-ერთი ფიგურა, რომელიც მონაწილეობდა ნგრევის პროცესში. მას სწამდა, რომ რუსეთი, როგორც პოლიტიკური აქტორი, აღარ იყო მნიშვნელოვანი და დასავლეთს ანიჭებდა უპირატესობას. მახსოვს, შევარდნაძე ამბობდა, რუსეთი მალე დაინგრევაო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და პირიქით მოხდა. რუსეთი კი არ დაინგრა, ძალა მოიკრიბა და დღეს პრეტენზიას აცხადებს, რომ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა საერთაშორისო არენაზე. მკვეთრად დასავლური პოლიტიკური გზის არჩევის გამო კი საქართველო ბევრჯერ დაისაჯა. ამის მაგალითი იყო 2008 წლის ომი, რომელიც მიღებულია, როგორც რუსეთ-საქართველოს ომი. რეალურად ეს იყო გლობალური ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს ტერიტორიაზე. ამ თამაშში ყველაზე მეტად საქართველო დაზარალდა _ დაიღუპნენ ბიჭები, განადგურდა ინფრასტრუქტურა და, რაც მთავარია, დაიკარგა ტერიტორიები. რუსეთმა თავისი ამოცანა შეასრულა და დამოუკიდებლად გამოცხადებულ ტერიტორიაზე აქვს სამხედრო ბაზები. 1999 წლის სტამბულის ხელშეკრულების თანახმად, რამდენი ბაზაც გავიდა საქართველოდან, ორი იმდენი შემოვიდა 2008 წელს. რაც შეეხება საწვრთნელი ბაზების გახსნას საქართველოში, 1997 წლის ნატო–რუსეთის ხელშეკრულების თანახმად, ნატოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ რუსეთის ეროვნულ ინტერესებს არ შეუქმნის საფრთხეს და მის საზღვრებთან არ გახსნის ბაზებს. მაგრამ, ნატომ გვერდი აუარა ამ ვალდებულებას და საქართველოში გახსნილი სწრაფი რეაგირების ობიექტები, ფაქტობრივად, ნატოსა და აშშ–ის ბაზებია. რუსებმა ძალიან კარგად იციან ამ ყველაფრის შესახებ. ამიტომ განცხადებები სწრაფი რეაგირების ბაზებს გახსნის შესახებ დიდი საფრთხის შემცველია საქართველოსთვის.
_ რა საფრთხე ემუქრება საქართველოს ახლო მომავალში?
_ ამჟამად რუსეთი ცუდ მდგომარეობაშია _ მას აქვს უკრაინის პრობლემა. კავკასია კი რუსეთის ეროვნული ინტერესების სფეროშია და ის არ დაუშვებს იქ რამე ტიპის ცვლილებას. სომხეთი მკვეთრადაა გამოკვეთილი, როგორც რუსული სატელიტი, აზერბაიჯანი თამაშობს წონასწორობის პოლიტიკას, მაგრამ აშშ–ის ელჩმა აზერბაიჯანში _ რიჩარდ მორნინგსთარმა თქვა, რომ შეიძლება მეორე მაიდანი აზერბაიჯანში მოხდეს, ანუ იქაც მიმდინარეობს ვაჭრობა. საქართველო კი არის მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ქვეყანა, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ხელისუფლება ამ პირობებში მაინც ფრთხილობს. მაგრამ, “მეხუთე კოლონის” სახით არსებული “ნაციონალური მოძრაობა” პირდაპირ დესტრუქციულ ქმედებებს ითხოვს და ჩასაფრებულია, რომ ხელისუფლებას მკვეთრი ნაბიჯი გადაადგმევინოს საქართველოს საზიანოდ. “ნაცმოძრაობა” არ არის პროქართული ძალა და არც მისი ოპოზიციაში ყოფნაა სასურველი. ეს ძალა უნდა გაქრეს პოლიტიკური სცენიდან, თუმცა ზოგიერთს, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, ხელს აძლევს ამ პარტიის ოპოზიციაში ყოფნა. ისინი “ნაცმოძრაობის” შეგნებისა არიან, რომლებსაც არ აქვთ ეროვნულობის განცდა, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, “ოცნების” ჯანსაღმა ძალამ გააძლიეროს ჯანსაღი ფრთა, მაგრამ კოალიციაში ამის გაკეთების სურვილს ვერ ვხედავ. აშკარაა მცდელობა “ოცნების” დისკრედიტაციისა; და თუ გონს არ მოეგნენ, უკვე მოახლოებულ არჩევნებზე ძალიან ცოტა ხმას მიიღებენ. გარდა ამისა, საქართველოში არის რეალური ოპოზიციის ვაკუუმი. კარგი იქნება, შეიქმნას ახალი ძალა, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” ჩაანაცვლებს და ამ პროცესებს გააჯანსაღებს.
დღეს მსოფლიოში ბევრი ომია. პირველ რიგში, ომია გამოცხადებული და ყოველდღიური შეტევა ხორციელდება ადამიანურ ღირებულებებზე, მის ფსიქოლოგიასა და მენტალობაზე. განათლების დღევანდელი სისტემა ამის ძალიან კარგი მაგალითია. ბოლონიის პროცესის შედეგად, აქცენტი გამახვილებულია არა პროფესურაზე, არამედ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც წერენ სილაბუსებს, ტექნიკურად აფორმებენ სასწავლო პროცესს და ანაზღაურება და პატივისცემა გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე პროფესორებს, რომლებმაც უნდა წაიყვანონ სასწავლო პროცესი.
ამ ბიუროკრატიამ, სწავლის დეტალიზებამ მოიტანა ის, რომ სწავლის ხარისხი დაცემულია. როგორც კი “ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა ხელისუფლებაში, დაიწყო განათლების სისტემის რღევევა, გაუფასურება, იმიტომ, რომ ცნობილი ფაქტია: განათლების სისტემა დიდ როლს თამაშობს ქვეყანაში. რა ღირებულებებითაც ზრდი ახალგაზრდა თაობას, იმ ღირებულებებით ცხოვრობს. ამას გარკვეულწილად მიაღწია “ნაცმოძრაობამ”. ახლახან მქონდა ასეთი შემთხვევა: ლექციაზე აღფრთოვანებით ვთქვი, “ვეფხისტყაოსანი”, ადამიანური ღირებულებების თვალსაზრისით, რენესანსს 4 საუკუნით უსწრებდა–მეთქი და ერთმა სტუდენტმა მიპასუხა, _ მერე რა მოხდა, ეს რა განსაკუთრებული ღირებულებებიაო. სამწუხაროა, ეს რომ არ იციან და ვერც ხვდებიან. ევროპაში გაქანებული ინკვიზიცია იყო, ადამიანებს კოცონზე წვავდნენ, როდესაც საქართველოში ქალთა უფლებებს იცავდნენ და მას ქმართან გაშორების უფლებაც კი ჰქონდა.
როდესაც ქვეყანას იპყრობდნენ, პირველ რიგში, განათლების სისტემის უზურპირებას ახდენდნენ. ეს პროცესი საქართველოში ინტენსიურად განხორციელდა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ _ შეცვალეს პროფესურა, დიდი დარტყმა მიაყენეს ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, გაიფილტრა ყველა ის პროფესორი, რომლებიც ეროვნულ ღირებულებებზე ლაპარაკობდა. ეს იყო მიზანმიმართული პროცესი. დღევანდელი უმაღლესი სასწავლებლები არ არიან კონკურენტული ცოდნის მომცემი, ეს უფრო სოციალიზაციის, ღირებულებების ჩამოყალიბების კერაა.
_ საიდან იღებს სათავეს ე.წ. სოციალიზაციის პროცესი?
_ ეს გლობალური პროცესია, სტანდარტირება ხდება სწავლა-განათლების გარკვეულ მასშტაბზე. ასწავლიან ზედაპირულად. დღეს, მაგალითად, ჩემს სფეროში თითქმის არ არის ქართულად ნათარგმნი წიგნები, რომლებიც რეალურად ასახავს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ამ პროცესების მიზანია დერაციონალური გონების ადამიანების შექმნა, რომელთა მართვა ადვილია. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაქრა მთელი რიგი ფუნდამენტური მეცნიერებებისა. წარმოგიდგენიათ, დიმიტრი უზნაძის ქვეყანაში ფსიქოლოგიის უნივერსიტეტი გააუქმეს! არსებობს მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც მოკლევადიან შედეგზე არიან ორიენტირებული; მაგალითად, ფაკულტეტები საბანკო საქმე, ბიზნესი… ბიზნესის ფაკულტეტები არის ქვეყანაში, სადაც, ფაქტობრივად, ბიზნესი არ არსებობს. არადა, პარადოქსია _ ყველაზე დიდი კონკურსი სწორედ ბიზნესის ფაკულტეტზეა. ანალოგიური რამ ხდება საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზეც. ამ პატარა ქვეყანაში ამდენი დიპლომატი როგორ უნდა დასაქმდეს, საინტერესოა.
დღეს უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობენ ახალგაზრდები, რომლებსაც რაღაც თეორიები აქვთ ერთი წიგნიდან გავლილი და როგორც კი ამ წიგნს გადაუხვევ და სხვა რამეს შეეკითხები, ისეთ სისულელეს გიპასუხებენ, აგეტირება. გონზე არ არიან! მთელი თაობები იღუპება, ამიტომ სასწავლო პროცესის მოწესრიგება პირველი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის!
ამიტომაცაა საქართველოში გამეფებული ეიჯიზმი, ანუ უფროსი ადამიანების დისკრედიტაცია. ეს ადამანები დღესაც ჩარეცხილები არიან _ არც თანამდებობებზე ნიშნავენ და არც აზრს ეკითხებიან. გადაწყვეტილებებს იღებენ ახალგაზრდები, რომლებიც ადვილი სამართავი არიან. ასევე უგულებელყოფილია პატიოსნება, მორალური პრინციპები. საქართველოში კაზანტიპის ჩატარებაც ამის დამადასტურებელი მაგალითია. ადამიანს, რომელსაც არ აქვს მორალური პრინციპები, ნებისმიერ რამეს გააკეთებინებ. ასეთ ადამიანს და ასეთ ქვეყანას კი ნებისმიერი მტერი მოერევა. უზნეო ქვეყნებს ხანგრძლივი ცხოვრება არ უწერიათ. დღეს გაბატონებული მოდა სვირინგის, პირსინგისა და ა. შ. წარმოიდგინეთ, შინაგანად როგორი ცარიელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ყურადღების მიპყრობას სვირინგით ცდილობდეს. ესეც მსოფლო გლობალიზაციის შედეგია.
_ ვინ მართავს ამ პროცესებს?
_ ზენაციონალური სტრუქტურები და ის ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე მდიდრები არიან. დაახლოებით 300-400 ოჯახზეა საუბარი, რომლებიც გლობალიზაციის ძირითად ავტორებად განიხილებიან.
_ დღეს აქტიურად საუბრობენ ტრანსჰუმანიზმზეც…
_ ტრანსჰუმანიზმის მთავარი მიზანი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის უახლოესი მიღწევების გამოყენებით ადამიანის განუხრელი სრულყოფაა. დროთა განმავლობაში იგეგმება სიბერისა და სიკვდილის თავიდან აცილება. ადამიანს შეეძლება, თვითონ გადაწყვიტოს, როდის მოკვდეს ან, საერთოდ, მოკვდეს თუ არა. ტრანსჰუმანისტები მხარს უჭერენ ახალი ტექნოლოგიების განვითარებას. განსაკუთრებით პერსპექტიულად მიაჩნიათ ნანო და ბიოტექნოლოგიები, აგრეთვე, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
კრიტიკოსების ძირითადი არგუმენტია ის, რომ ხდება ადამიანური არსების უარყოფა, ადამიანი თანდათან დაკარგავს თავის გარეგნულ, სექსუალურ, სოციალურ და სულიერ თვითიდენტიფიკაციას. ამ კონცეფციას იზიარებს ბევრი საერო და რელიგიური პირი. ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ფრენსის ფუკუიამა თვლის, რომ დღეს ეს “ყველაზე უფრო საშიში იდეაა”, რომელსაც ბევრი თანმდევი მოვლენა ახლავს. უპირველეს ყოვლისა, ის გამოიწვევს ადამიანთა დისკრიმინაციის ზრდას როგორც სოციუმში, ისე ქვეყნებს შორის, გააჩენს უთანასწორობის ახალ ფორმებს. სწორედ ამიტომ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლებას და, განსაკუთრებით, ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებას. ამ მხრივ კი საქართველოს სახარბიელო მდგომარეობა არ აქვს.
_ დასასრულ, აჭარაში მიმდინარე პროცესებზე, მუსილმან და ქრისტიან ქართველებს შორის დაპირისპირებაზე რას ფიქრობთ?
_ აქ ცხადად ჩანს მუსლიმანური სახელმწიფოების გავლენა და არავისთვისაა დასამალი, რომ თურქეთი აჭარას განიხილავს თავის შემადგენლობაში. 2021 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას, რომლის გარანტებიც არიან რუსეთი და თურქეთი და ამაზე უნდა ვიფიქროთ! საქართველო გეოგრაფიულად ისეთ გარემოცვაშია, სადაც ყველას თავისი ინტერესების გატარება სურს. ერთ-ერთი კი თურქეთია. საიდუმლო არ არის დავით ოღლუს დოქტრინა ოსმალეთის იმპერიის გავლენების შესახებ, ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს, გაიზომოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.
ესაუბრა
ნინო მაისურაძე
ამდენი სიმართლე ერთ სტატიში საუკუნეა არ წამიკითხავს 🙁
და რაც მთავარია არგუმენტირებული სიმართლე! ძალიან მომეწონა განათლების უვარგისი სისტემა! ჯარში კიდევ უადესი!! სამხედრო აკადემია 5წლიანი სწავლებიდან მხოლოდ 30 კვირა ასწავლის სამხედრო საქმეს !
დიახ! ქ-ნი თამარ კიკნაძე უგანათლებულესი და უჭკვიანესი ქ-ნი ბრძანდება! ძაალიან დიდი სიმართლის მთქმელი!
სამწუხარიდ ასეა, სიმართლეა… სანამ ქვეყანაში განათლებული და ჭკვიანი ადამიანი არ იხელმძღვანელებს მუდამ არეულობა და უარესობა მოხდება….
ეს მთავრობაც ნათელი მაგალითია ეიჯიზმის და როდესაც ასეთ ადამიანს ნიშნავენ განათლების მინისტრად,რომელიც განათლებას უძღვება მხოლოდ მენეჯერის განწყობით, ვიღებთ გაუნათლებელ თაობებს.მადლობა ავტორს კვალიფიციური ანალიზისთვის.
დიდებული ანალიტური აზროვნება !!
მადლობა ქალბატო თამარს კიკნაძეს და ნინო მაისურაძეს !
საქართველოში ღალატია ! სასწრაფოდ მიიღეთ ლუსტრაციის კანონი. ერმა უნდა იცოდეს ვინ ვინ არის. და რას აკეთებს ერის გადასარჩენად!
ლუსტრაციის კანონი საქართველოში არასოდეს მიიღება რადგან ჩვენი სამარცხვინო მოღალატეთა კასტა თავის ბნელ დავალებბეს ვეღარ შეასრულებს!!!!
100%
რა სრულყოფილად არს ჩამოყალიბებული რეალობა.ამდენი საღადმოაზროვნე ადამიანი გვყავს.რატომ უგულვბელვყოფთ?დიდი მადლობა ქალბ.თამარს.
ბრავო, ქალბატონო თამარ!
Я 10 лет не читал в Гр. СМИ такой правды, такого мудрого, дальновидного и квалифицированного анализа ! Мой респект Вам госпожа Тамар ! От себя добавлю, Аджария уже обменена на Крым, именно гарантами, Россией и Турцией ! Вспомните во времена Крымских событий Эрдоган выступил в зашиту крымских татар и против присоединения Крыма к России, но после телефонного звонка Путина , на другой день вылетел с однодневным визитом в Москву на переговоры !? По возвращению ни разу не заикнулся и не протестовал по поводу Крыма ??? Спокойно ждет 2021 год и по окончании действия 100 летнего Карского договора официально заявит свои права на Аджарию. Вопрос, КТО ЕМУ ПОМЕШАЕТ? РОССИЯ? США? Е.С? ИЛИ НАШИ ДОБЛЕСТНЫЕ ВООРУЖЕННЫЕ СИЛЫ ?
დიდი მადლობა ქალბატონებო–ეს სტატია უნდა გახდეს განსჯის საგანი რო ხალხმა რეალობას გაუსწოროს თვალი
ძალიან კარგია ქალბატონო თამარ დროულად ,რომ შეახსენეთ ჩვენს ხალხს და მთავრობას ყარსის ხელშეკრულების შესახებ ,არც ოპოზიცია და არც დღევანდელი ხელისუფლება ვფიქრობ არც კი გახსენებიათ აღნიშნული საკითხით დაინტერესებულიყვნენ,შეიძლება ვცდები მაგრამ თურქეთს ძმურ მეგობარ ბქვეყანად ვერ აღვითქვამ ,მან ყოველგვარი ბრძოლისა დაიპყრო საქართველო ჩვენ ვფიქრობ იქით ვეხვეცებით
Dzalzed sainteresoa da sasixarulo, arseboben moazrovne adamianebi romeltats aqvt gabeduleba gamotqvan sajarod mosazrebani arapopularuri,ogondats martali..kargis mtqmels kargi gamgonio..
ქ-ნო თამარ! თუ შეიძლება უფრო გამოკვეთეთ და დაასრულეთ ამ სტატიის სათაურში კი გატანილი აზრი იმის შესახებ, რომ 2021 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას… ეს სიკეთე უნდა იყოს საქართველოსთვის, თუ ქართველები გონვრულად იმოქმედებენ და არა უარესის მომტანი…
თანამედრივე საქართველო-თურქეთის ხელშეკრულებებში, იქ სადაც თურქეთი გაეროსთან ერთად ცნობს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ცნობს მის საძღვარს საინტერესოა საუკუნის წინანდელი ყარსის ხელშეკრულება თუა ნახსენები და თუ წერია რომ 2021 წლამდე გვაღიარებენ რის შემდეგ წარსის ხელშეკრულება შედის ძალაშიო ?
გეთანხმებით ყველა სიტყვაში ქალბატონო თამარ.
Dzalian momewona es chanaweri, da msgavsi nichis da azrovnebis qveyanashi damoukideblobis da qveynis agordzinebis ambicia kidev da kidev mimdzafrdeba. Aravize nakrebi eri ar vart da aseti damcirebuli cxovrebit ratom unda vcxovrobdet
ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ მკვეთრი, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები და უნდა დავიწყოთ მზადება დიდი ომისთვის!! დამთავრდა ლიბერასტებისა და ლაი-ლაის დრო!!
საკუთარი სახელით კომენტი ვერ გაგიკეთებია შე საცოდავო, რაის მეომარი ხარ?)
ra omi ris omi shenc rava mishasavit cdilob axalgazrdebis shecdomashi sheyvanas, roca ro somxebic ki mogvigebs oms isea xalxi ertmanetze gagulisebuli. erti sityvit ar vici vin da ra gadagvarchens magram erti vici rom turqebi umravlesoba cdilobs batumis wartmevas da sashualoze meti ki ambobs chemi winapari kaxetshia dabadebulio da isic unda davibrunoto gmertma nu qnas ro vinme normaluri patroni tu ar dagvidga gverdit turqebi ar dagvzogavs erti sityvit yvela chveni mteri ertad wamoyofs tavs turqeti irani azerbaijani somxeti da ase shemdeg. da rac sheexeba ganatlebis saministros misham mito daitxova ufrosi taobis elita samsaxurebidan rom winaagmdegobas gauwevdnen da vinc daitova mastan miaxloebuli tvinikosebi xmas ver igebdnen egreve tyvias daaxlebda shubshi tanac misha stalins aginebda ramdeni geniosi gaaqcia sazgvargaret da ramdeni daxvritao, tviton uaress aketebda. chemi azria rom kanoni shemoigon vinc biujetisa da xalxis gafcqvnas sheecdeba egreve gasamartles da daixvritos saxalxot aba naxet tu vinmem ifiqros xelisuflebashi mosvlaze da tu es ase ar moxda yoveli axalgazrda gamiznulia xelisuflebashi movides gasafcqvnelad da axalgazrdebs gza unda mieces swori mimartulebita ketili grdznobebit codva madlit mgrdznobeli da es yvelaferi ufrosma taobam ar chaunerga rwmenit ise araferi gveshveleba. bodishi tavi mogawyinet. madloba q-on kiknadzes sazogadoebis gamofxizlebistvis
ყარსის ხელშეკრულება დაიდო მაშინ როდესაც რუსეთსა და თურქეთში არაკანონიერი ხელისულება იყო, ჩემი მოსაზრებით ყარსის ხელშეკრულება არაკანონიერად ჩაითვლება მითუმეტეს თუქეთმა გაერო-ში ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა თავის საზღვრებში
ასეთი მოაზროვნე ხალხი უნდა იყვნენ მთავრობაში როგორც ეს ქალბატონია.
ასეთი დონის საერთაშორისო ხელშეკრულების მნიშვნელობა არავის არ უნდა გამორჩეს მხედველობიდან, განსაკუთრებით დიპლომატებს და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ვიფიქროთ, რომ არ დავგვიანოთ.
tu turqeti aigebs ajaras .es uketesi iqneba ajarlebistvis.
kargi iqneba ajarlebistvis
1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით, თურქეთმა საქართველოს სუზერენიტეტი აღიარა აჭარაზე. ანუ აღიარა საქართველოს სრული იურისდიქცია ბათუმსა და მის ოლქზე. მეექვსე მუხლი, რომელიც უშუალოდ ეხება საქართველოს: „თურქეთი თანხმდება საქართველოს დაუთმოს სუზერენიტეტი ქალაქ ბათუმზე და ბათუმის ნავსადგურზე და იმ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ამ ხელშეკრულების მეოთხე მუხლში მითითებული საზღვრის ჩრდილოეთით და შეადგენს ბათუმის ოლქის შემადგენელ ნაწილს, შემდეგი პირობით: 1. ამ ადგილის მოსახლეობა, რომელიც მითითებულია ამ მუხლში, ისარგებლებს ფართო ადგილობრივი ავტონომიით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული თემის კულტურულ და რელიგიურ უფლებებს და მოსახლეობას უფლება ექნება შემოიღოს მიწის კანონი საკუთრი შეხედულების მიხედვით; 2. თურქეთს გარანტირებული ექნება ბათუმის ნავსადგურში თავისუფალი სატრანზიტო მოძრაობა სხვადასხვა ტვირთებზე, რომლებიც იგზავნება თურქეთში, ან პირიქით, ყოველგვარი შეფერხების, ბაჟისა და სხვადასხვა გადასახადების გადახდის გარეშე. მეშვიდე და მერვე მუხლში, საუბარი ეხება სასაზღვრო ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გამარტივებულ სასაზღვრო მიმოსვლას და საძოვრებზე საქონლის შეუფერხებელ გატარებას ორივე მხარეს. სულ ეს არის. ხელშეკრულებაში ერთი სიტყვითაც კი არ არის დაშვებული თურქეთის მიერ აჭარის მისაკუთრების რაიმე ფორმა. არც რაიმე პირობაა დათქმული, რომლის დარღვევის შემთხვევაში თურქეთს უფლება აქვს აჭარა მიიერთოს.—ნუ აბოლებთ ხალხს!
მერე ამ მუხლის მე 2 პუნქტი შესრულებულია?
განათლების პრობლემებთან დაკავშირებით ვეთანხმები. პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მ.შ. რუსეთის განათლების სისტემები ჩამოიშალა.
რაც შეეხება კრწანისის საწრთვნელ ბაზას, სიცრუეა. ეს ბაზა არაა ამერიკული, არც ნატოს, ესაა საქსრთველო-ნატოს ერთობლივი საწრთვნელი ცენტრი. მას ხელმძღვანელობენ ქართველები, არის ჩვენს ბიუჯეტზე. ერთობლივია მხოლოდ წრთვნების ნაწილში, რისი მიზანიცაა ნატოს სტანდარტების დანერგვა.
ნე შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. საქართველოში არაა უცხო ქვეყნების ბაზები, გარდა რუსული ბაზებისა ოკუპირრბულ ტერიტორიებზე
შევარდნაძეს სსრკ-ს დანგრევაში კი არ შეჰქონდა წვლილი, არამედ ბოლო მომენტამდე ცდილობდა მის ენარჩუნებას, მასა და გარბაჩოვს მათი უნიათობითა, ეროვნული მოძრაობის აღმავლობისა და დასაველის ზეწოლის შედეგად შემოენგრათ მათთვის ასე სანუკვარი სსრკ.
მართლაც მაღალი დონის პუბლიკაციას, იშვიათი ლოგიკით და სიზუსტით, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ქვეყნის და ხალხის ბედი საკუთარ ჯამში მაცქერალი ადამიანების ხელშია
შენ მერაბ ბატონო ეტყობა აჭარელი ხარ და არ იცი რას როშავ, სხვას ნუ აყენებ ჩრდილს შენი სულელური გამონატქვამებით
კარგი ანალიზია
მერაბ, საერთოდ აზრზე ხართ, რას წერთ? 🙁 ვინ ხართ? კიდევ ერთი მოღალატე ქართველი თუ თურქი? 🙁 🙁 🙁
ВРАКИ. В том договоре ничего опасного не записано. Теперь всякие интриганы начнут нести чушь. А вы, люди добрые, не читайте это вранье 🙂
Срули чешмаритебаа халхо дафикрдит! Мадлоба чвенс калбатоно с!
Ganatleba tu gaupasurda, ragaze sheidzleba laparaki,vepxustyaosani turme ar yopila girebuli poema,da saertod araperi faseuli agar aris am taobistvis.madloba q.no tamar da kidev ertxel ganvmeordebi ganatleba da profesionalizmi tu ushvelis qveyanas, tu ukve dagvianebuli ar aris.
ასეთი სიმართლე არსად წამიკითხია და არსად მომისმენია გაიხარეთ ქალბატონო თამარ ვაი მართლა საცოდავი განათლება
ხოდა, უკეთესია თუ საქართველო გონივრულად და ჭკვიანურად იმოქმედებს! აი ძალიან მაგარი იქნება – მაგ დროს ამერიკა იქნება უკვე ჩვენი სტრატეგიული – სამხედრო პარტნიორი (ნატოს წევრე) და (თურქეთი ნატოს წევრ), არ დაგავიწყდეთ თურქეთში მცხოვრები 10 მილიონზე მეტი ლაზი! (რაც არის საქართველოს სიძლიერე (!) თუ პოლიტიკური გამჭრიახობა, გონიერება და ჩვენ რაღაც მისია ამ ქვეყნად გვაკისრია და გააჩნია -და ომის გარეშე 100%ანდ მივიღებთ უკეთეს შედეგს…
მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს სად არის ძველი თაობის მიერ, ეროვნულ ღირებულებებზე აღზრდილი თაობა? მომავალი თაობა? რატომ ვერ გაუმკლავდა თანამედროვე გავლენებს? რა შეცდომები დაუშვეს ძველებმა როცა განათლების სისტემაში იყვნენ? რა ასუხისმგებლობა აკისრიათ მათ როგორც მასწავლებლებს?
ძველი თაობის მიერ ეროვნულ ღირებულებებზე აღზრდილი თაობის უდიდესი და რჩეული ნაწილი, ჩემო ძვირფასო ანა, საძმო სასაფლაობზე განისვენებენ ან ისე დაიღუპენ ტერიტორილური მთლიანობისთვის ომებში რომ მათი საფლავებიც არ დარჩა.
სრული შეშმარიტებაა სამწუხაროდ. დროულად უნდა მიეხედოს განათლების სფეროს და საერთოდ ყველაფერს.
და ეს ყველაფერი ლაი ლაი არაა? ხან გლობალურ გამოშტერებას ვაბრალებთ, ხან რუსულ ველიკოდერჟავობას,ხან თურქულ რელიგიურ ექსპანსიას, ხან ქოცების უნიათობას და ხანაც ნაცების ავანტურიზმს. ვაი ჩვენს პატრონს უბედურს. მთავარი გვავიწყდება მომავალი თაობის აღმზრდელები ხელთავიდანაა აღსაზრდელი. არავითარი ეროვნული და სახელმწიფოებრივი იდეოლოგია. გაფეტიშებულია მხოლოდ ფული. არ არსებობს საერთო კონსენსუსი ერში არანაირ საკითხზე. საერთო “ენა” ჰო და ბაბილონიც ყოფილა და უნდა აღიგავოს მიწისაგან პირისა. გედის სიმღერაც გვიმღერია აფხაზეთში
ჩემი აზრით მთელ მსოფლიოს მართავენ ბნელი, ბოროტი ძალები და მათია ამერიკაც და რუსეთიც. არავითარი დამოუკიდებელი ქვეყანა არ არსებობს, ყველა ქვეყანა დამოკიდებულია მათ ნება-სურვილებზე. ზოგს ზღაპრაად ეჩვენება ზემოთ ნათქვამი, მაგრამ სინამდვილეში ეს ასეა!
ისინი აწყობენ სცენარებს ქვეყნებში და ასეთი უშნო წარმოდგენებით ერთობიან. ძლაუფლებასაც ინარჩუნებენ და ადვილ სამართავსაც ხდიან ქვეყნებს.
ამის საშველი არსებობს, თანაც ძალიან მარტივია, მაგრამ ხალხს არც ჭეშმარიტი რწმენა აქვს და არც ამის სურვილი, თორემ გამოასწორებდა შეჭირვებულ მდგომარეობას და ბედნიერად იცხოვრებდა.
შედეგს რომ მიაღწიო შრომაა საჭირო მშვიდობიანი საგარეო და საშინაო პოლიტიკაა საჭირო სამშობლოსა და შენი ხალხის სიყვარულია საჭირო
შევარდნაძემ მხოლოდ თავის გადასარჩენად შეცვალა ვექტორი და დასვლეთი გაიხადა მეგობრად ბევრს ცდილობდა სომხეთსაც რომ იგივე გაეკეთებინა ამას ადასტურებს მაშინდელი სომხეთის პრეზიდენტი ტერ პეტროსიანი საინტერესო ფაქტია იგი არ გაზრდილა საბჭოთა კავშირში ედიკასგან განსხვავებით დაბადებული და გაზრდილი იყო ევროპაში მაგრამ მიუხედავად დიდი გაჭივრებისა არ შეცვალა განვითარების ვექტორი ედიკამ ეტყობა კარგად იციდა რომ მისი პოლიტიკა დამანგრეველი იქნებოდა ქვეყნისთვის და ბევრი მაგენებელი გაუჩნდებოდა საკუთარი საფლავი ისე მოაწყო რომ დღემდე შეიარაღებული დაცვა იცავს საკუთარ თავზე შეყვარებული მსგავსი პიროვნება ძნელი საპოვნელია
განათლების სისტემა,რომ მოშლილი და უუნაროა, ძირითადად პატრიოტული კუთხით, ეს ფაქტია.მიკვირს, სად და როგორ დაქრა არსებული პათოსი.ქვეყანას,უბრალო “თერაპიული მკურნალობა”, ვეღარ უშველის!!! თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, უნდა აღიდგინოს ავანგარდის ფუნქცია.ქართველი ერი, დაღუპვის საშიშროერბის მარწუხებშია…..
გაიხარეთ ქ-ნო თამარ ამდენი სიმართლისთვის. აი ასეთი მოაზროვნე ადამიანები გვჭირდება ქვეყანაში.აბა რომელ ტელევიზიას მიუწვევია გახსენდებათ? და მაგით უნდა შევაფასოთ რამდენად რეიტინგულია ესა თუ ის.მაგრამ ასეთ მოაზროვნეებს ახშობენ.არაპატრიოტიზმია და განათლების შიმშილი ქვეყანაში
am qals rom amdeni maqebari kavs,samcuxaroa.
ყარსის ხელშეკრულებას, რომლის გარანტებიც არიან რუსეთი და თურქეთი /// თურქეთი არის მხარე