შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოების სულ უფრო მეტი წევრი აღიარებს იმას, რაც აშკარაა
აშშ–ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ანალიტიკური დეპარტამენტი შედის აშშ–ის სადაზვერვო საზოგადოებაში. ამ დეპარტამენტის დასკვნა ასეთია: ჩოვიდ-19-ის პანდემია გავრცელდა ჩინეთის ლაბორატორიიდან ახალი ვირუსის გაჟონვის შედეგად. შესაბამისი საიდუმლო მოხსენება გაეგზავნა თეთრ სახლს და კონგრესის პროფილურ კომიტეტებს, _ წერს პოლიტოლოგი–ამერიკანისტი დიმიტრი დრობნიცკი ტელეგრამ–არხში.
ახალ ანგარიშში ხაზგასმულია, როგორ მივიდა სადაზვერვო საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებამდე პანდემიის წარმოშობის შესახებ. ახლა ენერგეტიკის დეპარტამენტიც ემხრობა გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებას, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, გავრცელდა ჩინურ ლაბორატორიაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად. ოთხ სხვა სააგენტოს კვლავ მიაჩნია, რომ ეს, სავარაუდოდ, ვირუსის ბუნებრივი გადაცემის შედეგია, ორ სააგენტოს კი ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება. ენერგეტიკის დეპარტამენტის დასკვნა ახალი სადაზვერვო მონაცემების შედეგია და მნიშვნელოვანია, რადგან სააგენტოს აქვს დიდი სამეცნიერო გამოცდილება და აკონტროლებს ქსელს აშშ-ის ეროვნული ლაბორატორიებისა, რომელთაგან ზოგიერთი მოწინავე ბიოლოგიური კვლევების ჩატარებით არის დაკავებული.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ