Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი: რუსეთი მზად არის გააფართოოს სასუქის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე

პუტინი: რუსეთი მზად არის გააფართოოს სასუქის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე

71
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შეხვდა დიმიტრი მაზეპინს, რუსეთის მრეწვეელთა და მეწარმეთა კავშირის მინერალური სასუქების კომისიის თავმჯდომარეს, კომპანია “Уралхим”-ის მფლობელს.

სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ რუსული მხარე მზად არის გააფართოოს სასუქების ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე, ასევე ითანამშრომლოს ყველა პარტნიორთან ამ მიმართულებით.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ადგილობრივი კომპანიების ინტერესები, ასევე დაეხმაროს სასუქების მიწოდებისას განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის აფრიკაში, თავისი მეგობრებისთვის. ვლადიმერ პუტინი დაჰპირდა, რომ მხარს დაუჭერს “Уралхим”-ის იდეებს გაეროს ეგიდით აფრიკის ქვეყნებისთვის სასუქების უფასო მიწოდების საკითხში.

გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა მხარი დაუჭირა “Уралхим”-ის ინიციატივას მიმართოს გაეროს ევროპის პორტებში სასუქების განბლოკვის მიზნით. დიმიტრი მაზეპინის თქმით, ევროპის პორტებში გაყინულია “Уралхим”-ის დაახლოებით 262 000 ტონა სასუქი, რომელიც შეიძლება უფასოდ გაიგზავნოს გაჭირვებულ ქვეყნებში.

მაზეპინმა ასევე აღნიშნა, რომ “Уралхим” უარს ამბობს ევროსა და დოლარში ანგარიშსწორებაზე, გადადის სასუქის მიწოდების იუანში ანგარიშსწორებაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ BRICS-ის ქვეყნები მომავალში შემოიღებენ საკუთარ ეროვნულ ვალუტას, რაც შესაძლებელს გახდის ანგარიშსწორებისას რუსული რუბლის გამოყენებას.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა მოუწოდა გაეროს და ევროკავშირის ქვეყნებს, დაიწყონ ევროპაში გაჩერებული 280 ათასი ტონა რუსული სასუქის აფრიკაში ექსპორტის პროცესი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here