სტრატეგიული შეკავების ძალების წვრთნებისას გათვალისწინებული ამოცანები სრულად შესრულებულია.
ამის შესახებ ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
„ყველა რაკეტამ მიაღწია მიზანს, რაც ადასტურებს მითითებულ მახასიათებლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით ტარდება სწავლება მტრის ბირთვული დარტყმის საპასუხოდ მასიური ბირთვული დარტყმის განსახორციელებლად.