Home რუბრიკები საზოგადოება თურქების მიერ დაპყრობილი აჭარა და ბათუმის მერობის «ქართული ოცნების» «ნაციონალი» კანდიდატი

თურქების მიერ დაპყრობილი აჭარა და ბათუმის მერობის «ქართული ოცნების» «ნაციონალი» კანდიდატი

1004

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე «ქართულმა ოცნებამ « აჭარაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, მაგრამ, როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, ავტონომიურ რესპუბლიკაში თითქმის არაფერი შეცვლილა _ ადამიანები კვლავ შიშსა და ტერორში ცხოვრობენ; იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს «კულისებიდან» კვლავ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე მართავს, ხოლო «ქართული ოცნების» აჭარის ფილიალი «ნაციონალური მოძრაობის» ყოფილი წევრებით არის დაკომპლექტებული. გაზეთ «საქართველო და მსოფლიოს» საშუალება მიეცა, ბათუმელებს გასაუბრებოდა. გაირკვა, რომ თითქმის არც ერთ ბათუმელს არ სურს მერად «ქართული ოცნების» კანდიდატი გიორგი ერმაკოვი.


მერაბ ბლადაძე, უფლებადამცველი:

_ რატომ ავირჩიეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს «ქართული ოცნება»? იმიტომ გადადო თავი სრულიად საქართველომ და იმიტომ ვითხოვდით ხალხის მწამებელი ხელისუფლების შეცვალას, რომ ისევ ნაცზონდერები მოსულიყვნენ ხელისუფლებაში?! თანაც, ბათუმელების ნება-სურვილის უგულვებელყოფით, «ნაციონალი» ძალოვანი _ ქალაქის მერად? რას და ვის ემსახურება ეს ყველაფერი?

_ ვინ არის გიორგი ერმაკოვი?

_ გიორგი ერმაკოვი არის ძალოვანი, რომელიც «ნაციონალების» მმართველობის პერიოდში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. სწორედ ის ატერორებდა ბათუმელ ბიზნესმენებს და აიძულებდა, «ნაცმოძრაობისთვის» ფული ჩაერიცხათ. როდესაც ინფორმაცია გავრცელდა ერმაკოვის ბათუმის მერობის კანდიდატად დასახელების თაობაზე, ბათუმელებმა თქვეს, «ნაციონალების» კანდიდატს, მით უმეტეს, ერმაკოვს, ხმას არავინ მისცემსო, მაგრამ შემდეგ, როცა აღმოჩნდა, რომ ერმაკოვი «ქართული ოცნების» კანდიდატია, ხალხმა აგრესია ვერ დამალა და ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია! ამ და კიდევ სხვა მსგავსი ფაქტების შემდეგ ცნებები _ «სამართლიანობის აღდგენა» და «კოაბიტაციის დასასრული» ხალხში მწარე ღიმილს იწვევს. ყველა ბათუმელმა იცის, რომ ერმაკოვი იყო ძმები ახალაიების ძირითადი დასაყრდენი აჭარაში და სწორედ მისი ორგანიზებით ხდებოდა ახალაიებისა და მათი ნათესავების ყოველი ვოიაჟი ბათუმში. მას დღესაც ახლო ურთიერთობა აქვს «ნაციონალებთან» და ყველა დარწმუნებულია, რომ ერმაკოვი «ოცნებაში» «ნაციონალებმა» ჩანერგეს. ეს ფოტოც, რომელიც მოგაწოდეთ, ახლახანაა გადაღებული და ზემოთქმულის დასტურია! ფოტოზე მარჯვნიდან მესამე გიორგი ერმაკოვია; მის გვერდით, მარცხნივ _ კუდის უფროს პატარიძის მოადგილე უჩა შანიძე; მარცხნიდან მეხუთე _ სააკაშვილის ერთ-ერთი ბიძა, კომპანია «ორბის» მეწილე _ ელგუჯა ლომინეიშვილი: ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე გახლდათ სააკაშვილის აწ გარდაცვლილი ბაბუა გივი ალასანიაც. სააკაშვილის ბიძის გვერდით, მარჯვნივ, დგას «ორბის»კიდევ ერთი მეწილე _ გია ბიწაძე, სხვები კი კუდის თანამშრომლები არიან. ამ ყველაფრის შემდეგ, ხალხის მხარდაჭერით მოსულო მთავრობავ, გვეუბნები, რომ ერმაკოვი და მისი მეგობრები დაამყარებენ სამართლიანობას და იღვაწებენ ჩვენი ქალაქისთვის?

ბათუმში ყველას კარგად ახსოვს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს გიორგი ერმაკოვის თავგადაკლული მხარდაჭერა «ნაციონალებისადმი». ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის აპარატის რეგიონული კოორდინატორობიდან მოხსნილ ერმაკოვს «ნაციონალებმა» დამსახურება არ დაუკარგეს და მათდამი დაქვემდებარებულ კომპანია «თეგეტა მოტორსის» ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. ცნობილია, რომ «თეგეტა მოტორსი» ნაციონალ თემურ კოხოძეს ეკუთვნის. ერმაკოვის ამ კომპანიაში ყოფნასაც არ ჩაუვლია «უკვალოდ». მან ფილიალიდან 10-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა უსაფუძვლოდ, მათ შორის, 6 თვის ფეხმძიმე ქალი, რომელმაც, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უკანონო გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესიც მოიგო. ამ ყველაფრის შემდეგ «ქართული ოცნების» «მამები» გვეუბნებიან, რომ ერმაკოვი ის კაცია, რომელიც დღეს ბათუმს ძალიან სჭირდება «კეთილი» საქმეების საკეთებლად?!

_ როგორ მოხვდა ერმაკოვი «ქართულ ოცნებასა» და ბათუმის მერიაში?

_ ამბობენ, რომ ერმაკოვი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილის პროტეჟეა. მათ ადრე სამსახურეობრივი ურთიერთობა ჰქონიათ, მაგრამ რა დამსახურებისთვის შეჩერდა არჩევანი სწორედ ერმაკოვზე, ბათუმში «ქართულ ოცნების» წევრებს შორის კონფლიქტის საგანია. ვერ ვიჯერებთ, რომ აჭარის და, კერძოდ, ბათუმის «ქართული ოცნების» ხელმძღვანელობამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს სწორი ინფორმაცია მიაწოდა ერმაკოვის შესახებ და, მიუხედავად ამისა, პრემიერმა ჩვენი თანაქალაქელებისთვის საშინელი გადაწყვეტილება მიიღო! ეს ყველაფერი ხომ ძნელი დასაჯერებელია?! დარწმუნებული ვართ, პრემიერმა ეს გადაწყვეტილება სწორი ინფორმაციის უქონლობის გამო მიიღო! დღეს «ზონდერნაციონალი», როგორც ეძახიან ერმაკოვს ბათუმში, «ქართული ოცნების» კანდიდატია და ეს ყველაფერი საშინელებათა ჟანრის ფილმს უფრო ჰგავს!

_ რა თანამდებობები ეკავა გიორგი ერმაკოვს «ნაციონალური მოძრაობის» მმართველობის პერიოდში?

_ 2002-2004 წლებში იყო საქართველოს შსს-ს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი. სხვათა შორის, მას თავის ბიოგრაფიაში გამოტოვებული აქვს ის, რომ 2010 წელს 6 თვის განმავლობაში გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსად იმუშავა. ეს ადამიანი ამ ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ხეტყის უკანონო ჭრას და 2 მილიონი ლარიც მიითვისა. გარდა ამისა, გარემოს დაცვის ინსპექციის 6 თანამშრომელი დააჭერინა, რომლებსაც 6-6 წელი მიუსაჯეს და ზოგი ახლაც არ არის გათავისუფლებული. 2005-2008 წლებში იყო საქართველოს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ჯერ უფროსის მოადგილე, შემდეგ კი _ სამმართველოს უფროსი; 2004-2005 წლებში _ საქართველოს შსს-ს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის აჭარის სამსახურის უფროსი; 2010-2011 წლებში _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსის მოადგილე; 2011-12 წლებში _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის აპარატის რეგიონული კოორდინატორი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

_ თუ ასე კარგად იცნობენ ერმაკოვს, მის დანიშვნას მერობის კანდიდატად რატომ არ აპროტესტებს ბათუმის მოსახლეობა?

_ ბათუმელები ამ გადაწყვეტილებით ძალიან უკმაყოფილონი არიან. ყველას უკვირს, რატომ მოექცა ასე «ქართული ოცნება» ბათუმელებს, რატომ სურთ, თავზე დაგვასვან ადამიანი, რომელიც «ნაციონალების» დაკვეთებს ასრულებდა 9 წლის განმავლობაში და ამწარებდა ხალხს?! «ოცნება» და «ნაცმოძრაობა» ერთი ჯამიდან ჭამენ, ერთმანეთს თანამეინახეობას უწევენ. ერმაკოვის «კაიკაცობის» შესახებ ყველა ბათუმელმა იცის. საინტერესოა, ეს ადამიანი როგორ მოხვდა «ოცნებაში», მიუხედავად იმისა, რომ კახი კალაძემ განაცხადა, არც ერთი «ნაციონალი» არ მოხვდება მაღალ თანამდებობაზეო. რატომ ტენიან «ნაციონალებს» ქალაქების პირველ პირებად?

_ რას გამოიწვევს გიორგი ერმაკოვის ბათუმის მერობა?

_ პირველ რიგში, «ოცნება» კრახის წინაშე აღმოჩნდება, ხოლო ბათუმში ვნებათაღელვა მოიმატებს და ხალხი ივანიშვილს, ღარიბაშვილსა და სხვებს დაუპირისპრდება. «ქართული ოცნების» გამარჯვების შემდეგ იმედი გაგვიჩნდა, რომ სრულიად საქართველოს ეშველებოდა, დღეს კი რა მივიღეთ? _ ბათუმს თურქები და «ნაციონალები» იყოფენ! «ნაციონალებმა» ბათუმელებს მამა-პაპის დანატოვარი უძრავი ქონებმა წაართვეს და თურქებს ერთ ლარად მიჰყიდეს. ეს ყველაფერი ლევან ვარშალომიძის მითითებით კეთდებოდა.

_ სად იმყოფება ამჟამად ლევან ვარშალომიძე?

_ უკრაინაში არეულობა რომ დაიწყო, სააკაშვილთან ერთად კიევში წავიდა და იქ დარჩა. რა ენაღვლება ვარშალომიძეს? ბათუმი თურქებს მიჰყიდა და თვითონ უკრაინაში «გულაობს». დღეს ბათუმში 18 ათასი თურქი მესაკუთრეა რეგისტრირებული, წარმოგიდგენიათ? გაირყვნა ჩვენი ქათქათა ბათუმი, გონიოსა და კვარიათის დასახლებაც თურქებმა წაბილწეს. ქართველმა ხალხმა წლების განმავლობაში იბრძოლა სატანის მოსაშორებლად, მაგრამ რა მივიღეთ? ხელისუფლებაში «ოცნების» ძალისხმევით კვლავ სატანების დაჯგუფება მოგვყავს?!

ბ.ს. (ამ პიროვნებამ, მისივე უსაფრთხოებისთვის, ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა):

_ ერმაკოვი აჭარას 9 წლის განმავლობაში აჯდა თავზე და, თუ მერიც გახდა, ვარლამ არავიძე მონაგონი იქნება. ჯერ არ არის მერი და მერია დოქსოპულოებით გაავსო. საარჩევნო შტაბში ისეთი ნაძირლები შეიყვანა, ქუჩაში რომ ლანძღავენ, რეაქცია არ აქვთ. სწორედ ერმაკოვმა და მისმა დოქსოპულოებმა მოწამლეს წლების განმავლობაში ბათუმელები. ყველაფერზე ხელმომწერები არიან და ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. მათ რა უნდა გაგვიკეთონ, ეზიზღებათ ჩვენი ქალაქი! სხვათა შორის, ერმაკოვის მამასაც საშინელება აქვს ჩადენილი, რის გამოც მთელ აჭარას სძულდა. როდესაც გარდაიცვალა, მის მიერ გამწარებული ადამიანები მის საფლავზე ადიოდნენ მოსასაქმებლად. გიორგი ერმაკოვს კი რამდენიმე კაცი ჰყავდა დაქირავებული ფეკალიების გასაწმენდად. ყველაზე საშინელება არის ის, რომ ბათუმში არ გამქრალა შიშის სინდრომი. მოსახლეობა კვლავ დაშინებულია, რომ, თუ ხმას ამოიღებს, იარაღით ან ნარკოტიკით ვაჭრობაზე გაასამართლებენ. დიახ, შიში მძვინვარებს ბათუმში. როგორ შეიძლება, ქალაქს პოლიციელი მერი ჰყავდეს? ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, _ ერმაკოვს დავასახელებ მერის კანდიდატად თუ პრიმაკოვს, ჩემი საქმეაო. ასეა, სააკაშვილმა დაჩაგრა და დააჩმორა ბათუმელები და ეს ხელისუფლებაც იმავეს განაგრძობს! ფეხებზე ჰკიდიათ ბათუმი და ბათუმელები. ბათუმში თურქებს აფეტიშებენ მხოლოდ. ძველ ბათუმში ქართულ საუბარს ვეღარ მოჰკრავთ ყურს. არადა, დღევანდელი ხელისუფლებაც გვეუბნება, რუსია ოკუპანტიო. ბოდიში, მაგრამ რუსი ჩემთვის, აჭარელი კაცისთვის, არ არის ოკუპანტი, რადგან მე უკვე თურქმა დამიპყრო და ჩემთვის თურქზე დიდი ოკუპანტი არავინაა. დიახ, თურქებმა ბათუმი და სრულიად აჭარა დაიპყრეს. აჭარელ კაცს ის უფრო სტკივა, მის მიწა-წყალზე თურქმა რომ მოიკიდა ფეხი. გაიარეთ ძველ ბათუმში და თვითონვე დარწმუნდებით, რომ 70-ზე მეტი თურქული დისკოკლუბია გახსნილი _ რეალურად ბორდელები. გათავხედებული თურქები ბათუმის ქუჩებში მუშტებზე იყურებიან. ხოლო თუ ჩხუბი ატყდა, ჩვენი სამართალდამცავები თურქებს ებოდიშებიან და ქართველ ბიჭებს ჯერ აპატიმრებენ, შემდეგ კი ასლარიანი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ათავისუფლებენ. აჭარლები შემწყნარებელი ხალხი ვართ, მაგრამ, თუ არსებული სიტუაცია უფრო გამწვავდა, დღევანდელი ხელისუფლების რღვევა სწორედ ბათუმიდან დაიწყება. დღევანდელი ბათუმი ზუსტად ესადაგება გომელაურის ლექსს; «ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა».

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here