რუსმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკისა და ქვეითების კოლონა მთლიანად გაანადგურეს ხერსონზე პირდაპირი შეტევისას, _ იუწყება topnews.ru.
კადრებზე, რომლებიც უპილოტო საფრენმა აპარატმა გადაიღო, ჩანს, რომ, სულ ცოტა, ქვეითთა 3 საბრძოლო მანქანა ცდილობს ხერსონის ტერიტორიისკენ გაჭრას. ეს ხდება ხერსონის ოლქის საზღვრიდან 150 მეტრში. საბოლოოდ რუსმა სამხედროებმა კოლონას თავს დაატეხეს რაკეტებისა და არტილერიის მძლავრი ცეცხლი. შედეგად, უკრაინელთა ტექნიკა და ქვეითთა რაზმები გაანადგურეს. როგორც avia.pro იუწყება, ლაპარაკი შეიძლება იყოს სამი ერთეული ჯავშანტექნიკისა და 30-მდე მებრძოლის განადგურებაზე. ეს მოხდა დასახლებულ პუნქტ მირნოეს სამხრეთით, საიდანაც უკრაინელები, სავარაუდოდ, პეტროვსკისკენ წასვლას ცდილობდნენ. ამ ფონზე ცნობილი შეიქნა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ჩაფლავების შესახებ ნიკოლაევ-კრივოი როგისა და სხვა მიმართულებებით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელი სამხედროები შეეცადნენ, წინ წაეწიათ არხანგელსკოეს, ოლგინოსა და ტერნოვიე პოდის მიმართულებებით, მაგრამ ისინი უკუაგდეს დიდი დანაკარგებით. ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების 57-ე მოტომსროლელი ბრიგადის განადგურების შესახებ. უკრაინელებმა მდინარე ინგულეცზე გადაიყვანეს პოლონეთისგან მიღებული 12 ტანკი, მაგრამ მხოლოდ 5 დაბრუნდა უკან.
სულ ორი დღის განმავლობში ნიკოლაევ-კრივოი როგის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 63 ტანკი, 59 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 48 დაჯავშნილი მანქანა, 14 პიკაპი ტყვიამფრქვევებით და1700 მებრძოლი.
ლუკა მაისურაძე
www.topnews.ru