Home რუბრიკები საზოგადოება ეს ამერიკულად შეფუთული ადამის მოდგმის სირცხვილი ახლა კიევიდან აფრქვევს სიძულვილის დორბლს!

ეს ამერიკულად შეფუთული ადამის მოდგმის სირცხვილი ახლა კიევიდან აფრქვევს სიძულვილის დორბლს!

633

დავით ბაქრაძეს მეურმის მამალივით უადგილოდ რომ აყივლებენ, რატომ პასუხს არ სთხოვენ პარლამენტის შენობის აოხრების გამო?! ხალხი დაიღალა ტელევიზორის ეკრანიდან ნაციონალთა უტიფარი ღავღავით. მათი ასეთი გათავხედება ხელისუფლების დამთმობი პოლიტიკის შედეგია.

 

გერმანელმა ფაშისტებმა კაცობრიობის ყველაზე ღირსეული ადამიანების ნაწარმოებები კოცონზე დაწვეს. ნაცისტური შხამით მოწამლულ გერმანელთა ერთი ნაწილი «ჰაილ ჰიტლერის» ღრიალით ხვდებოდა ამ ვანდალიზმს, მეორე ნაწილი კი შიშით კრიჭაშეკრული ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. შედეგად გერმანიამ ისეთი საშინელი რბევა, ნგრევა, ხანძარი და განადგურება იწვნია, რომ მსგავსს ყველაზე საზარელ, კოშმარულ სიზმარშიც ვერ ნახავდა.

ქართველმა «ნაციონალებმა» ერის საამაყო მეცნიერები განათლების უწმინდეს ტაძარში, დედაუნივერსიტეტის აუდიტორიაში გამოკეტეს, მერე იქიდან კინწისკვრით გამოყარეს და ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს. ქართველმა ხალხმა კი ეს თავხედობა მოითმინა. შედეგად მოისპო მეცნიერება და დამახინჯდა განათლება, რომელსაც მოჰყვა ქვეყნის დამაქცევართა უამრავი ბოროტება. ასეთი საშინელი განსაცდელის ჟამს საკუთარ თავს თვითონვე უნდა უშველო _ უცხოეთში არავის სჭირდება განათლებული და ბედნიერი ცხოვრებით გაამაყებული, რადგან უვიცი და ბეჩავი ადვილად დასამორჩილებელი და სამართავია. სწორედ ამგვარ დავალებას ასრულებდა ხელისუფლებაში გამძვრალი «ნაციონალების» ბანდა, რაც საქართველოს დაქუცმაცებით, დაკნინებითა და გადაგვარებით დაგვირგვინდებოდა, ხელი რომ არ შეშლოდათმაგრამ ჯერ ყველაფერი დამთავრებული არ არის.

ქართველ ხალხს ეგონა, რომ «ნაციონალური» ჭირისგან განიკურნა, მაგრამ რაღაც უცნაური ხდება _ «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლებმა ღავღავს უმატეს და, თუ ხელისუფლებამ სადმე წაიფორხილა, ზეიმის წუთები უდგათ. განა აშკარა არ არის, რომ მტერი სახლში, ბუხართან გვიზის და ცეცხლის ჩაქრობას ლამობს?!

საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას «ნაციონალებმა» თვალთმაქცობის მთელი არსენალი შეალიეს და მაინც გაძვრნენ პარლამენტში. ახლა სხედან საკანონმდებლო ორგანოში და სათავიდან ამუხრუჭებენ საქართველოს აღორძინების მცდელობას.

ზოგი რაღაც სისულელეს იგონებს პარლამენტის თბილისში დასაბრუნებლად,_ ნაციონალების მიერ მიღებული კანონის გამო მისი გადმოტანა ვერ ხერხდებაო. თუ ასე მიჰყვებიან ნაციონალების მიერ მიღებულ კანონებს, მაშინ რაღაზე იბრძვის ქვეყანა სააკაშვილისა  და მისი ბანდის მიერ დანთხეული შხამის გასანეიტრალებლად? განა საქართველოს დაკნინების, დაშლისა და დაქუცმაცების კანონების გაუქმება პრობლემად უნდა იქცეს ნაციონალთა დღევანდელი ავყიობის პირობებში?! პარლამენტის თბილისში დაბრუნება ხომ საქართველოს დაშლის მცდელობის ერთ-ერთი ეპიზოდის აღკვეთაა?!

დავით ბაქრაძეს მეურმის მამალივით უადგილოდ რომ აყივლებენ, რატომ პასუხს არ სთხოვენ პარლამენტის შენობის აოხრების გამო?! ხალხი დაიღალა ტელევიზორის ეკრანიდან ნაციონალთა უტიფარი ღავღავით. მათი ასეთი გათავხედება ხელისუფლების დამთმობი პოლიტიკის შედეგია. ამიტომ ქართველი ხალხი, რომელმაც დაძაბული ბრძოლით აღკვეთა «ნაციონალთა» ძალადობა, ახლა მოითხოვს, დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რათა ბოლო მოეღოს «ნაციონალთა» თავხედობას.

უკრაინის ამბებმა ხომ ფრთები შეასხა «ნაციონალებს». დასავლეთმა დაივიწყა ტალიავინის დასკვნა და სააკაშვილმაც უმატა ნაცრის ქექვით სინამდვილის დაფარვას. გაჰყვირიან, _ ომი საქართველოს არ დაუწყიაო და ამით თავიანთ მუხთლობას საქართველოს სახელით ნიღბავენ. აგვისტოს ომი საქართველოს არ დაუწყია. აგვისტოს ომი დაიწყო ავანტიურისტმა სააკაშვილმა და მან ამ დანაშაულისათვის პასუხი უნდა აგოს.

ეს ამერიკულად შეფუთული ადამის მოდგმის სირცხვილი ახლა კიევიდან აფრქვევს ცრუპენტელობის, თავხედობისა და სიძულვილის დორბლს. სვავმა ამერიკაში იგრძნო მძორის სუნი და ჩამოფრინდა,_ საქართველოში სიმყრალისგან განწმენდის პროცესს ჩემი ბინძური ამქვეყნიურობა არ შეეწიროსო. არადა, შეეძლო ერის საამაყო მამულიშვილის სახელით შემკობილიყო, მაგრამ ეროვნული გმირის ეკლიან და მოწამებრივ გზას, კუჭამოყორილი ქოსმენის განცხრომით ღრუტუნი არჩია. ერის სიყვარული, სამშობლოსთვის თავდადება, პატიოსნება, ზნეობრივი სიწმინდე ქვეყნისა და ერის სიძულვილზე, ღალატზე, საქართველოს გაყიდვაზე გაცვალა. შედეგად, სახლიდან კეტით გაგდებული მყეფარივით კუდამოძუებული, ჩადენილი ცოდვებისთვის პასუხის მოთხოვნის შიშით წკავწკავებს და დაკითხვაზე მისვლას ვერ ბედავს; ტყავის გადასარჩენად კი თავის მფარველებს გაათკეცებული ენერგიით ულოკავს სველ ადგილებს. მათაც უჭირთ «თავიანთი ძაღლიშვილის» უნიღბოდ წარმოჩენა, თუმცა მისმა ჩადენილმა საზარელმა საქმეებმა უკვე დაიწყო ნიღბიდან გამოჟონვა.

«ნაციონალებმა» მოახერხეს ტერიტორიების დაკარგვა. რაც დარჩა, გაყიდეს და გაანიავეს. ენის, მამულის, სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლას ხომ კაბინეტებში ჩამოკიდებული ილია მართლის სურათის ფონზე აწარმოებდნენ. მართლმადიდებელ სარწმუნოებას უამრავი სექტა და ერის სალოცავების მაგინებელი დაასიეს, ჩქარობდნენ, მაგრამ დრო აღარ ეყოთ

დღეს ქართველი ხალხი მტკივნეულად განიცდის იმ საშინელი პარაზიტული დაავადების სიმწარეს, რომელსაც «ნაციონალური მოძრაობა» ჰქვია.

საიდან მოვიდა ეს პარაზიტი? დააკვირდით დემოკრატიის ნიღბაფარებულ ევროატლანტიკური სივრცის წარმომადგენელთა ღავღავს და დასკვნას თვითონ გამოიტანთ.

რატომ დაიწყვიტა ევროკავშირმა ნერვები, _ უკრაინამ თავი რატომ შეიკავა ჩვენთან შემოსვლაზეო? არადა, უკრაინამ თავისი ეკონომიკის განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობის რეალური გზა აირჩია; ამით აღშფოთებულმა ევროკავშირმაკი მაიდანი მოუწყო და შეიარაღებულმა ბანდერელებმა «მოლოტოვის კოქტეილებით» გოჭებივით შეწვეს ბერკუტელები.

სწორედ შეიარაღებულმა ბანდერელებმა, დასავლეთის წაქეზებითა და ხელის შეწყობით, რუსეთის აუგად მოხსენიების ფონზე,  უქციეს ჯოჯოხეთად უკრაინელ ხალხს ბედნიერი ცხოვრების იმედი.

როგორ ჰგავს უკრაინაში ბანდერელი ნეოფაშისტებისა და ტერორისტების «გაჯეჯილება» გერმანელ ფაშისტთა აღვირახსნილობისთვის ხელის შეწყობას საბჭოთა კავშირზე მიქსევის სურვილით?! მოხდა კი პირიქით _ სხვის დასაგლეჯად დაგეშილი ქოფაკის მიერ ტყავდაფხრეწილებს მხსნელად მოევლინა საბჭოთა კავშირი, რომელმაც კაცობრიობის ამ საშინელი ჭირის მოსასპობად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. საქართველოში კი «ნაციონალი» ვანდალები ცოფმორეულები ანგრევდნენ სამამულო ომის გმირთა უწმინდეს ობელისკებს.

უკრაინელი ნაცისტები ჯერ ძეგლებსა და საბჭოთა სიმბოლოებს დაეტაკნენ, შემდეგ ძალის მოზღვავება იგრძნეს და რუსული ენის სტატუსი დაამცრეს. ისე კი, როგორ ჰგვანან  რუსული სიმღერების ამკრძალავ და საბჭოთა სიმბოლოებთან მებრძოლ ქართველ ნაცისტებს! დაავიწყდათ, რომ უკრაინის მოსახლეობის ნახევარზე მეტი რუსულენოვანია. ეს უმადურობა დაუსჯელი არ დარჩა და ყირიმი ჩამოსცილდა უკრაინას, რასაც თეთრი შურით უმზერენ დანარჩენი რუსულენოვანი ოლქები.

ელცინის მიერ დაკნინებული რუსეთი დასავლეთის ალყაში აღარ არის, მას პრინციპული, ენერგიული და მაგარი ხელი მართავს. ნურც იმას დაივიწყებენ, მართლმადიდებელი სერბეთი რომ გაწეწეს, დაბომბვის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოსახლე რომ ამოწყვიტეს და მისი ძირძველი ტერიტორია _კოსოვო _ დამოუკიდებლად გამოაცხადეს. რომელ ევროპულ ქვეყანას არ აქვს სადავო ტერიტორია? აღიარონ მათი დამოუკიდებლობა და ისე დაიშლებიან, მათ საზღვრებს ვეღარავინ შეკრავს. რა, უკრაინაზე გაახსენდათ, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას დაცვა სჭირდება? მსოფლიო ჯერჯერობით მოთმინებით უყურებს ნატოს ძალადობას, რომელსაც შედეგები აუცილებლად მოჰყვება.

როგორ შეიძლება ამერიკის პრეზიდენტ ობამას არ შეუქო მართალი და საღი აზრის საჯაროდ გამოთქმა, უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხი არ განიხილებაო. ამით საქვეყნოდ გაუფანტა ბოლოქანქარა რასმუსენს საქართველოს ნატოში შესვლის ცრუ დაპირების ნისლის საბურველი.

მაინც რისთვის არის საჭირო ნატოს გაფართოება? თუ რომელიმე ქვეყნის სერბეთივით გაწეწვა დასჭირდათ, საკმარისზე მეტნი არიან. თუ რუსეთს უღრჭენენ კბილებს, იმდენი კი უნდა ახსოვდეთ, რომ უკბილოდ დარჩენის შანსს გაფართოება ვერ მოუხსნით. ხვალ და ზეგ ნატოც ისე დაიშლება, როგორც მრავალი ცნობილი აგრესიული სამხედრო ბლოკი. ცივილიზებული ევროპის მომავალ თაობებს კი სამარცხვინოდ შერჩებათ ნატოს სისხლიანი ნაფეხურები…

ამჟამად ევროატლანტიკურ ქვეყნებში დემოკრატიის ნიღბით მიმდინარეობს სქესობრივი გაუკუღმართების სიბინძურის ძალადობრივი ექსპორტი, რითაც სვრიან და სახელს უტეხენ დემოკრატიას.

ევროატლანტიკური პოლიტიკის მჭედლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ ესოდენ თაყვანისცემას პედერასტების, სექსუალური მანიაკების, ერთსქესიანთა ქორწინების და ამ ბინძური სიმახინჯის ტყვეთა აღლუმების მოწყობის ძალისმიერ მხარდაჭერას მომავალი თაობები ისევე მიაკრავენ სირცხვილისა და წყევლაკრულვის იარლიყს, როგორც ინკვიზიციას და ინდულგენციებით ვაჭრობას.

საქართველოს ხელისუფლება კი მაინც ცდილობს სამად დაჩეხილი  ქვეყნის ევროკავშირისკენ გათრევას.

ევროკავშირის სტანდარტებზე გასვლისთვის მომავალ წელს ავტომობილების ტექნიკური შემოწმება უნდა დავიწყოთ, რომელსაც გერმანული ფირმა ჩაატარებს და ხალხს ეს ღონისძიება ასი მილიონი ლარი დაუჯდებაო. ევროკავშირის მხოლოდ ეს ერთი მოთხოვნა რა უბედურებად დაატყდება თავს ისედაც გაჭირვებისგან სულშეხუთულ მოსახლეობას?! ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა, პირველ რიგში, ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებით უნდა დაიწყოს, თორემ ევროპულ დონეზე ხელისუფლების ნებივრობა სულაც არ ნიშნავს შიმშილის ზღვარზე მყოფი, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი ერის აყვავებას.

ეს შოშია-მინისტრები ხომ საზიდრიდან აწყვეტილი ცხენებივით მიჭენაობენ ევროკავშირის მწვანე ბალახის მოსაძოვად, ვიდრე იქიდან კათოლიკობამიღებული სულხან-საბა ორბელიანივით არ გამოაპანღურებენ.

ამჟამად ძალიან მძიმე პირობებში ვართ _ გაჭირვება, თაღლითობა, მუხთლობა, ღალატი, მომხვეჭელთა მიერ ხალხის ძარცვა, გაუმაძღრობა და ათასი უბედურება მკბენარივით დაგვსევია და წელში გამართვის საშუალებას არ გვაძლევს. ქართველი ხალხის ოცნება _ ერთიან და გამთლიანებულ საქართველოში სიყვარულით ძმურად ცხოვრება _ ოცნებად რომ არ დარჩეს, საჭიროა სწორი მოქმედების არჩევა, რომელსაც ვიღაც ამუხრუჭებს, ვისაც ქვეყნის გაუბედურება ხელს აძლევს. არადა, რუსეთთან მეგობრობის აღდგენა საქართველოს გაერთიანება-აღორძინების საწინდარია, რომლის სურვილს რუსეთი აშკარად ამჟღავნებს.

დღეს საქართველო გზაჯვარედინზე იმყოფება. ერთია გზა, რომელიც მიშას მუხთლობამ გამოიწვია, ქვეყნის საბოლოო დაშლამოსპობისკენ მიდის; მეორე კი _ გაერთიანებისა და აყვავებისკენ. არჩევანი ჩვენზეა.                                                                                         

გივი სომხიშვილი,

მწერალი, დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის ლაურეატი,

აკადემია «აია»-

ნამდვილი წევრი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here