რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკელთა ახსნა–განმარტებებს უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიების საქმიანობის მშვიდობიანი მიზნების შესახებ მტკიცებულებები არ ახლავს, _ იუწყება regnum.ru.
სერგეი ლავროვმა გაზეთ “იზვესტიაში” გამოქვეყნებულ წერილში მიუთითა, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც იპოვეს სამხედრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიებში, პირდაპირ მიუთითებს ბოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის დარღვევაზე. მტკიცებულებები წარდგენილია. დაწყებულია განმარტების პროცედურა კონვენციის შესაბამისად.
“ამერიკის ადმინისტრაცია თავის მართლებას ცდილობს და აცხადებს, რომ უკრაინაში ყველა ბიოლოგიურ კვლევას ჰქონდა მშვიდობიანი სამოქალაქო ხასიათი, მაგრამ ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს”, _ წერს სერგეი ლავროვი 18 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში.
გიორგი გაჩეჩილაძე