ევროკავშირის ხარჯმა ტრანსადრიატიკული მილსადენით აზერბაიჯანიდან შესყიდულ ბუნებრივ აირზე 2022 წლის პირველ კვარტალში 2I1 მლრდ ევრო შეადგინა, _ იუწყება ინტერფაქსი” ევროკომისიის კვატალური ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით.
ევროკომისიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის პირველ თვეებში ევროკავშირმა ბუნებრივი აირის იმპორტზე 78 მლრდ ევრო დახარჯა. ამ თანხიდან 26,5 მლრდ მოდის რუსულ ბუნებრივ აირზე, 19,2 მლრდ _ ნორვეგიიდან, 5,4 მლრდ _ ალჟირიდან და ლიბიიდან, ხოლო 2,1 მლრდ ევრო ტრანსადრიატიკული მილსადენით იმპორტირებულ აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე.
ევროკავშირმა, ამასთანავე, 33 მლრდ ევროს თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა.
ტრანსადრიატიკული მილსადენი უზრუნველყოფს აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის რესურსებისადმი წვდომას ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის გავლით, რაც ევროკავშირის ბუნებრივი აირის მომარაგების უსაფრთხოების პოლიტიკის შედეგია”, _ ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივლისში ბულგარეთს შეუძლია გაზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება ბუნებრივი აირის მილსადენ ინტერკორექტორ საბერძნეთი-ბულგარეთის” მეშვეობით.
გიორგი გაჩეჩილაძე