Home სხვადასხვა დაიჯესტი Fox News: აშშ ცრუობს უკრაინის შესახებ, რუსები იქ ტყუილუბრალოდ არ შესულან

Fox News: აშშ ცრუობს უკრაინის შესახებ, რუსები იქ ტყუილუბრალოდ არ შესულან

ტელეარხ Fox Newsის გადაცემა Tucker Carlson Tonightის წამყვანმა ტაკერ კარლსონმა თვალსაზრისი გამოთქვა უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის შესახებ. მისი აზრით, აშშის ლიდერები განაგრძობენ საკუთარი თავის მოტყუებას და ქვეყანაში ცენზურაც კი დააწესეს.

“როცა გასულ თვეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე დაიწყეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია, ბევრი ექსპერტი თითქოს შოკირებული იყო, დანარჩენებმა მომხდარი არც ისე მოსაწონ ნიშნად მიიჩნიეს.

აშშის, დიდი ბრიტანეთისა და თვით უკრაინის ბევრმა ექსპერტმა და პოლიტოლოგმა განიცადა შოკი”, _ დაწერეს ანალიტიკურ ცენტრანალიტიკურ საბჭოში”, ხოლო კიევში მყოფი გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელი მოულოდნელ ვითარებაში აღმოჩნდა და სასწრაფოდ მოუწია ევაკუაცია.

თუ დავფიქრდებით, უცნაური ვითარებაა. ჯო ბაიდენი კვირების განმავლობაში გაჰყვიროდა უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დაწყებაზე და, თითქოს ყველა მზად იყო ამისთვის. ახლა კი ირკვევა, რომ ვაშინგტონში არავის, მათ შორის, თვითონ პრეზიდენტსაც ბოლომდე არ სჯეროდა, რომ მსგავსი რამ მართლაც მოხდებოდა. და, როცა მოხდა, ოფიციალურმა ვაშინგტონმა დაადგინა, რომ პუტინი, ალბათ, ჭკუიდან შეიშალა.

National Reviex–მ დაწერა: “ვრცელდება ხმები პუტინის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. და ეს ხმები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს”.

სხვა სიტყვებით, არის სარწმუნო მიზეზი იმისა, ჩვენგან რატომ ვერავინ ივარაუდა მსგავსი ვითარება. პუტინი, უბრალოდ, მწყობრიდან გამოვიდა, ის სრულ ჭკუაზე არ არის და მისი მოქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია. ეს ვიღაცვიღაცებმა მართლა დაიჯერეს, მაგრამ ბევრმა შენიშნა, რომ ვაშინგტონის ახსნაგანმარტებები მხოლოდ საკუთარი თავის გამართლების მცდელობა იყო და მეტი არაფერი, ვითარების გაანალიზებაზე კი ლაპარაკიც არ ყოფილა.

არადა, არ შეიძლება უკრაინაში დაწყებული სპეცოპერაცია ფსიქიკურად არაჯანმრთელი ადამიანის მოქმედებას დააბრალო.

ნაიჯელ ფარაჟი

საჭიროა, დაისვას კითხვა _ სინამდვილეში რა მოხდა? რატომ მოიქცნენ რუსები ასე? საკითხი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ შეიძლება მიიღო სამომავლო ბრძნული გადაწყვეტილება მომხდარის გაუანალიზებლად, ეს ხომ აუცილებელი პირობაა?! მაგრამ ჩვენი ლიდერები აქამდე ამბობენ უარს ამის გაკეთებაზე. ისინი განაგრძობენ საკუთარი თავის მოტყუებას, ცენზურას უწესებენ ხალხს და აიძულებენ, სკანდირებდეს საბავშვო ბაღის დევიზებს, რა არის კარგი და რა _ ცუდი. ეს არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, არამედ უსარგებლოცაა. ქვეყანა ასე არ უნდა ცდილობდეს რთული მომენტების გადატანას. ნებისმიერი კრიზისი მოითხოვს მაქსიმალურად ნათელ აზროვნებას.

ხომ არ დადგა დრო, ზურგი შევაქციოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ცდებოდნენ და ვირწმუნოთ მათი, ვინც ხედავდა და აანალიზებდა უკრაინაში კონფლიქტის მოახლოებას და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა?

მათ შორის, ვისაც უნდა მოვუსმინოთ არის ნაიჯელ ფარაჟი (ბრიტანელი პოლიტიკოსი, 2019 წლიდან პარტია Brexit-ის ლიდერი _ ნ.კ.). მას ვერავინ უწოდებს პუტინის მომხრეს, პირიქით _ ის ნაციონალისტია, ადამიანი ღრმად შეშფოთებული თავისი ქვეყნის პრობლემებით. ლაპარაკია დიდ ბრიტანეთზე, რომლის ინტერესებიც მნიშვნელოვნად დაზარალდა რუსეთის სპეცოპერაციით და შემდეგ _ დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციებით.

ანალოგიური რამის თქმა შეიძლება ჩვენს ქვეყანაზეც. აშშ არასდროს ჰყოლია ასეთი არაკეთილგონიერი პრეზიდენტი, როგორიც ჯო ბაიდენია, და ამის გამო ჩვენ კარგა ხნის განმავლობაში მოგვიწევს ხარკის გაღება. ეს ყველაფერი ნაიჯელ ფარაჯმა 2014 წელს იწინასწარმეტყველა, იმხანად დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის ხელმძღვანელი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში, მაგრამ ამ გამოსვლის ჩანაწერი ჩვენ, სამწუხაროდ, მხოლოდ გუშინ ვნახეთ.

უკან, წარსულისკენ თუ გავიხედავთ, მივხვდებით, რომ მისი სიტყვები წინასწარმეტყველური იყო. ფარაჟი ხვდებოდა, რაც უნდა მომხდარიყო, იმიტომ, რომ თვალს არ ხუჭავდა იმაზე, რაც მოხდა იმ მომენტში. ყურადღებით ნახეთ ვიდეორგოლი. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ღირს ამ ანალიზის მოსმენა.

მაშ ასე, აი რას ამბობდა ნაიჯელ ფარაჟი 8 წლის წინათ უკრაინაზე:

ბოლო წლებში ჩვენ დაგვიგროვდა გრძელი სია საგარეოპოლიტიკური წარუმატებლობებისა და წინააღმდეგობებისა, მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ლიბიის დაბომბვა და სირიაში ამბოხებულების შეიარაღების სურვილი, რომლებიც იყო გაუმართლებელი პროვოკაციები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. ევროკავშირის იმპერიამ, რომელიც გამუდმებით მიისწრაფვის გაფართოებისკენ, რამდენიმე წლის წინათ განაცხადა თავისი ტერიტორიული პრეტენზიების შესახებ უკრაინაში. და რაც კიდევ უფრო ცუდია _ ნატოს ზოგიერთმა წევრმაც თქვა, რომ სურთ უკრაინის მიერთება. ჩვენ წავაქეზეთ ამბოხება უკრაინაში, რომლის შედეგადაც დაემხო პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეჟიმი. ამან თავის მხრივ, გამოიწვია ვლადიმერ პუტინის შესაბამისი რეაქცია. ამ ისტორიის მორალი ასეთია: თუ გადაწყვეტთ ჯოხით შეუჩხიკინოთ რუსულ დათვს, არ გაგიკვირდეთ მისი რეაქცია. და აი ახლა მივიჩქარით უკრაინასთან შეთანხმებების გასაფორმებლად. სანამ ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, ნატოს ჯარისკაცები მონაწილეობენ სამხედრო სწავლებებში უკრაინაში, ჩვენ რა, აზროვნების უნარი დავკარგეთ? მართლა გვსურს პუტინთან დაპირისპირება?

თუ გვსურს, მაშინ მიმართულება სწორად აგვირჩევია. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლეთი ამჟამად ეჯახება ჩვენი ცხოვრების წესისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ბოლო 70 წლის განმავლობაში. ამ პრობლემის ნათელი დასტურია თავმოკვეთილი ბრიტანელი და ამერიკელი მძევლები. ჩვენი მოქალაქეებიც მონაწილეობენ ამ ბრძოლაში.

ისლამურ ექსტრემიზმთან ბრძოლაში ვლადიმერ პუტინი, რასაც უნდა ვფიქრობდეთ მის შესახებ, სინამდვილეში ჩვენ მხარესაა. გთავაზობთ, დავსერიოზულდეთ. გთავაზობთ, ვაღიაროთ რეალური საფრთხე, რომელსაც ეჯახებიან ჩვენი ქვეყნები და საზოგადოებები.

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ სამხედრო თამაშები უკრაინაში და მოვამზადოთ ისეთი ქვეყნების დახმარების გეგმა, როგორიცაა სირია, ერაყი, კენია, ნიგერია, რათა გაუმკლავდნენ რეალურ საფრთხეებს. თავი დავანებოთ პუტინის პროვოცირებას, მოგვწონს თუ არა ის”.

inosmi.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here