Home სხვადასხვა დაიჯესტი გლობალიზაციის ეპოქის დასასრული

გლობალიზაციის ეპოქის დასასრული

არა მხოლოდ ამერიკის, არამედ სრულიად დასავლეთის ავტორიტეტი ჩვენ თვალწინ ინგრევა. დასავლეთი თმობს პოზიციებს ბევრ ფრონტზე და დღეს შეიძლება ვილაპარაკოთ დასავლური გლობალიზაციის დაისზე

ფრენსის ფუკუიამამ, ავტორმა დოქტრინისაისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი”, რომელშიც ნავარაუდევია ლიბერალური დემოკრატიის გლობალური გამარჯვება, ცოტა ხნის წინათ გამოაქვეყნა სტატიაპუტინის ომი ლიბერალური დღის წესრიგის წინააღმდეგ”. სტატიაში არის რამდენიმე ჯანსაღი აზრი, რომლებიც ეხება ლიბერალური იდეების მარგინალიზაციის შედეგად წარმოქმნილი დასავლური იდეოლოგიის ჩიხებსმარჯვნივდამარცხნივ”.

ეკონომიკურმა ნეოლიბერალიზმმა უკანა პლანზე გადასწია “საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო (welfare state) კონცეფცია, ამასთანავე, აჩვენა თავისი უუნარობა “პანდემიის” პირობებში, ხოლო აშშ-სა და ევროპაში წარმოქმნილმა იდეამ “ტოლერანტულობა საზღვრებს გარეშე” ფეხქვეშ გათელა კონსერვატიული ფასეულობები (ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინება და ტრანსგენდერები იქ ახლა ნორმაა, ხოლო ტრადიციული ოჯახი _ წარსულის გადმონაშთი). და მიმდინარეობს დემოკრატიული წესრიგის საფუძვლებისთვის ძირის გამოთხრა კანონის უზენაესობის პრინციპის სახით _ ამერიკაში მოქალაქეების დიდ ნაწილს არ სჯერა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების.

ვითარებაში, როცა დასავლური სამყარო თვითნგრევას განიცდის, გაჩნდა ეჭვი მისი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მოდელის მდგრადობის მიმართ. არ უნდა დავივიწყოთ საგარეო კონტურის შესახებაც, სადაც ჩამოყალიბდა კონკურენტული ძალის დიდი ცენტრები სხვა იდეოლოგიით და, რაც მთავარია, მზარდი სამხედრო შესაძლებლობებით.

მაგალითად, რუსეთს დღეს აქვს უპირატესობა ჰიპერბგერითი იარაღის სფეროში. Foreign Affairs-მა კი გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ლაპარაკია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სტრატეგიული სიმძლავრის დაქვეითებაზე ჩინეთთან შედარებით. ბოლოს, თითქოს შეუმჩნევლად ჩაიარა იმ ამბავმა, რომ აშშ-ს სურდა, მაგრამ ვერ შეძლო რეჟიმის შეცვლა სირიასა და ვენესუელაში, რომელიც ამერიკის უშუალო გავლენის ზონაშია. მალიში მოსახლეობამ ქვეყნიდან გააძევა ფრანგები და დასახმარებლად უხმობს რუსეთს, რომელმაც უკვე გადაარჩინა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სადაც რუს ჯარისკაცებს ძეგლი დაუდგეს… არა მხოლოდ ამერიკის, არამედ სრულიად დასავლეთის ავტორიტეტი ჩვენ თვალწინ ინგრევა. დასავლეთი თმობს პოზიციებს ბევრ ფრონტზე და დღეს შეიძლება ვილაპარაკოთ დასავლური გლობალიზაციის დაისზე. ამ საკითხზე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ აღნიშნა: გლობალისტებს, მათ, რომლებიც გლობალურ კლუბში მართავენ, მსოფლიოსთვის არაფრის მიცემა არ შეუძლიათჩვენ, ყველანი, ვხედავთ გაეროს, ნატოსა და გლობალური ორგანიზაციების გაკოტრებას. მათ გავლენა აღარ აქვთვფიქრობ, ევროპას, როგორც თანამეგობრობას, აზრი არ აქვსჩვენ ვნახავთ, იქნება თუ არა ეს ახალი ცივი ომი ან კიდევ სხვა რამ, მაგრამ ეს გლობალიზაციის გაკოტრებაა”.

მსოფლიო რადიკალურად იცვლება. უკრაინაში რუსეთის სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ვითარება მკვეთრად შეცვალა. ახლა დასავლეთი იძულებულია, ყველაფერი იღონოს თავისი დახავსებული დომინაციის დასაცავად და, თუ ეს არ იმუშავებს, ერთპოლუსიან მსოფლიოს წერტილი დაესმება.

ეს კი არ იმუშავებს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ დასავლეთისა და რუსეთის პირდაპირი შეჯახება უკრაინის გამო, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ამერიკასა და ევროპას დარჩა მხოლოდ “ეკონომიკური იარაღის” გამოყენების შესაძლებლობები. დაწესებული ანტირუსული სანქციები, რა თქმა უნდა, სერიოზულია, მაგრამ ევროპამ იქვე დააზუსტა _ ენერგეტიკა არ ითვლება, ანუ დასავლეთი მზად არ არის, ბოლომდე იბრძოლოს სერიოზულ მოწინააღმდეგესთან, როცა საკითხი ასე დგას _ “ან ყველაფერი, ან არაფერი”.

მეორე _ აშშ-სა და ევროკავშირს იმედი აქვთ, რომ გატეხავენ რუსეთს, მაგრამ ძალიან ცდებიან. აქ საქმე ის კი არ არის, რომ მათ მხარი არ დაუჭირა ჩინეთმა (ლაპარაკი აღარ არის მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე), არამედ ის, რომ პუტინმა იგრძნო რუსეთის ისტორიული მოწოდება და მიიღო გამოწვევა, რომელიც სჭირდებათ რუსებს მობილიზაციისა და გარღვევისთვის ყველა სფეროში _ და ეს რუსმა ხალხმა გაიგო. მსგავსი რამის ალბათობაზე დასავლეთში ლაპარაკი არ არის _ იქ ყველგან აპროტესტებენ საწვავის გაძვირებას და მომავალ ზამთარში გათბობის გათიშვაზე ფიქრიც არ სურთ.

ახალი მსოფლიო, არსობრივად, უკვე გაჩნდა და უახლოეს ხანში ის ჩამოყალიბებას დაიწყებს. როგორი იქნება ის? უწინარესად, მრავალპოლუსიანი. დასავლეთი, როგორც ძალის ცენტრი, რა თქმა უნდა, არსად გაქრება, მაგრამ უკვე აღარ იქნება არა მხოლოდ პირველი, არამედ თანაბართა შორის პირველიც კი (ის, უბრალოდ, ერთერთი მათგანი იქნება); მეორე _ დამკვიდრდება ფასეულობათა მრავალფეროვნება _ ლიბერალური იდეების დიქტატი დასრულდება; მესამე _ შეიცვლება მსოფლიოს ეკონომიკური სტრუქტურა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ჩანს, უკვე მიხვდნენ, საითაც მიდის საქმე და განაცხადეს: შორეულ პერსპექტივაში ამ კონფლიქტმა შეიძლება საფუძვლიანად შეცვალოს მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგი _ თუ შეიცვლება ენერგორესურსებით ვაჭრობის პირობები, მოხდება მიწოდების ჯაჭვის გადაწყობა, გაიყოფა საგადასახადო ქსელი და ქვეყნები გადახედავენ თავიანთი ოქროს სავალუტო რეზერვებს”.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დოლარი, ალბათ, დაკარგავს მთავარი სარეზერვო ვალუტის სტატუსს. ლაპარაკობენ, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი ჩინეთთან ერთად ქმნის საერთაშორისო სავალუტოფინანსური სისტემის პროექტს, დაფუძნებულს ახალ საერთაშორისო ვალუტაზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მონაწილე ქვეყნების ეროვნული ვალუტების ინდექსი და ბარჟის საქონლის ფასი. ამას გარდა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა მოილაპარაკეს, ეტაპობრივად გადავიდნენ ეროვნულ ვალუტებში ანგარიშსწორებაზე. ჩინეთი კი, როგორც The Wall Street Journal იუწყება, საუდის არაბეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს იუნებით ნავთობის შესყიდვაზე.

ისე აღარ იქნება, როგორც ადრე იყო. დაწყებული ცვლილებების მასშტაბი ჰგავს იმას, რაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, “ეს არის თანამედროვე ისტორიის ეპოქალური მომენტი, იმიტომ, რომ ის ასახავს “ბრძოლას” (ამ სიტყვის ფართო გაგებით) იმისთვის, როგორი იქნება მსოფლიო წესრიგი”.

stanradar.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here