Home ახალი ამბები მსოფლიო “ჯერ გავიმარჯვოთ, შემდეგ გავაანალიზოთ”

“ჯერ გავიმარჯვოთ, შემდეგ გავაანალიზოთ”

გასულ კვირაში რამდენიმე ფრიად საინტერესო შეკრება გაიმართა პროფესიონალი ანალიტიკოსების მონაწილეობით, რომლებიც, ვგონებ, საინტერესო უნდა იყოსსაქართველო და მსოფლიოსმკითხველებისთვის.

თემატიკა _ მრავალფეროვანი, რომელიც მათი აზრით დღევანდელობის აჭრილი რეალობის მთავარი მახასიათებელია.

გთავაზობთ ზოგიერთი შეკრების საგაზეთო ვარიანტს.

უპირველესად ხაზი გაესვა დოგმატიკაზე უარის თქმას, აზრების თავისთავადობას? და მსჯელობის თავისუფლების ატმოსფეროს.

_ როგორც კი საბჭოთა კავშირმა თავის იდეოლოგიაზე ხელი აიღო და ხშირ-ხშირად დაიწყო ე.წ. დასავლეთის ფასეულობათა დემონსტრაციულად მოხმობა საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, გამყარდა გორბაჩოვის “პერესტროიკაც”.

პირველები აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის ქვეყნები ამბოხდნენ: თქვენ რა, გაგიჟდით? რაც თავს მოგვახვიეთ, ახლა იმაზე უარი უნდა გვათქმევინოთ?!

კვალზე საბჭოთა რესპუბლიკებიც აბობოქრდნენ.

ასე ხდება ყოველთვის, როცა ათეულ წლობით დამკვიდრებული ჰეგემონობა საკუთარ სისუსტეებს გაამჟღავნებს. ამგვარი ისტორიული ფერიცვალება ყველასთვის ისეთივე გასაგებია, როგორც უცილობელი დასასრული: რობერტ სტურუას დადგმულ განუმეორებელ სპექტაკლში “რიჩარდ მესამე” (უილიამ შექსპირის) ჩამოინგრევა, გაცამტვერდება ყველა შენობა “უძლეველი ტოტალიტარიზმის”.

განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბრძოლის ველზე დამარცხებული რიჩარდი ერთ ცხენში მხოლოდ სახელმწიფოს იძლეოდა.

და ვერ გადარჩა.

გორბაჩოვმა მთელი იმპერია მიართვა მოწინააღმდეგეს და გადარჩა.

მხოლოდ თვითონ.

მისმა “გულუხვობამ” ვერ იხსნა მთელი ქვეყანა.

თუ ასე გარიგდნენ?

აკი გავიდაო გულუბრყვილობის დრო?!

თუ ამერიკა დღეს სძლევს რუსეთს, ეს ნიშნავს, რომ იანკი უკვე სამუდამოდ თავის ხოშზე დაატრიალებს თანამედროვე მსოფლიოს.

თუმცა დღესაც არ აკლებს.

ცერემონიების დროც გავიდა _ “ბიძია თომას ქოხის” წაკითხვისას ცრემლების ღვრის დრო. პირიქით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკაშიც და ევროპაშიც ზანგებს შავ “ბოტინკებს” უკოცნიან _ შავყელიან ფეხსაცმელებს, ცოდვების მონანიების ნიშნად.

ამერიკის სტრატეგია დღეს ცოტა პრიმიტიული ჩანს. აშკარაა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მარტო ვერ მოერევა, ამიტომ გამორიცხული არ არის, შესთავაზოს ჩინელებს ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ _ ამ უკანასკნელის ორად გაყოფისა და თავ-თავიანთ საოკუპაციო ზონებში ჰეგემონობის დაწესების უფლებით.

_ მე კი მგონია, რომ ერთადერთი, რისი შეთავაზებაც აშშ ჩინეთისთვის შეუძლია, ახალი სანქციების დაწესებაზე უარის თქმაა.

სხვა არაფერი პოზიტიური აშშ არ გააჩნია, _ შეკრების მონაწილის რეპლიკა გამომსვლელს.

_ მე არ ვლაპარაკობ ტაქტიკის ოპერატიულობაზე. რაც ვთქვი, სტრატეგიას ეხება, გლობალური პოლიტიკის გაგრძელებაა. მათ ერთადერთი საზრუნავი თუ საფიქრალი დარჩათ: თავიანთი სტრატეგიული ბატონობის გაგრძელების უზრუნველყოფა.

ჩინეთიც სტრატეგიულად აზროვნებს _ არ შეუძლია და არც აქვს სურვილი, გაურიგდეს ამერიკელებს ამ საეჭვო ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

აქვე შენიშნეს, რომ რუსეთის მასმედიაში ევროპელი და ამერიკელი ჭკუის დამრიგებლების გამოსვლები, პუბლიკაციები ბევრად ჭარბობს, მათ საწინააღმდეგოდ გამოთქმული, დასაბუთებული კრიტიკული მასალების რაოდენობას, რომლებიც სერიოზულად ხელს უშლის სოციალური ქსელების მასობრივი მომხმარებლების, ტელევიზიისა და რადიოს მაყურებლებისა და მსმენელების, ბეჭდური მედიის მკითხველების მიერ მიმდინარე პროცესების სწორად აღქმასა და ანალიზს.

ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც საქართველოს მედიაა.

_ აუცილებლად სათქმელია ისიც, რომ აშშ-ის მომხრეთა რაოდენობაა შემცირებული. ბაიდენისა და სი ძინპინის მოლაპარაკების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა უწყებამ გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც თვალსაჩინოდ არის გამოსახული ეს ტენდენცია და რომელიც მოწმობს, რომ ჩინეთი შტატებს არაფერს დაუთმობს. სატელიტი ქვეყნების უმეტესობას არ გააჩნია სერიოზული სუბიექტურობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი, ხოლო რამდენიმე დღის წინათ ევროპაში ჩასული ბაიდენის წინაშე ერთგული ერთსულოვნების მლიქვნელური დემონსტრაცია ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ მხოლოდ პროვინციული თეატრების უნიჭო მიზანსცენების შეკოწიწებული ნაწყვეტებია.

აქვე შეიძლება რუსი ლიბერალების მიწერაც.

ბაიდენმა და სი ძინპინმა, როგორც უცხოეთის პრესამ აღნიშნა, საერთო აზრს ვერ მიაღწიეს. ძალიან მკაცრად ილაპარაკეს. გამოაშკარავდა, რომ ჩინეთისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებზე ეკონომიკური დამოკიდებულება აღარ არის პირველი რიგის საგანი.

_ შეერთებული შტატებისთვის კი არის. სანქციები ჩინეთის წინააღმდეგ სასაცილო წამოწყებაა, მაგალითად, ისეთი, რუსეთს რომ გადაუკეტონ ევროპისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზი.

როცა სუბიექტს არგუმენტად მხოლოდ დაშინება დარჩება, იგი ლიდერობიდან ტერორისტად გარდაიქმნება.

ან _ განგსტერად.

მაგრამ უკრაინაში შეერთებულ შტატებს აღაზევებენ და აღიქვამენ, როგორც სამხედრო ზესახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია გააცამტვეროს ყველა, ვინც კი მოესურვება.

_ ასეთი შთაბეჭდილება მყარდება ხშირად გამეორებული შემფასებლური სიტყვებით. კერძოდ, რომ აშშ-ის არმია ყველაზე ძლიერია, ფინანსურად ყველაზე უკეთ არის უზრუნველყოფილი, ყველაზე უკეთ შეიარაღებული და კიდევ ბევრი სხვა “ყველაზე უკეთ”.

_ მაგრამ ახალ ვითარებაში კარგად გავარკვიეთ, რომ აღმატებული სიტყვები სულაც არ ნიშნავს აღმატებულ რეალობას და რომ “მეფე მაინც შიშველია”.

ექსპერტების საუბარი თანდათან გადაედინებოდა გლობალურ თემატიკაში, მათ შორის დასავლეთის ცივილიზაციაზე.

ანალიტიკოსების შეკრების წამყვანს განსასჯელად გამოაქვს თემა, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ დასავლეთის ცივილიზაცია, როგორც განგსტერული ცივილიზაცია”.

_ ამ ცივილიზაციას დემოკრატიულს ვერ უწოდებ, უფრო განგსტერული ცივილიზაცია მიესადაგება, ჩემი აზრით, _ თქვა მან, _ დასავლეთის ისტორია დასავლეთის დიდი სახელმწიფოების ძარცვით მოპოვებული აღმასვლა-განვითარების თვალსაჩინო მაგალითია. შუა საუკუნეების ესპანეთი გაძლიერდა ამერიკების ხარჯზე, აცტეკების, ინკების ძარცვისა და მათთვის წართმეული ოქროს ევროპაში მასობრივად გაზიდვის ხარჯზე. ბრიტანეთის იმპერია _ ინდოეთის, ჩინეთის, აფრიკის ნაძარცვით არნახულად გამდიდრდა. ეს ისტორია მასობრივი ცნობიერებისთვის უცხო არ არის, ისევე, როგორც ამერიკის უპირველეს სამრეწველო სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში ლომის წილი მონების შრომას აქვს შეტანილი.

და ასე შემდეგ.

რაც სხვა არაფერია, თუ არა განგსტერულ პრინციპებზე აგებული ისტორიული ქმედების სამაგალითო თვალსაჩინოება.

რუსეთისთვის ძალის გამოცლის სურვილი და ქმედება, რომელსაც ამჟამად განახორციელებენ, რა თქმა უნდა, განგსტერულია. რუსეთელი მილიარდერების, სუპერმილიონერების ქონების უზურპირება, რომლის მოწმენიც დღეს ვართ, განგსტერულია.

რუსეთის ოქროსა და ვალუტის რეზერვების გარშემო შექმნილი სირთულეებიც განგსტერულ ნიადაგშია ფესვგადგმული. ბიზნესმენების ძარცვა ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა. სააკაშვილს ეს განსაკუთრებით კარგად ეხერხებოდა.

მხოლოდ ერთი მაგალითი. კერძოდ, მილიარდერ მიხეილ ფრიდმანის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინათ 15,5-მილიარდიან ქონებას ფლობდა, ბოლო რამდენიმე დღეში 4 მილიარდი დოლარი დაკარგა და დანარჩენზე ხელი არ მიუწვდება. ფრიდმანი დასავლეთ უკრაინიდან არის, ლვოველია. ყველგან უკრაინელ ბიზნესმენად არის წარმოდგენილი. ცოლ-შვილით ლვოვში ცხოვრობს. პუტინთან არასოდეს ყოფილა დაახლოებული. უდიდეს თანხას ხარჯავს ლონდონში ებრაული პროგრამებისთვის და ხოლოკოსტის მსხვერპლთა არდასავიწყებლად. პირადად მას დაუტოვეს თვეში ორ-ნახევარი ფუნტი სტერლინგი, რომელიც, ცხადია, არ ყოფნის თავისი დიდი მამულის მოსავლელად პერსონალის დასაქირავებლად. დღისით-მზისით წაართვეს ან დაუყადაღეს. დაუტოვეს საფიქრალი _ სასწრაფოდ გაყიდოს ყველაფერი, რაც უზარმაზარი ქონებიდან დარჩა.

ეს არის განგსტერობა.

განგსტერული აშშ, განგსტერული ევროპა!

დასავლეთის დომინირება დამთავრებულია.

_ ომების მიზანი, ზოგიერთი რელიგიური ომის გამოკლებით, ყოველთვის იყო ექსპანსია. ისტორიის სახელმძღვანელოებში, მხატვრულ ლიტერატურაში, ფილმებში ისტორიის რომანტიზაცია წარსულის ფაქტად დარჩა. და აშშ-ში დაგროვებული სიმდიდრის არსებობა კი ახსნილია, როგორც მხოლოდ და მხოლოდ განათლებული, თავისუფალი ამერიკელი მოქალაქეების გონიერებითა და ქმედუნარიანობით მოპოვებული სიკეთე.

_ მიხეილ ფრიდმანს, დიდი ხანია, კარგად ვიცნობ, აქტიური ურთიერთობაც გვქონდა ერთმანეთთან, _ განაცხადა ერთ-ერთმა ექსპერტმა, _ მისთვის იმ დროს რომ მეთქვა, რასაც ახლა ვამბობ _ კოლონიური დასავლეთი, ძარცვა, მხოლოდ თავისიანებისთვის საკუთრების ხელშეუხებლობა _ მიპასუხებდა, რომ კომუნისტურ პროპაგანდას ვეწევი! ახლა კი გაირკვა, სიმართლეს ვეუბნებოდი.

ამას იმიტომ ვიმეორებ, რომ დავამტკიცო _ ნებისმიერი ეკონომიკის ძალა მეტაფიზიკურად, ხშირად მატერიალურადაც კი, არის რწმენა ამ ეკონომიკის რწმენად აღიარება თავისი ქვეყნის ვალუტის. ამერიკელებმა შეძლეს დოლარისადმი ნდობის დანერგვა, როგორც ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად, ასევე მასების შეგნებაში. რაც ახლა ირღვევა და იშლება.

ჩვენ ვენდობით ჩვენს ეკონომიკასა და ვალუტას? ყოველდღე რომ ვაქვეყნებთ წერილებს ინფლაციის შესახებ? მე არ ვამტკიცებ, რომ ინფლაციაზე ლაპარაკი ზედმეტია. ვამბობ მხოლოდ, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ეკონომიკის იმ მხარესაც, რომელიც მივიწყებული და მიგდებული გვაქვს, როგორც ერთ დროს, ოთხმოცზე მეტი წლის წინათ, სასკოლო სახელმძღვანელოებში შემორჩენილი, ვალმოხდილი ნავთის ლამპის მბჟუტავი წუწუნი:

ბნელ კუთხეში მიგდებული

ნავთის ლამპა წუწუნებდა, _ ყველას დავავიწყდიო, როგორც ისტორიის წარმავალი ნატურა. ზუსტად ასე არა, მაგრამ მსგავსი შინაარსის საყვედურს ნამდვილად ამბობდა.

ფინანსური სუვერენიტეტი უმნიშვნელოვანესია დღევანდელ ეკონომიკაში და, როგორც ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, როცა რუსეთი ისტორიის განვითარების მიჯნაზე დგას, ამ ქვეყანას მიეცა შანსი, ბოლოს და ბოლოს დაინტერესდეს თავისივე ეკონომიკით, განამტკიცოს თავისი თვითკმარობა და არ ჩაანაცვლოს დასავლეთზე დამოკიდებულება, რომელიც აქამდე ახასიათებდა აღმოსავლეთზე ახალი დამოკიდებულებით.

მსოფლიო დაიღალა იმით, რომ მას ძარცვავენ. ძარცვავენ ამერიკელები, ძარცვავს დასავლეთი. ეგრეთ წოდებული განვითარებადი ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით ჩივიან, რომ გვტენიანო თავ-თავიანთ ქაღალდებს, ვალუტად წოდებულს, ფაქტობრივად, მუქთად მიაქვთ ჩვენი მარაგები და ჩვენვე გვაბრალებენ, რომ ავტორიტარები ვართ, შემოგვისახლებენ არმიას და ქმნიან მექანიზმებს ამერიკის ინტერესების დასაცავად და არა დემოკრატიის განსამტკიცებლად.

ის, რომ რუსეთი ამ გავლენას თავს აღწევს, მათი უპირველესი საზრუნავი და სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემაა, არავის ეჭვი არ ეპარება, ისეთივე ნათელია, როგორც შტატების მიერ უკრაინის გაწირვა რუსეთის პრობლემის გადასაწყვეტად.

_ ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ გადაწყვეტილებამ დოლართან დამოკიდებულების შესახებ უპირველესი ამოცანის მნიშვნელობა შეიძინა და მისი გადადება სახვალიოდ დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ახალ დღეს ახალი პრობლემები მოაქვს, როგორიც, მაგალითად, რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში მმართველობის განსაკუთრებული რეჟიმის დაწესების აუცილებლობაა. ამ ღონისძიების განხორციელების საჭიროება ნაკარნახევია გასული 30 წლის განმავლობაში ბოროტმოქმედთა აქ შექმნილი ჯგუფების მომრავლებით, არსებული ბანდების გააქტიურებით, რომლებიც წლების განმავლობაში კონტრაბანდული საქონლის, უწინარეს ყოვლისა კი, ნარკოტიკების ტრაფიკით იყვნენ დაკავებულნი, ამჟამად კი აგენტურის ქსელს ჩაენაცვლნენ და დაუბრკოლებლად გადასცემენ მოწინააღმდეგეს ომის დროს მნიშვნელოვან სამხედრო ინფორმაციას.

ასეთია რეალური ვითარება, მაგრამ პრაქტიკული ღონისძიებები რომ არ ხორციელდება მათ მიმართ, ან არასაკმარისად ხორციელდება, სამწუხარო ფაქტია.

დედოლარიზაციის საკითხის პირველ პლანზე წამოწევა ნიშნავს, რომ საზოგადოება დგას ე.წ. დასავლური დემოკრატიის დაშლის ეპოქის წინაშე. ყველაფერი, რასაც დასავლეთი დღეს იქმს, რაც აქამდე მისი უპირატესობა იყო, თანდათან გადაიზარდა დაშლა-დანგრევაში, ე.წ. მეგობარი ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით ღალატობენ იმ პრინციპებს, რომლებსაც ერთგულებდნენ აქამდე და რომლებმაც მსოფლიოს ლიდერად ჩამოაყალიბეს აშშ _ დემოკრატიით დაწყებული და დოლარით, როგორც ხელსაყრელი სამუშაო იარაღით, დამთავრებული, რომელიც დასჯის საშუალებად აქციეს, ზოგჯერ ეფექტიან საშუალებადაც კი, მაგრამ ამავე დროს აგურს აგურზე აცლიან თავიანთ ფასეულობათა კოდექსს.

ექსპერტების ეს შეკრება, რომელიც საგაზეთო ვერსიაში წარმოსახვის საგანია, გრძელდება.

ანალიტიკოსების პოზიციები დედნისეულია და ამოკრეფილია უახლესი ტელეგადაცემებიდან და ბეჭდური გამოცემებიდან.

_ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჰუმანისტ პოლიტიკოს ანატოლი სობჩაკს, რომელსაც თავის დროზე საქართველოში, თბილისში 9 აპრილის მოვლენების გამოკვლევა დაავალა საბჭოთა ხელმძღვანელობამ (ეს ჩვენი მკითხველებისთვის შესახსენებლად). მან მაშინ უკრაინაში ზოგიერთი საინტერესო მოვლენის განვითარება, თუ შეიძლება ასე ითქვას, იწინასწარმეტყველა.

“მე ვფიქრობ, რომ თანამეგობრობა (რომელშიც საბჭოთა წყობილების გადადინებას გორბაჩოვი და იაკოვლევი _ ცკ-ის მდივანი _ ცდილობდნენ, ჩავარდა). ჩემი აზრით, ეს არის მორიგი ჩიხი და ამ აზრს განმიმტკიცებს უკრაინის ქმედება. ცნობილია, რომ უკრაინამ დაიკავა პოზიცია, რომელმაც მიგვიყვანა თანამეგობრობის იდეამდე. დღეს გამოაშკარავდა, რომ ეს იდეა საჭირო იყო მხოლოდ იმისთვის, რომ ამოესუნთქა უკრაინას, მოეგო დრო და შეექმნა თავისი საკუთარი 400-ათასიანი არმია. სუვერენული ქვეყნის უფლებაა, თუნდაც ოთხმილიონიანი არმიის შექმნა თავისი გადამხდელების ხარჯზე, მაგრამ ჩანაფიქრი სხვა ყოფილა _ არსებული არმიის უკრაინის იურისდიქციისთვის უსიტყვო დამორჩილება, თუმცა დღემდე ვერ გამიგია, რატომ უნდა დაედოთ ფიცი რუსეთის, უზბეკეთის ან ყაზახეთის მოქალაქეებს მაინცდამაინც უკრაინის წინაშე ერთიანი საბჭოთა კავშირის არარსებობის პირობებში”.

სობჩაკი განმარტავდა, რომ უკრაინას სურს, ხელთ იგდოს რუსეთის სამხედრო ფლოტი და ბირთვული იარაღი. თუ უკრაინა ასეთ არმიას შექმნის, აუცილებლად აამოქმედებს კიდეც. ეს დროც დადგა.

სობჩაკი ყოველთვის მიმაჩნდა უარყოფით პოლიტიკოსად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი გარკვეულ პირობებში არ ამბობდა მართალ სიტყვას. დაჟინებული მტკიცება, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომისკენ მივდივართ, ყველას გვძაბავს.

_ ეს ხომ ალარმიზმია (პანიკიორობა, უსაფუძვლო ხმების გავრცელება).

_ დიახაც! ვამტკიცებ, რომ მესამე მსოფლიო ომი ბირთვული დარტყმებით, არ იქნება _ ეს ერთი. მეორე, რაც დღეს ხდება, არის მესამე გლობალური და მასშტაბური ომის ჩანაცვლება, რაც უდავოდ კარგია, მაგრამ არა იმდენად, რომ ჯობდეს მშვიდობას, თანამშრომლობას, მეგობრობას, რაც არასოდეს ყოფილა და არც იქნება ჩვენს პლანეტაზე. მოცემულ შემთხვევაში მშვიდობისთვის ბრძოლა ისე კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ომის ჩამნაცვლებელი მშვიდობისთვის ბრძოლა, არამედ, როგორც ამბოხი მსოფლიოში გაბატონების წინააღმდეგ მიმართული.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ამერიკელებს სურთ, შეინარჩუნონ თავიანთი ჰეგემონობა, რუსეთს კი სურს უფრო დემოკრატიულ ურთიერთობებზე დამყარებულ მსოფლიოში არსებობა. ბრძოლა კი უნდა გაიმართოს იმათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთში ბოროტების სათავეს ხედავს.

ეს არის უმოკლესი გზა საკუთარი თავის წმინდანების რანგთან დასაახლოებლად, ანუეს გზა ტაძრამდე არ მიგვიყვანს!”

მაგრამ დასავლეთის გადარწმუნება შეუძლებელია.

ამ პოზიციის მქონე ექსპერტს მხედველობაში ჰყავს რუსეთის ელიტის ის წარმომადგენლები, რომლებმაც მდგომარეობის გართულებისთანავე გადაკვეთეს რუსეთის სახელმწიფო საზღვარი და უცხოეთში, მსოფლიოს სახელგანთქმულ კურორტებზე გადაიხვეწნენ.

სიტუაციური კარიკატურა
კაზაკები ევროკავშირის მოთხოვნებს ეცნობიან – სალა (ღორის ქონი), ვარენიკები, „გორილკა“ (არაყი) მოაშორეთ სუფრიდან! შეჭამთ იმას, რასაც ცივილიზებული ადამიანები მიირთმევენ!

კუთვნილ შვებულებაში წავიდნენო!

დღევანდელ სიტუაციაში გასარკვევად კარგი იქნება, თუ დავადგენთ, უკრაინის მიმართ ვისი პროგნოზები გამართლდა, ვისი შეფასებები იყო მართალი და მიუკერძოებელი…

ამ სიაში ვერ ჩაეწერება უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, მისი გამოსვლა იტალიის პარლამენტის წინაშე. ადამიანი ცრუობდა ყოველ მეორე სიტყვაში. რატომ იწამეს იტალიელებმა მისი გამოსვლა მართალ სიტყვად, ამის გარჩევას არ შევუდგები, _ ამბობს უხუცესი ექსპერტი და განაგრძობს, მაგრამ წამყვანი აწყვეტინებს.

_ რა იცით, რომ იტალიელებს მოეწონათ?

_ ვიცი იმიტომ, რომ მას ტაშს უკრავდნენ.

_ იტალიელებს ყოველთვის მოსწონთ, როცა ვინმე ელაპარაკება. ყოველთვის ტაშით აჯილდოვებენ ასეთებს.

_ მე დავსწრებივარ იტალიის თეატრების სპექტაკლებს და ვიცი, როგორ რეაგირებენ იტალიელები იმაზე, რაც მოსწონთ და რაც არ მოსწონთ, მაგრამ ახლა ამას არ ვარჩევთ… იტალიელების მონაწილეობა ჩვენს სამამულო ომში მივიწყებული გვაქვს. მახსოვს ჩვენი მხოლოდ ორი ფილმი, რომლებიც ამ თემას მიუძღვნეს _ “მზესუმზირები”, საბჭოთა-იტალიური ნაწარმოები, და ფილმი იტალიელ მეზღვაურებზე, რომლებსაც გერმანელები არ უყვართ.

ამ დღეებში შესრულდა ხატინის ტრაგედიის მორიგი წლისთავი. ხალხთა მეგობრობისთვის ზიანი რომ არ მიგვეყენებინა, არ ვამბობდით, რომ ეს არაადამიანურობა უკრაინელების ჩადენილია, ბანდერელების. ვდუმდით, რადგან კეთილშობილური მიზნით იყო ნაკარნახევი სიმართლის ართქმა.

უარყოფითად შემოგვიბრუნდა: დასავლეთს არ ახსოვს, ხოლო ვინც არაფერი იცოდა ხატინის შესახებ, მან ირწმუნა, რასაც ეუბნებოდნენ.

ბელარუსში ებრაელი მოსახლეობა რაოდენობით მეორე იყო. ვინ ამოწყვიტა? გერმანელებმა და ბანდერას მომხრე უკრაინელებმა. ბანდერა, მოგეხსენებათ, უკრაინელი ფაშისტი, ჰიტლერის პროფესიონალი აგენტი და სამხედრო დამნაშავეა. ბალტიისპირელებიც ჩამოდიოდნენ;

_ ქნესეთში გაიხსენეს, ამიტომაც ჰქონდათ უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება ქნესეთში ზელენსკის გამოსვლასთან დაკავშირებით.

_ რას გვთავაზობთ?

_ გთავაზობთ, უარი ვთქვათ კეთილშობილურ იდეაზე _ ვაღიაროთ მხოლოდ საკუთარი ცოდვები, სხვებისა კი მეგობრობის თუ კომპრომისის გამო დავფაროთ.

მე მომხრე ვარ, გაკვეთილები კარგად შევისწავლოთ და გავითვალისწინოთ; პარალელურად _ სამხედრო კამპანიის ტემპი არ შევანელოთ.

_ დღეს ჩვენ ვუპირისპირდებით არა მხოლოდ ბანდერას იდეების ერთგულ მცირერიცხოვნობას, არამედ უსერიოზულესი ეკონომიკური, იდეოლოგიური ომი გვაქვს სრულიად დასავლეთთან. სამხედრო შემადგენელიც არ უნდა დავივიწყოთ. ჯერჯერობით ომში ვართ, ამიტომ თავდაპირველად უნდა გავიმარჯვოთ, შემდეგ კი გავაანალიზოთ. როცა გავიმარჯვებთ, დადგება ჟამი რვაწლიანი ომის დამთავრების და დასავლეთისკენ ოცდაათწლიანი უნიჭოდ ლტოლვის დასრულების დღე. გააანალიზეთ, ვინ ღალატობდა რუსეთის ინტერესებს, მიუზღავით საკადრისი.

_ მთავარი საკითხი ისაა, სად იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც ხარჯავდნენ უზარმაზარ ბიუჟეტს, რომლის ასიგნებანი თითქოს გამოყოფილი იყო უკრაინისთვის. მათ უნდა მოთხოვოთ, უპირველეს ყოვლისა, პასუხი.

* * *

დასასრულ, როგორც ყოველთვის, იაკობ კედმის კრიტიკული შენიშვნები, რომლებიც ზოგიერთპატრიოტულ რჩევაზეუფრო მეგობრულია, პროფესიულია და კეთილგანწყობით არის ნაკარნახევი.

აუცილებლად გასათვალისწინებელი და გამოსასწორებელია.

_ სპეცოპერაცია უკრაინაში, სავარაუდოდ, მალე დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უაღრესად დაძაბული და გართულებული ვითარებაა და ფინალის განჭვრეტა ძნელია.

სწორედ ამ დროსა და ამ ვითარებაში თქვენ (რუსეთი) ეუბნებით უკრაინელებს ხელისუფლების შეცვლას ვაპირებთო.

რა უნდა გაშიფროს უკრაინის მოქალაქემ, როგორ უნდა გაიგოს თქვენი პოლიტიკური ჩანაფიქრი? ვინ იქნება აქ ერთი თვის შემდეგ? რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს?

ვის ეუბნებით ამას?!

უკრაინის მოსახლეობას? უარესი წარმოუდგენელია!

დასავლეთში თქვენს მტრებს ეუბნებით? ასეთ სისულელეს ვერ დაიჯერებენ. მათ იციან, რომ ასეთებთან საქმე არ გაქვთ.

თქვენებს ეუბნებით? თუ ასეა, ღმერთმა არ ქნას, მაშინ მოგიწევთ ოპერაციის დამთავრების შემდეგ აუხსნათ, რისთვის იბრძოდნენ

და აგოთ პასუხი

ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, რა ილაპარაკონ და რა არ უნდა ილაპარაკონ. ოპერაციის მიზნები იმთავითვე განცხადებული იყო: დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია, დონბასის რუსულენოვანი მოსახლეობის უშიშროების უზრუნველყოფა.

ვერ გეტყვით, მოლაპარაკების მონაწილეები ასე რატომ ლაყბობენ. ენაზე ვინ ექაჩება.

მოაკეტინეთ!

ილაპარაკონ შეხვედრების დროს მხოლოდ ის, რისი ნებაც დართეს. ხოლო როცა ამ შეხვედრებიდან გამოდიან, დაივიწყონ ყველა ენა, რომლებიც იციან. ენა ჭამის დროს გამოიყენონ!..

თქვენ სავსებით სწორად ლაპარაკობთ, რომ მიმდინარეობს რუსეთისა და დასავლეთის ომი.

ომი კაფეში, სადაც სიგარეტის მოწევა უკვე აკრძალულია, ერთ ჭიქა ყავაზე თუ კაკაოზე, საუბრის დროს, არ არსებობს. ომი ყველა ძალის დაძაბვას მოითხოვს. უწინარეს ყოვლისა კი, სულის სიმტკიცეს, რომელიც მჟღავნდება ხალხთან ლაპარაკის დროს _ რას და როგორ ეუბნებით ხალხს და რას და როგორ არ ეუბნებით. ყველა ეჭვი რომ გაუფანტოთ. გაურკვევლობა რომ არ დაუტოვოთ.

თქვენი ნათქვამი ისმის აქაც და ისმის იქაც, დასავლეთში. თქვენს ნათქვამს ისმენენ თქვენი ჯარისკაცები.

ითმენენ.

მათ ძლიერი საბრძოლო სულისკვეთება აქვთ.

ნუ გაუქარწყლებთ.

რუსეთი ეფუძნება რეალობას, რომლითაც უკრაინა, როგორც ხელისუფლება წარმოდგენილი იყო ოპერაციის დაწყების წინა პერიოდში, და სერიოზულად ემუქრებოდა რუსეთის სახელმწიფოებრიობას. არც უკრაინის 30 პროცენტი და 40 პროცენტი. მთლიანად, როგორც სახელმწიფო

რა საერთო აქვს უკრაინის და ბალტიისპირეთის რუსოფობიას? ორივე წარმოშობილია ჩვეულებრივი ნაციზმისგან.

ნაციზმი და რუსოფობია, ნაციზმი და ანტისემიტიზმი ერთი და იგივე ბუნებისაა. ეს არ იყო დასავლეთის დემოკრატიის გაუთვალისწინებელი ხარვეზი, დასავლეთის დემოკრატიის ღვიძლი შვილი და ქმნილება იყო. იგი ვითარდებოდა და მომავალშიც განვითარდება. თუ ამასთან ბრძოლა გსურთ, ფესვი უნდა მოკვეთოთ. ეს არის სწორედ დენაციფიკაცია. მთელი ამ ტერიტორიის დენაციფიკაცია. არა მხოლოდ უკრაინის.

ასე თქვა იაკობ კედმიმ და თქვა სიმართლე. არის კი ვინმე შემძლე ამისა?

ვნახოთ.

სპეცოპერაცია კი დასასრულს უახლოვდება.

მიმოხილვა მოამზადა ზურაბ სამხარაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here