Home ახალი ამბები საქართველო მრგვალი მაგიდა თემაზე _ მზად არის თუ არა საქართველო ახალი გამოწვევებისთვის

მრგვალი მაგიდა თემაზე _ მზად არის თუ არა საქართველო ახალი გამოწვევებისთვის

ამა წლის 22 მარტსევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძისა, და არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობისხელმძღვანელის, ტარიელ გაგნიძის, ინიციატივით გაზეთსაქართველო და მსოფლიოსრედაქციაში გაიმართა მრგვალი მაგიდა, სადაც რუსეთუკრაინას შორის მიმდინარე დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებზე, საქართველოს როლზე და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: სამოქალაქო აქტივისტი ტარიელ სუხიაშვილი, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე, ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თემურ ფიფია, “საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირისთავმჯდომარე გიორგი ირემაძე, თადარიგის ოფიცერი ვასილ გოგალაძე, პარტიაევროპელი სოციალისტებისწევრი ვიქტორ ცაავა, ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია, პოლიტოლოგები _ ირაკლი უბილავა და გიორგი მდივანი, პუბლიცისტი დავით მხეიძე.

მრგვალი მაგიდა არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობისხელმძღვანელმა ტარიელ გაგნიძემ გახსნა:

_ რუსეთის სამხედრო ოპერაციამ, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, ყველგან ყველაფერი შეცვალა. არსებობს ალბათობა, რომ მიმდინარე პროცესები რაღაც ფორმით საქართველოსაც შეეხება. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ, არის თუ არა მზად ჩვენი ქვეყანა გამოწვევებთან გასამკლავებლად. ვისაუბროთ, რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთ-უკრაინას შორის დაპირისპირებას, რა გველოდება ჩვენ და, რაც უმთავრესია, როგორ უნდა მოიქცეს საქართველო ამ ვითარებაში. სასურველია, ჩვენი ნააზრევი ხელისუფლებასა და საზოგადოებას მივაწოდოთ, რათა მეტ-ნაკლებად ყველამ ერთად დაიწყოს ფიქრი იმ ცვლილებებზე, რომლებიც გარდაუვალია ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში.

სამწუხაროდ და საუბედუროდ, აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილში სწორედ უკრაინელების მხრიდან ექმნება ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემა და მშვიდობიანად ვერ ტოვებს ტერიტორიას

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ ქუჩაში გამოსვლას აზრი არ აქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ, დავმსხდარიყავით, მშვიდად გვემსჯელა, მიგვეღო ისეთი გადაწყვეტილება და გაგვეკეთებინა განცხადება, რომელიც წინ აღუდგებოდა იმ ღვარცოფსა და დეზინფორმაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და არა მხოლოდ ჩვენთან, ცივილიზებულ სამყაროდ წოდებულ ქვეყნებშიც. ის, რა ღვარცოფი და დეზინფორმაციაც აქ არსებობს, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. “საქართველო და მსოფლიო” ერთადერთი გაზეთია, რომელიც სწორად და შეუზღუდავად წერს ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთიობებზე, ამიტომ ამ რედაქციაში შევიკრიბეთ.

რუსეთი არ აწარმოებს იმ ომს, რომელშიც დღეს ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ რუსული არმია დამიზნებით ანადგურებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, რაც ტყუილია. სამწუხაროდ და საუბედუროდ, აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილში სწორედ უკრაინელების მხრიდან ექმნება მოსახლეობას ტერიტორიის მშვიდობიანად დატოვების პრობლემა. უკრაინული შენაერთები და უკრაინის ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ მოსახლეობას თავისად არ მიიჩნევს, მათ რუსებს უწოდებენ და მათი სიკვდილი პრობლემას არ წარმოადგენს.

რუსეთის პრეზიდენტი ნაცისტებს უწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, ის მართალია. თუ დაკვირვებით მივადევნებთ თვალყურს უკრაინელი სამხედროების ქმედებებს, თუ ინფორმაციას მოვუსმენთ, დავინახავთ, როგორ ექცევიან ისინი რუს სამხედრო ტყვეებს, რაც ფაშიზმი, ნაციზმი და არაადამიანობაა.

უკრაინელ ხალხს ვუსურვებ, მალე გათავისუფლდნენ ფაშიზმისგან და ეს სამხედრო ოპერაცია, რომელიც რუსეთმა დაიწყო და რომელიც გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო, მართებულია. თუმცა ცოტა ადრე, 2014 წელს რომ დაწყებულიყო, უსისხლოდ ჩაივლიდა. 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ანტირუსული ისტერიკა უკრაინაში, ნაციონალისტები იარაღდებოდნენ, საეჭვო მოვლენები ხდებოდა ბიოლაბორატორიებში, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ ბირთვული იარაღის შექმნასაც გეგმავდნენ. ყოველივე ეს საკმარისი საფუძველი იყო იმისთვის, რომ რუსეთს სამხედრო ოპერაცია დაეწყო. რუსეთს უკან დასახევი გზა აღარ აქვს, მან ის თვითონვე მოიჭრა. პუტინმა მხოლოდ წინ უნდა იაროს. იმედია, დასავლეთში გონს მოვლენ და რუსეთთან ითანამშრომლებენ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაზე, და აქ საქართველომ თავისი ლეგიტიმური სარგებელი უნდა ნახოს.

ჩვენ მოგვწონს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა, თუმცა სასაცილოა, რა სანქციებს უნდა შეერთებოდა?! ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეზღუდოს .. ოპოზიციის ქმედებები, ასევე, ვეტყვით იმასაც, რომ უკრაინას ნუ განიხილავენ მეგობარ სახელმწიფოდ, რადგან უკრაინის ხელისუფლება ძირს გვითხრის, სააკაშვილს გვიგზავნის არჩევნების წინ ვითარების ასარევად, გვამცირებს და დაგვცინის. ასევე მიუღებელია საქართველოდან მებრძოლების წასვლა უკრაინაში საომრად, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტის წევრის, ამ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილს ვგულისხმობ, მას დეპუტატის მანდატი უნდა დაახიონ თავზე.

ტარიელ გაგნიძე: _ რუსეთს რომ არ დაეწყო სპეცოპერაცია, უკრაინა დაიწყებდა ომს. უკვე ცნობილია, რომ მარტის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალები გეგმავდნენ სამხედრო ოპერაციის დაწყებას დონეცკ-ლუგანსკის წინააღმდეგ და რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიასაც უპირებდნენ დარტყმას. ეს ინფორმაცია დადასტურებულია, მოპოვებულია რუკები, გეგმები, ბრძანებები, დატყვევებულ სამხედროთა ჩვენებები და ა.შ. რუსეთში ამის შესახებ გაიგეს და დაასწრეს, ეს სამხედრო სპეცოპერაცია, შეიძლება ითქვას, იძულებითია.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მართლაც კლოუნია, ის საქართველოს დასცინოდა 2008 წლის ომის დროს. ახლა მისი მინისტრებინახლებნიკებსგვიწოდებენ ქართველებს

ვიქტორ ცაავა, პარტიაევროპული სოციალისტებისწარმომადგენელი:

_ ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, 30 წელიწადია, მზადდებოდა. ამ ომისთვის ემზადებოდნენ… უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მართლაც კლოუნია, ის საქართველოს დასცინოდა 2008 წლის ომის შემდეგ. ახლა მისი მინისტრები “ნახლებნიკებს” გვიწოდებენ ქართველებს, ხალხს, რომელმაც ყველა დარტყმა პირველმა მიიღო თავის თავზე საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. ჩვენს ნაკვალევზე დადიან და “ნახლებნიკებს” ჩვენ გვიწოდებენ…

ძალიან კარგია, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდა, მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსული საბანკო ბარათები “მირი” ამუშავდეს აქ, რადგან რუსეთიდან მილიონობით დოლარი შემოდის. აუცილებელია, რომ ჩვენი მოქალაქეები არ დაზარალდნენ, ოჯახები, რომლებიც რუსეთიდან შემოსული ფულით ცხოვრობენ.

იმის ნაცვლად, რომ ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ომის შეწყვეტაზე ესაუბრებოდეს, მკვლელს უწოდებს და მილიარდობით დოლარის შეიარაღებას აწვდის უკრაინას, რაც უკრაინის თვითმკვლელობის დაფინანსებაა

ვალერი კვარაცხელია, ჟურნალისტი:

_ ძალიან მძიმე რეალობაა ქვეყანაში. ეს რეალობა უნდა შეიცვალოს და ამისთვის უდიდეს ძალისხმევას წევს გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.

ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვთქვათ სიმართლე. მაგალითად, გულბაათ რცხილაძემ თქვა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული სპეცოპერაცია ომში გადაიზარდა. მას არ დავეთანხმები. ის, რაც უკრაინაში ხდება, ნამდვილი სპეცოპერაციაა. ამერიკელების ყველა ომი, რომლებიც გვინახავს და ბევრი ვნახეთ, საზარელია. გამუდმებით იბომბება ყველა და ყველაფერი. რუსები ამას არ აკეთებენ, ყველაფერი რომ დაანგრიონ, ისევ მათი ასაშენებელი გახდება და ამაზეც ფიქრობენ. თუ სპეცოპერაცია ომში გადაიზრდება, ეს უკრაინის ხელისუფლების ბრალია. იმის ნაცვლად, რომ ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ომის შეწყვეტაზე ესაუბრებოდეს, მკვლელს უწოდებს და მილიარდობით დოლარის შეიარაღებას აწვდის უკრაინას, რაც უკრაინის თვითმკვლელობის დაფინანსებაა.

მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია, რადგან დაწესებული სანქციები ალაგ-ალაგ ბომბებივით ფეთქდება, წარმოებს საინფორმაციო ომი, რაც შეიძლება უფრო გლობალურ ომში გადაიზარდოს. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ რუსეთის შემაკავებელი ძალა არ არსებობს, მისმა პრეზიდენტმა დიდხანს ითრია ფეხი, მაგრამ უკან დასახევი გზა არ დაუტოვეს. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, თავდაუზოგავად ებრძოლოს .. მე-5 კოლონას და ეს ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს, რაც კარგია. მსოფლიოს გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, გაიმარჯვებს თუ არა ამ ბრძოლაში რუსეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს ამერიკა გადაუვლის.

ხელისუფლებას უნდა გავუგზავნოთ შეტყობინება, რომ რამდენიმე მიმართულებით გადადგას ნაბიჯები _ ახლავე უნდა შეუდგეს ლუგარის ლაბორატორიის დახურვას, რადგან, თუ პროცესები ასე წავიდა, ლუგარის ლაბორატორიას ბომბი მოხვდება. ეს ლაბორატორია ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს სამხედრო წვრთნები ნატოსთან ერთად. რუსეთი უკრაინას ეუბნება, რომ აღიაროს ნეიტრალიტეტი. აქედან გამომდინარე, ჩვენმა ხელისუფლებამ ჭკუას უნდა მოუხმოს და განაცხადოს, რომ ნატოსკენ სვლას აჩერებს, რადგან მას პერსპექტივა არ მოჰყვა.

ღარიბაშვილმა გააკეთა სწორი განცხადება სანქციებთან არმიერთების შესახებ, მაგრამ მეორე დღეს ჩვენი ქალბატონი პრეზიდენტი გაფრინდა ევროპაში და საპირისპირო განცხადება გააკეთა. ამ ორ ადამიანს ვინც ათამაშებს, ის კაცი ზის და ფიქრობს _ თუ რუსები მოიგებენ, ღაღიბაშვილმა ხომ ილაპარაკა რუსეთის სასარგებლოდ; მაგრამ, თუ მეორე მხარე მოიგებს, პრეზიდენტმაც ილაპარაკა მათ სასარგებლოდ. ამას ვირეშმაკობა ჰქვია და არ ვიცი, რამდენად იმუშავებს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. თამაშის დრო აღარ არის, სხვა ეპოქა დადგა.

ტარიელ გაგნიძე:

 _ თებერვლის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს წევრ ქვეყნებს, რომელთა შორის ჩვენი ქვეყანაცაა, გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა, ხატოვნად რომ ვთქვათ, გამოეთქვათ თავიანთი აზრი, ვის მხარეს იდგნენ. იქვე ეწერა, რომ რუსეთი ყველა მოსაზრების განხილვის შემდეგ გადაწყვეტდა, ესა თუ ის ქვეყანა მათი მტერი იყო თუ მოკეთე. საქართველოს უნდა თუ არა, მოუწევს, სწორი არჩევანის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ძალით გაგვაკეთებინებენ. წერილი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რუსეთისგან მიიღო, ძალაშია და ძალიან მალე ამ თემას დაუბრუნდებიან. როდესაც მეზობელი ქვეყანა წერილს გიგზავნის და გეკითხება, მტერი ხარ თუ მოყვარე, ჩამოყალიბდი და მითხარიო, ეს უკვე ჩვენი საგარეო პოლიტიკის კრახია. თუკი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ გავლენებს თავი ვერ დააღწია და რუსეთისგან გამოგზავნილ წერილს ადეკვატურად ვერ უპასუხა, გააზრებაც კი მზარავს, რა მოხდება. იმედია, ჩვენი ხელისუფლება ფრთხილად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ იმოქმედებს.

თუ ჩვენთან გაყალბებული პლებისციტის შედეგად გამოგვიცხადეს, რომ ხალხი ნატოში გაწევრებას უჭერდა მხარს, უკრაინაში სხვაგვარად იყო _ იქ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურდა ნატოს წევრობა

გიორგი მდივანი, პოლიტოლოგი:

_ უკრაინაში ხალხი ყოველდღე იღუპება და ეს აღმაშფოთებელია. ამ პროცესებს წინ უსწრებდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი. მაგალითად, ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით, რაზეც რუსეთი აფრთხილებდა ნატოს, რომელიც ბოლო პერიოდში გამუდმებით აღმოსავლეთით ფართოვდებოდა, რაც რუსეთს აღიზიანებდა. დასავლეთი ამბობს, რომ დემოკრატიულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელი სამხედრო ბლოკის წევრი იქნება.

ევროპაში არსებობს ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალური არიან, მათ შორის არის ისეთი ქვეყნები, რომელთაც რუსეთთან საზღვარი აქვს და სადავო ტერიტორიებიც. 2014 წლამდე უკრაინის უმთავრეს დოკუმენტებში _ კონსტიტუციაში და სუვერენიტეტის დეკლარაცია _ ეწერა სამხედრო მიუმხრობლობა. მაშინ უკრაინის ტერიტორიას მთლიანობის პრობლემა არ ექმნებოდა. ბუქარესტის სამიტზე გაკეთდა განცხადება საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესაძლო გაწევრების შესახებ და ყველაფერი ამის შემდეგ დაიწყო.

თუ ჩვენთან გაყალბებული პლებისციტის შედეგად გამოგვიცხადეს, რომ ხალხი ნატოში გაწევრებას უჭერს მხარს, უკრაინაში სულ სხვაგვარად იყო, იქ, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურდა ნატოს წევრობა.

ნატოს მხრიდან საქართველო და უკრაინა გამოყენებული იყო საზარბაზნე ხორცად. საქართველომ და უკრაინამ უნდა დაიწყონ მსჯელობა სამხედრო მიუმხრობლობასა და ნეიტრალიტეტზე…

ეს ომი არ არის რუსეთსა და უკრაინას შორის, ეს არის ომი რუსეთსა და ამერიკას შორის უკრაინის ტერიტორიაზე

დავით მხეიძე, პუბლიცისტი:

_ ეს ომი არ არის რუსეთსა და უკრაინას შორის, ეს არის ომი რუსეთსა და ამერიკას შორის უკრაინის ტერიტორიაზე. ომი, რომლის მომსწრენიც ვართ, ღირებულებათა ომია, ცივილიზაციებს შორის ომი. ამ სპეცოპერაციას მხარს ვუჭერ. რუსეთის პრეზიდენტს უკან დასახევი გზა აღარ აქვს, უკან დასახევი გზა მსოფლიოსაც აღარ აქვს, რადგან უკან დახევა მსოფლიოს ლგბტ-ზაციასა და სხვა ათას უბედურებას ნიშნავს.

ჩვენი ქვეყნის ბედი აქ, ჩვენს ქვეყანაშივე, ვერ გადაწყდება. იმედია, ისევ გარედან დაგვეხმარებიან. ჩვენ მოკავშირე არ გვჭირდება, ჩვენ ძლიერი მფარველი გვჭირდება და ეს რუსეთია.

ხელისუფლებას მივმართავთ და რჩევას ვაძლევთ, მაგრამ რა უნდა ქნას იმ ხელისუფლებამ, დესტრუქციული პარტიების ტელევიზიებსაც რომ ვერ ხურავს?”

ვასილ გოგალაძე, თადარიგის ოფიცერი:

_ აქ შეკრებილებს რუსეთუმეებს გვიწოდებენ, რაც საშინელებაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ახალგაზრდობა ქვეყანაში მოწამლულია და ეს ტელევიზიებმა, საინფორმაციო საშუალებებმა გააკეთეს წლების განმავლობაში. ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიდის.

ვინც გეოგრაფიაში გათვითცნობიერულია, იცის, რომ ჩვენი ყველაზე ახლო და კარგი მეზობელი რუსეთია. ამერიკა და ევროპა ჩვენი მეზობელი არ არის, მაგრამ ტელევიზიები ისე გადმოსცემენ ინფორმაციას, რომ ამაში ახალგაზრდებს ვეღარ დააჯერებ. უკრაინაში ომია და ჩვენი ტელევიზიები ინფორმაციას უკუღმა გადმოსცემენ. უკრაინაში ბევრი ახლობელი მყავს და ყველაფერი ვიცი.

ხელისუფლებას მივმართავთ და რჩევას ვაძლევთ, მაგრამ რა უნდა ქნას იმ ხელისუფლებამ, დესტრუქციული პარტიების ტელევიზიებსაც რომ ვერ ხურავს, დამნაშავე პროკურორებს რომ ვერ იჭერს, “ნაცებიდან” “ქოცებში” პორტირება რომ ვერ აღკვეთა?

ლიბერალური სამყარო ისეთი მძლავრია დღეს, რომ 45-მილიონიან ქვეყანაში კლოუნი ზელენსკი მოიყვანეს პრეზიდენტად, ქვეყანა ერთ დიდ ცირკად გადააქციეს. სოციალურ ქსელებში ეს რომ დავწერე, საშინელი ლანძღვა-გინება მივიღე. ასეთ მოწამლულ საზოგადოებაში რა უნდა გააკეთო ადამიანმა?! აქ ვამბოთ, რომ ნეიტრალიტეტი გვინდა, მაგრამ რუსეთს თუ არ დაველაპარაკებით, არაფერი გამოვა. თუმცა, საქართველოს არ ჰყავს ადამიანი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს დაუჯდება სალაპარაკოდ. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უცხო ქვეყნების მძევალია და იმიტომ… საქართველოში ბევრი პარტიაა, რომლებიც იმავეს ფიქრობს, რასაც ჩვენ _ აქ შეკრებილები, მაგრამ ვერ გამონახეს საერთო ენა. დაქსაქსულები ვართ და ასე ვერაფერს მივაღწევთ.

ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოსნაცმოძრაობადამნაშავე ორგანიზაციად; სასწრაფოდ გამოცხადოს დენაციფიკაცია, სანამ ეს რუსეთს არ გაუკეთებია!”

თემურ ფიფია, ერთიანი კომინისტური პარტიის ლიდერი:

_ ხელისუფლებამ მიმდინარე პროცესებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს, თანაც, რაც შეიძლება, სწრაფად. ხელისუფლება რომ არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს, საკმარისი არ არის, რადგან ამ ხელისუფლებამ შეინარჩუნა “ნაციონალური მოძრაობა”. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ორჭოფობს გადაწყვეტილების მიღებისას, მაშინ, როდესაც ხედავს, რა ხდება უკრაინაში. ხელისუფლება თუ გააგრძელებს ამ პოზიციაზე ყოფნას და გაურკვევლობას, ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ ან იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორშიც უკრაინაა. ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს “ნაცმოძრაობა” დამნაშავე ორგანიზაციად; სასწრაფოდ გამოცხადოს დენაციფიკაცია, სანამ ეს რუსეთს არ გაუკეთებია!

უკრაინაში არ მიმდინარეობს ომი, ეს არის რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირება ორი იდეოლოგიური პარადიგმისა _ ლიბერალურინდივიდუალურისა და ტრადიციულკონსერვატიულის

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგი:

_ მრგვალი მაგიდის გარშემო მსხდომი ადამიანები ერთ აზრზე ვართ. სპეცოპერაცია, რომლის მომსწრენიც ვართ, დაიწყო მიუნხენში 2007 წლიდან და დაიწყო ეს დასავლეთსა და რუსეთს შორის. რუსეთის პრეზიდენტი ასრულებს მოდერნის ეპოქას. უკრაინაში არ მიმდინარეობს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, ეს არის ორი იდეოლოგიური პარადიგმის დაპირისპირება _ ლიბერალურ-ინდივიდუალურისა და ტრადიციულ-კონსერვატიულის. უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო რომ ყოფილიყო, ეს ომი არ მოხდებოდა.

რუსეთის მიერ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების მთავარი მიზეზი იყო კიევის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბირთვული იარაღის წარმოებასა და მის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით

გიორგი ირემაძე, “საქართველოს ახალგაზრდა ევრაზიელთა კავშირისთავმჯდომარე:

_ რუსეთის მიერ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების მთავარი მიზეზი იყო კიევის მიერ გადადგმული ნაბიჯები ბირთვული იარაღის წარმოებასა და მის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მოქმედი რადიკალური, არაადეკვატური სამხედრო დაჯგუფებები გეგმავდნენ ატომური ელექტროსადგურების აფეთქებას, რომელიც რეგიონში კატასტროფას გამოიწვევდა. ამასთანავე, ერთ-ერთი მიზეზი სპეცოპერაციის დაწყებისა იყო ისიც, რომ უკრაინის მხარე ბოლო თვეების განმავლობაში ბომბავდა დონბასსა და ლუგანსკს, შემდეგ კი როსტოვის ოლქსაც დაარტყა, ეს თავისთავად უკრაინის მხრიდან რუსეთზე თავდასხმაა. ზუსტად ამ ფაქტორების ერთობლიობამ გამოიწვია სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, რათა განეიტრალება მომხდარიყო იმ უკრაინული რადიკალური და ნაცისტური იდეოლოგიის, უკონტროლო სამხედრო ჯგუფებისა და უცხოური დაქირავებული “ბოევიკებისა”, რომლებსაც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ამზადებდნენ. აშშ და ევროპა კი აიარაღებდა ზელენსკის მთავრობას, რითაც ხელს უწყობდა კონფლიქტის გაღვივებას. უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიმართ საქართველოს პოზიცია უნდა იყოს მკაფიო და გასაგები. ოფიციალური თბილისი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუერთდეს არც ანტირუსულ სანქციებს და მით უმეტეს, უკრაინაში საომარ მოქმედებებთან, საერთოდ, არ უნდა მოხდეს რამე დაკავშირება. ნეიტრალურ პოციზიას დღეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ქართველ საზოგადოებას, მედიასა და ორგანიზაციებს, უნდა მოხდეს კონსოლიდაცია და მხარდაჭერა ნეიტრალური პოზიციისა. დღეს ზუსტად ასეთი კონსოლიდაცია მოხდა და საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა გავავრცელეთ ერთობლივი მიმართვა. მადლობას ვუხდი “ისტორიული მემკვიდრეობის” ხელმძღვანელს _ ტარიელ გაგნიძეს, “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელს _ გულბაათ რცხილაძეს და ასევე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც ერთობლივად მივიღეთ აღნიშნული განცხადება.

დასკვნითი სიტყვა არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვდრეობისხელმძღვანელმა ტარიელ გაგნიძემ წარმოთქვა:

_ ჩვენი დისკუსიის შესაჯამებლად ვიტყვი: რუსულმა სპეცოპერაციამ ძალიან ძირეულ და სიღრმისეულ ცვლილებებს დაუდო საფუძველი როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში. რა იქნება მომავალში, ბუნდოვანია. ის, რაც იყო, დაინგრა, აღარ არსებობს. გარდამავალ პერიოდში ვართ, ძველიდან ახალში გადავდივართ. ახლა არის უნიკალური მომენტი, ასეთი რამ ისტორიაში იშვითად ხდება და ჩვენ ამის მომსწრენი ვართ. ახლა ქვეყნისა და ხალხის ინტერესების კარგად გააზრებაა მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, ჩვენი ადგილის მოძებნა და დაკავება ახალ რეალობაში. ეს თუ ახლა არ გავაკეთეთ, დავრჩებით პროცესებს მიღმა და მერე უკვე ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ადგილის პოვნა, თუ ეს საერთოდ შევძელით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და საინტერესო დისკუსიისთვის.

დასასრულ, მრგვალი მაგიდის წევრებმა მიიღეს განცხადება, რომელსაც გაზეთის მე-6 გვერდზე იხილავთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here