ასრულდა ანგლოსაქსების ოცნება და უკრაინასა და რუსეთს შორის, როგორც იქნა, ომი დაიწყო. დიახ, ანგლოსაქსების ოცნების ასრულებაა ის, რაც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე ხდება _ იქ მიმდინარე მოვლენები, პრაქტიკულად, აშშ–რუსეთს შორის მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომია, ომი უკანასკნელ უკრაინელამდე, რადგანაც ამ ომში უკრაინის “მეგობარმა” ნატომ, ანგლოსაქსების თამადობით, თავისი ჯარისკაცების გაგზავნაზე იმთავითვე უარი განაცხადა.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ომის ჟურნალი ქართველებს უკვე ნანახი გვაქვს 2008-ში და, რაც დღეს ხდება, მისი გაგრძელებაა _ ტრაგიკული კინოფილმი, რომელსაც “ჰეფი ენდი” არ ექნება, რადგან ამერიკელების მიერ დაწერილი სცენარი იმაზე იყო გათვლილი, რომ, პოკერის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, ვლადიმერ პუტინის მიერ ამერიკელებისთვის წარდგენილი რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების 5-პუნქტიანი დოკუმენტი აშშ-ს პოლიტიკური ბლეფი ეგონა. დოკუმენტში შავით თეთრზე ეწერა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრება რუსეთის მიერ გავლებული მთავარი წითელი ხაზი იყო, რომლის გადაკვეთას რუსეთი არავის აპატიებდა. ამ დოკუმენტში (რომელსაც ულტიმატუმსაც უწოდებენ), რუსეთისთვის მნიშვნელობით მეორე საკითხი იყო ის, რომ კიევს ე.წ. მინსკის ფორმატის პირობები შეესრულებინა. სხვა დანარჩენი 3 პუნქტი მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებს შეეხებოდა… ეს დოკუმენტი რუსეთმა კოლექტიურ დასავლეთს (აშშ-ს) გასული წლის დეკემბერში გაუგზავნა, რომლის გასაცნობად და შესასწავლად და, აქედან გამომდინარე, წერილობით პასუხის გასაცემად ვირეშმაკა ანგლოსაქსებმა დრო მოითხოვეს. დოკუმენტის “შესასწავლად და გასაცნობად” მოთხოვნილი დრო კოლექტიურმა დასავლეთმა და მისმა მბრძანებელმა იანკებმა “მეგობარი” უკრაინისთვის, რაც შეიძლება, მეტი იარაღის მისაწოდებლად გამოიყენა, რომ არაფერი ვთქვათ მილიარდობით დოლარით “დახმარებასა” და რუსეთის გულუბრყვილობაზე. დიახ, გულუბრყვილობაზე, რადგან წარდგენილ დოკუმენტს არანაირი განსაკუთრებული განხილვა-შესწავლა არ უნდოდა. პასუხი უნდა ყოფილიყო მარტივი _ ან ჰო, ან არა! პრინციპში ასეც მოხდა. “ბევრი იფიქრეს თუ ცოტა”, ამერიკელებმა ვლადიმერ პუტინს დოკუმენტში გავლებული მთავარი წითელი ხაზების სრული უგულებელყოფით უპასუხეს. ზემოხსენებული პოლიტიკური “იწილო-ბიწილოთი” შეგულიანებულმა ვლადიმერ ზელენსკიმ და კიევის სხვა მაღალჩინოსანმა პოლიტიკოსებმა, “მინსკის ფორმატის” არც ერთი პუნქტი არ მოგვწონსო, და ფაშისტური უკრაინის კლოუნმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა კიევის მიერ მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე.
უკრაინაში სამხედრო ქმედებების პარალელურად, მხარეებს შორის არანაკლებ საშიში საინფორმაციო ომი მიმდინარეობს, რომელშიც ტყუილ-მართალი ინფორმაციის გარჩევა ერთობ რთული საქმეა. ამიტომ თქვენი მონა-მორჩილი საათობით ვუცქერ და ვუსმენ პრორუსულ და პროუკრაინულ პროპაგანდისტულ ტელევიზიებს, რათა მოსმენილისა და ნანახის ანალიზით, თუ ასე თქმა შეიძლება, “საშუალო არითმეტიკული” გამოვიყვანო და მოვლენების მეტ-ნაკლებად ობიექტური სურათი დავანახვო მკითხველს. ამისთვის მცირე ისტორიული ექსკურსი დამჭირდება, პირველი კითხვა ასეთია:
როგორ მოხდა და ვის ინტერესებშია ის, პრაქტიკულად, ერთი ისტორიისა და ეროვნული მენტალიტეტის ხალხი ასე სამკვდრო-სასიცოცხლოდ რომ დაეტაკა ერთმანეთს? ისინი ხომ, ბელარუსებთან ერთად, სლავური ეთნოსის მთავარი გამაერთიანებელი ძალები არიან. სიმღერად ქცეული ლექსიც ამაზე ღაღადებს _ Россия, Украина, Белоруссия _ племён славянских три богатыря ვიქტორ ვასნეცოვის ფერწერულ ტილოზეც (“სამი გოლიათი”) რუსი ილია მურომეცი, უკრაინელი დობრინია ნიკიტიჩი და ბელარუსი ალიოშა პოპოვიჩი არიან გამოსახულნი, რაც ამ ხალხების მარადიული ძმობის, ერთიანობის სიმბოლოდაც შეიძლება აღვიქვათ _ სხვათა შორის, ილია მურომეცი რეალური ისტორიული პიროვნებაა, რომლის წმინდა ნაწილები რუსული მართლმადიდებელი ქრისტიანობის უპირველესი ტაძრის, კიევ-პეჩორის ლავრის (მოსკოვის საპატრიარქოს კუთვნილება, რომლის მითვისებასაც ცდილობენ უკრაინელი ე.წ. რასკოლნიკები _ ე.წ. მსოფლიო პატრიარქის, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და თურქეთის დაზვერვის აგენტის ხელშემწყობები), მიწისქვეშეთში განისვენებს. მაშ,ვის აძლევს ხელს, ვის ინტერესებშია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება? ვისი და უღმერთო, სატანისტი ანგლოსაქსების, რომლებიც უკრაინის დე ფაქტო მმართველები არიან (სხვათა შორის, ისევე, როგორც საქართველოსი) და რომლებმაც ისე მოუწამლეს გონება უკრაინელებს, 30 წლის განმავლობაში ისე თავდაყირა დააყენეს ისტორია, რომ, პრაქტიკულად, ძმები ერთმანეთის სისხლს ღვრიან.
ყველაფერი კი 2004 წლის ე.წ. ნარინჯისფერი რევოლუციით დაიწყო, რომელიც 2014 წლის ე.წ. ევრომაიდნის სახელმწიფო შეიარაღებული გადატრიალებით “დაგვირგვინდა”, შედეგად ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს აგრესიულად განწყობილმა რუსოფობმა ბანდერელმა ფაშისტებმა, რომლებმაც 2015 წელს გააუქმეს რუსული ენის, როგორც მეორე სახელმწიფო ენის, სტატუსი და ყოფით დონეზეც კი რუსულად საუბარი, პრაქტიკულად, აკრძალეს. ეს გააკეთეს იქ, სადაც მილიონობით ეთნიკური რუსი ცხოვრობდა, რომ არაფერი ვთქვათ მილიონობით რუსულენოვან უკრაინელზე კიევსა და განსაკუთრებით ოდესაში, სადაც ჯეელობისას ბევრჯერ ვყოფილვარ და იქ რუსულის გარდა სხვა ენაზე (უკრაინულზე) მოსაუბრე, პრაქტიკულად, არ შემხვედრია.
მინდა, კიდევ ერთ კითხვას გავცე პასუხი _ რას ნიშნავს ე.წ. მინსკის ფორმატი და საიდან მოვიდა ის? ზემოხსენებული ენის პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენიმე მილიონი ეთნიკური რუსი, რომლებიც, ძირითადად, დონეცკსა და ლუგანსკში ცხოვრობდა, კიევის ფაშისტური ხელისუფლების მიერ, პრაქტიკულად, მეორეხარისხოვან მოსახლეობად გამოცხადდა. აქედან გამომდინარე, სრულიად გასაგებია, რომ ასეთი მოცემულობა მიუღებელი აღმოჩნდა დონეცკკისა და ლუგანსკისთვის და ამიტომ მათ საკუთარ ადმინისტრაციულ საზღვრებში დამოუკიდებელობა გამოაცხადეს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სახელწოდებით, რომლებიც იმ დღიდან კიევის ხელისუფლებას აღარ ემორჩილებოდნენ.
ამ ურჩობას კიევმა სამხედრო ძალით გასცა პასუხი, ანუ საომარი მოქმედებები საკუთარი მოსახლეობის მიმართ პირველად კიევმა დაიწყო. ეს არის უეჭველი ფაქტი, რომელიც, დღევანდელი ვითარების მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს. ისიც ცხადი იყო, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში მცხოვრებ თანამემამულეებს დაეხმარებოდა და დაეხმარა კიდეც. პირველი სამხედრო წარმატებებით გათავხედებულ ბანდერელ ფაშისტთა რაზმები, არ ვიცი, იარაღით, არ ვიცი, ცოცხალი ძალის დახმარებით “სეპარატისტებმა” ისეთ ალყაში მოაქციეს ქალაქ დებალცევოში, რომ მათი ტოტალური განადგურება მხოლოდ დროისა და ტექნიკის საქმე იყო. აქედან გაჩნდა ტერმინი “დებალცევოს ქვაბი”. ამის შემდეგ ქალაქ მინსკში, კიევსა და თვითაღიარებულ რესპუბლიკებს შორის გაიმართა მოლაპარაკებები, რომელთა დროსაც შეშინებულმა კიევმა, ოღონდაც დებალცევოში არ გაგვჟუჟოთო, ყველაფერზე მოაწერეს ხელი. ამ დოკუმენტის (რომელიც მინსკის ფორმატის სახელით შევიდა ისტორიაში) პირობების შესრულების გარანტია გერმანიამ და საფრანგეთმა იკისრეს. თუ როგორ შეასრულეს დაპირებები ჯერ პოროშენკოს და შემდეგ ზელენსკის ხელისუფლებებმა, კარგად არის ცნობილი… კიევი 8 წლის განმავლობაში აჭიანურებდა მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების აღსრულებას და ამ ხნის განმავლობაში მეტ-ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ პერმანენტულად ბომბავდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებს, რასაც ვერ ხედავდნენ ვერც მინსკის ფორმატის გარანტორები, ვერც ეუთო, ვერც გაერო. და ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, უწინარესად, ორმაგი სტანდარტისა და ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისა თუ ორგანიზაციების “სიბრმავის” შედეგია. რაც შეეხება ჩემ მიერ ხსენებულ “საშუალო არითმეტიკულს”, ომი ომია და, სამწუხაროდ, ჯარისკაცების გარდა მშვიდობიანი მოსახლეობაც, მათ შორის ბავშვებიც, იღუპებიან. მაგრამ ამ შემთხვევაში მედალს ორი მხარე აქვს _ როდესაც კოლექტიური დასავლეთი ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ლუგანსკისა და დონბასის ბავშვებიც ბავშვები არიან… დონეცკში არსებობს ე.წ. ანგელოზთა ხეივანი, სადაც 8 წლის განმავლობაში ბანდერელ-ფაშისტთა ნასროლი ჭურვებისგან დაღუპული ბავშვების საფლავებია.
დავით მხეიძე
P.S. უკვე გაისმის ნაცების ყროყინი, _ რუსეთმა უკრაინას ომში დიდად ვერაფერი დააკლოო და ქართველ ახალგაზრდებს უკრაინაში წასვლისკენ მოუწოდებენ. ამაზე დიდი სტალინის სიტყვები მახსენდება, რომლებიც მან მოსკოვის მეტროპოლიტენში წარმოთქვა გერმანელ ფაშისტთა გასაგონად: Если немцы хотят иметь с нами истребительную войну, они её получат, ანუ, ვლადიმერ პუტინს უკრაინის სრული განადგურება რომ სურდეს, უკრაინა უკვე აღგვილი იქნებოდა პირისაგან მიწისა. ამიტომ, “საშუალო არითმეტიკულიდან” გამომდინარე, მჯერა რომ რუსეთის არმია დამიზნებით არ ურტყამს საცხოვრებელ კორპუსებს, რადგან ეს ომი კი არა, მშვიდობის იძულების ოპერაციაა და სწორედ ამიტომ “გაიწელა” ეს პროცესი ამდენ ხანს. პროცესი, რომელიც, მიუკერძოებულ ექსპერტთა აზრით, რამდენიმე დღეში უნდა დამთავრდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ პუტინის ხელისუფლება დადგება ჩამოშლის საფრთხის წინაშე.
დ.მ.