Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა “ჯაველინები”, პრაქტიკულად, უვარგისად გამოაცხადა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი ახალ პარტიას...

აშშ-ის პრეზიდენტმა “ჯაველინები”, პრაქტიკულად, უვარგისად გამოაცხადა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი ახალ პარტიას ყიდულობს 26 მლნ დოლარად

ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ ამერიკისგან სხვადასხვა პროდუქტთან ერთად გაყინული თევზიც მიიღო. ამერიკული თევზი ოკეანის იქნებაო, _ ატყდა აქ ამბავი, დადასტურდა, რომ ოკეანის იყო და ჰუმანიტარული დახმარების სახით შემოსული თევზი დახლებზე გაჩნდა, მაგრამ იმის გამო, რომ მოხარშვის თუ შეწვის შემდეგ თევზი, უბრალოდ, ქვიშასავით იშლებოდა, ციხეებსა და ჯარში შეიტანეს, ოღონდ უფასოდ კი არა, ტენდერი გამოაცხადეს, ამერიკისგან ნაბოძებინაგავიტენდერშიგამარჯვებულსშეასყიდვინეს და მილიონები გაათეთრეს. ეს იყო ერთერთი ნათელი მაგალითი იმისა, როგორ ჩავუთვალეთ ამერიკის ხელისუფლებას ჰუმანიტარულ დახმარებად პროდუქტი, რომელიც რეალურად უნდა გაენადგურებინათ და მისი განადგურება რამდენიმე მილიონი დაუჯდებოდათ, რადგან ეკოლოგიური ნორმები იყო დასაცავი.

“ჯაველინების” პირველი პარტიის შეძენიდან, სულ რაღაც, ორ კვირაში ამერიკის პრეზიდენტმა ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ “ჯაველინების” დრო წავიდა და მისი გამოყენება თანამედროვე ომში მიზანშეწონილი არ იყო. აშშის პრეზიდენტმა ეს იარაღი, პრაქტიკულად, უვარგისად გამოაცხადა. რაღა უნდა გვექნა, უვარგისი იარაღივარგის” 75 მილიონ ლარად გვქონდა შეძენილი და თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი ლევან იზორია გვიმტკიცებდა, _ ასეთი შენაძენი, დიდი ხანია, არ გაგვიკეთებიაო. ჰოდა, ახლა ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტროჯაველინებისახალ პარტიას ყიდულობს ისევ ამერიკისგან და 26 მილიონ დოლარსაც იხდის.

ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვის უწყება ასეთ ოპერაციებს ასაიდუმლოებს, ჩვენმა თავდაცვის სამინისტრომ კი შეერთებული შტატებიდან ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის შესახებ ყველა ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთა, ანუ დაახლოებით ისე, ჯარისთვის კარტოფილსა და კომბოსტოს რომ ყიდულობენ. ახლა არ დავიწყებთ იმის მოყოლას, რაოდენ სახიფათოა ეს ყველაფერი, უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას შევახსენებთ: ჯაველინებითანამედროვე ომის პირობებში უსარგებლოა”. გამოდის, უსარგებლო იარაღში 150 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს გადახდილი (ეს რაც ვიცით), და ეს მაშინ, როცა იგივე ამერიკა 15-20 მილიონს გვაყვედრის ხოლმე, ჰუმანიტარული დახმარების სახით გაძლევთ და, ჩვენს მითითებებს თუ არ დაექვემდებარებით, ამასაც ვერ მიიღებთო. ჰოდა, საქართველოსთვის მოცემული სამმაგად უკან მიაქვს შტატებს: ხან _ უვარგისი თევზის შემოსაღებით, ხანაც _ უსარგებლო იარაღის გასხვისებით. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და ჩვენ გარდა, ამერიკამ “ჯაველინები” უკრაინასაც “უსახსოვრა”, თანაც უფრო დიდი რაოდენობით და, რაც მთავარია, გაცილებით მეტი ღირებულების…

გასულ კვირას ევროპარლამენტის სამმა წევრმა თბილისში ვიზიტი და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გადაწყვიტა, მაგრამ, როგორც გაირკვა, შალვა პაპუაშვილს დრო არ ჰქონდა და მათ ვერ შეხვდებოდა. ევროპარლამენტარებმა საპროტესტო წერილი გამოფინეს და განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების ამგვარი ქმედება სახიფათოა… სანამ ამ თემას ბოლომდე გავყვებით, ამერიკელი სენატორის, აწ გარდაცვლილი ჯონ მაკეინის ნაამბობი გავიხსენოთ:

“ერთხელ აზერბაიჯანში მივფრინავდი და ვერტმფრენის დაშვება საქართველოში მოვითხოვე. რატომ? იმიტომ, რომ იქ საუცხოო მასპინძლობა იციან, იქ ყოველთვის უხარიათ ჩემი ნახვა და არც შევმცდარვარ _ საოცარი საღამო მომიწყვეს საოცარი კერძებით…” ანუ ამერიკელი სენატორი, საკმაოზე მეტად გავლენიანი მაკეინი მიფრინავდა სადღაც (აქ არ მოფრინავდა და დანარჩენი ყველა სადღაც არის) და გადაწყვიტა, დაუგეგმავად დაშვებულიყო თბილისში იმის იმედად, რომ საქართველოს პირველი პირები ყველა საქმეს გადადებდნენ და მისთვის მოიცლიდნენ. მართლაც ასე მოხდა და იმჟამინდელმა ხელისუფლებამ, ანუ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილის თამადობით გვამცნო, რომ მაკეინი თბილისში ჩვენს მხარდასაჭერად ჩამოვიდა, სინამდვილეში კი კაცმა საქეიფოდ შემოიარა. ზუსტად ასეთი შემოვლები ჰქონდა მეთიუ ბრაიზას, რომელიც ჩვენს დედაქალაქში, პრაქტიკულად, დასახლდა, უფრო მეტიც, საქართველოს ბიუჯეტიდან თურქეთში მას ქორწილიც გადავუხადეთ და საპრეზიდენტო ნომერში პირველი ღამეც დავუფინანსეთ. ანუ, ბრაიზას სექსი საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე ჰქონდა, რაც გასაკვირი არ არის _ რამდენი ხანია, წინა თუ მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის ბიუჯეტთან ინტიმურ ურთიერთობაშია.

ზუსტად ასე წარმოედგინათ ევროპარლამენტარებსაც. როგორც კი თავისუფალი დრო გამონახეს, გადაწყვიტეს საქართველოში ჩამოსვლა და ქვეყნის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირთან დაუგეგმავად შეხვედრა და, როცა უარი მიიღეს, აღშფოთდნენ, როგორ გაბედეთ და შეხვედრაზე უარი გვითხარითო. ეს დასავლეთისთვის უცხოა, ისინი მიჩვეულნი არიან, რომ თითის ერთ გატკაცუნებაზე, ხელისუფლების ნებისმიერი თანამდებობის პირმა მაშინვე ყველა საქმე უნდა მიატოვოს და მათ შეხვდეს. ასეა განსაკუთრებით ამერიკის ელჩის შემთხვევაში, რაც გასულ კვირასაც დამტკიცდა _ კელი დეგნანის პირველივე მოთხოვნის შემდეგ მას ჯერ შალვა პაპუაშვილი შეხვდა, შემდეგ _ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ამის მიუხედავად, სწორედ დღევანდელი ხელისუფლება ხვდება, რომ ევროპელი ელჩებისა და ევროპარლამენტარების დღის წესრიგით არ უნდა იცხოვროს, რომ ნებისმიერი ვიზიტი თუ შეხვედრა შესათანხმებელია წინასწარ, დასაცველია პროტოკოლი და, ელემენტარულად, პატივისცემაა გამოსახატავი. ის, რომ შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებთან შესახვედრად 2-3 საათს მარტივად გამონახავდა, ადვილი მისახვედრია, მაგრამ შეხვედრაზე უარის თქმით ევროპარლამენტარები მიახვედრა, რომ სამყარო მათ გარშემო არ ტრიალებს და ჩვენ არ გვცალია მაშინ, როცა ეს დასავლელ პარტნიორებს სურთ…

ისევ “ჯაველინებს” დავუბრუნდეთ. ეს იარაღი თანამედროვე ომისთვის კარგიც რომ იყოს, ისმის ლეგიტიმური კითხვა _ რისთვის გვჭირდება? რაღაც, არ გაგვიგია, რომ ვინმესთან ომს ვაპირებთ და შეიარაღებულ კონფლიქტში უნდა ჩავერთოთ. მაშინ რისთვის? ახლა ვიღაც იტყვის, რუსეთისგან თავის დასაცავადო და, ცოტა არ იყოს, სასაცილო მდგომარეობაა. რუსეთი ყოველწლიურად 26 მლნისპარტიანკასურიგებს თავის ჯარისკაცებს და რაჯაველინებიდა თავდაცვის გაძლიერება? არაფერი მსგავსი _ უბრალოდ, ამერიკამ არ იცოდა, სად წაეღო იარაღი, რომელსაც ვერასდროს გამოიყენებდა და მშვიდად მოგვყიდა, თანაც დაგვაყვედრა, იაფად გაძლევთ და დააფასეთო. სამწუხაროდ, უკრაინისთვის იარაღის მიყიდვასა და ჩუქებას ისეთი რეკლამა გაუკეთეს ამერიკელებმა, მსოფლიომ იცის, რა ოდენობის იარაღი ჩაიტანეს და რა ოდენობის ჩატანას აპირებენ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ამერიკის გაფრთხილება, რუსეთი უკრაინაში არ შევიდესო, უფრო წაქეზებას ჰგავს და, რაც მთავარია, უკრაინელებსაც ზუსტად ისე უკიჟინებენ, როგორც ჩვენ, 2008 წელს, ახლა ძლიერები ხართ, არაფრის შეგეშინდეთო. გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილმა რომ აღიარა, აგვისტოს ომის წინ, ორიოდე დღით ადრე, თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი, დავიბარე და მან დამიდასტურა, ამაზე ძლიერი ჯარი არასდროს მეყოლებაო. ჰო, ქართული ჯარი იმხანად ამერიკული ამუნიციით იყო აღჭუღვილი და ამერიკელები გვარწმუნებდნენ, თქვენი არმია უძლეველიაო. რადგან აგვისტოს ომზე ვსაუბრობთ, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, მიერ ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიასაც შევეხოთ, 500-გვერდიან წიგნში აგვისტოს ომს 13 გვერდი ეთმობა და სარკოზი, პრაქტიკულად, შეულამაზებლად ყვება, რა და როგორ მოხდა. მოსკოვიდან თბილისში ჩამოსულ საფრანგეთის პრეზიდენტისთვის სააკაშვილს უთქვამს: გარეთ 150 ათასი ადამიანია შეკრებილი, გადით და სიტყვით მიმართეთ, რუსეთს აგინეთო, სარკოზის კი მედვედევპუტინისთვის სიტყვა ჰქონდა ნათქვამი, რომ მათ საწინააღმდეგო განცხადებას არ გააკეთებდა და მოდერატორად ორ მხარეს შორის მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითვლებოდა. მიშას კი არაფრის გაგონება არ სურდა, ის კატეგორიულად მოითხოვდა რუსეთის საწინააღმდეგო განცხადების გაკეთებას, რაც სარკოზიმ არ ქნა და ამის გამო სააკაშვილი ფრანგ კოლეგას შემოსწყრა კიდეც. ანუ, რა გამოდის? მაშინაც კი სააკაშვილი მზად იყო, ბოლომდე გაეწირა ქვეყანა და მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტის კეთილგონიერებამ გადაგვარჩინა.

არ ვიცით, ახლა ვისი კეთილგონიერების იმედად უნდა ვიყოთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ საგარეო კურსს ირჩევს. ოღონდ ეს არჩევანი არ უნდა იყოს მოკლე ან გრძელვადიანი, ეს უნდა იყოს საბოლოო არჩევანი და ქვეყანა მყარად უნდა წავიდეს მისკენ. ის, რომ ნატოში ჩვენი ინტეგრაცია უახლოესი ნახევარი საუკუნის განმავლობაში გამორიცხულია, ჯო ბაიდენის განცხადებიდანაც გამოჩნდა, ხოლო ევროკავშირში მიღება უკვე სარისკო ჩანს, რადგან წინ საბერძნეთის მაგალითი გვიდევს, უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის, რომელიც ევროკავშირში შესვლის შემდეგ გაკოტრდა და ახლა, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მათხოვარი უნდა იყოს და ევროპელი პარტნიორების კეთილი ნების იმედად ისაზრდოოს.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here