Home სხვადასხვა დაიჯესტი “ულტიმატუმის წარმოშობის” მიზეზები და საბოლოო მიზნები

“ულტიმატუმის წარმოშობის” მიზეზები და საბოლოო მიზნები

რუსეთისულტიმატუმინატოს შესახებ ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და უამრავი კითხვა გააჩინა. ეს სტატია ამულტიმატუმის წარმოშობისჭეშმარიტ მიზეზებსა და რუსეთისა და პირადად ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზნებში გარკვევის მცდელობაა.

ულტიმატუმისსამხედრო სარჩელი (საფარველის ოპერაცია)

განვიხილოთ რამდენიმე საკვანძო მომენტი:

1. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ნატო _ ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელიც შეიქმნა დასავლური კაპიტალის მიერ საბჭოთა კავშირის შესაკავებლად;

2. ნატოს მთავარი ბენეფიციარი ყოველთვის იყო აშშ. ნატოს ძალებთან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტი ავტომატურად ნიშნავდა მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტს აშშ-თან, ხოლო რუსეთისა და აშშ-ის მასშტაბური კონფლიქტი მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს;

3. ნატოსა და რუსეთის რომელი სამხედრო ქვედანაყოფებიც უნდა უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბირთვულ იარაღს. რუსეთში ბირთვული იარაღი დგას “ბირთვული ტრიადის” შეიარაღებაზე:

* სტრატეგიული ავიაცია;

* საკონტინენტთაშორისო რაკეტები;

* ატომური წყალქვეშა რაკეტმზიდები;

4. “ბირთვულ ტრიადაში” განსაკუთრებული როლი აქვს ატომურ წყალქვეშა რაკეტმზიდებს. ისინი ისე ახლოს ცურავენ ამერიკის ნაპირებთან, რომ ბალისტიკური რაკეტების ფრენის დროზე კამათი აქტუალობას კარგავს;.

5. მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში რუსული წყალქვეშა რაკეტმზიდები გარანტირებულად გადააქცევენ აშშ-ს ბირთვულ მტვრად. ეს მოხდება აშშ-თან ან ნატოსთან მასშტაბური კონფლიქტის შემთხვევაში. გამოდის, რა რაოდენობის ტექნიკაც უნდა განალაგოს ნატომ რუსეთის საზღვრებთან, ღია კონფლიქტის შემთხვევაში შედეგი ერთია _ გარანტირებულად სამწუხარო ყველა მონაწილისთვის.

აქ ჩნდება კანონზომიერი შეკითხვა: არის კი კრიტიკული რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ნატოს სახმელეთო ჯარებისა და თვით ავიაციის განლაგება? პასუხი: სანამ რუსული ავტომატური წყალქვეშა რაკეტმზიდები დაცურავენ ოკეანეების სიღრმეებში _ საერთოდ, არ არის კრიტიკული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსი მესაზღვრეები ბინოკლებით დაინახავენ ლურჯ-თეთრ დროშებს, ვერც ერთი მხარე, თუ ის საღ გონებაზე იქნება, ვერ გაბედავს გასროლას. აქედან დასკვნა _ ნატოს პრობლემაში მნიშვნელოვანი სამხედრო მდგენელი, უბრალოდ, არ არსებობს.

აქედან გამომდინარე, ჩნდება შემდეგი კითხვები: რატომ არის ნატოსა და მისი გაფართოების გარშემო ატეხილი ამდენი დავიდარაბა? რატომ უყენებს რუსეთი აშშ-ს მკაცრ მოთხოვნებს იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც სამხედრო თვალსაზრისით არ შეუძლია მესამე მსოფლიო ომის შედეგის შეცვლა? აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის პოლიტიკურ ხასიათზე.

ულტიმატუმისეკონომიკური სარჩული (რეალური მიზანი)

საყოველთაოდ ცნობილია, რომ პოლიტიკა ეკონომიკის გაგრძელებაა სხვა საშუალებებით. ნატოს პრობლემის პოლიტიკური მდგენელი არის ის, რომ ალიანსის სამხედრო ქვედანაყოფების არსებობა უზრუნველყოფს აშშ-ის ეკონომიკური ინტერესებისა და გავლენის დაცვას ტერიტორიებზე, სადაც არსებობს ამ გავლენის დაკარგვის მცირეოდენი რისკიც კი. ეს გარემოება საშუალებას გვაძლევს, სრულიად სხვა რაკურსით დავინახოთ მიმდინარე მოვლენები. რუსეთმა თავისიწინადადებებით”, ფაქტობრივად, მოსთხოვა აშშ, უარი თქვას თავის პოლიტიკურ (მასთან ერთად ეკონომიკურ) გავლენაზე იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დასავლეთის ინტერესების სფეროში მოხვდა 1997 წლის შემდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა შეიძინა საკმარისი ძალა, რათა კვლავ წარმოაჩინოს თავისი თავი, როგორც სუვერენულმა ზესახელმწიფომ, და წარმოადგინა სიუზერენიტეტის უფლება ახლომდებარე ტერიტორიებზე.

არ ღირს იმაზე ლაპარაკი, რომ წამოყენებული მოთხოვნები ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს რუსეთის გასვლას დასავლური კაპიტალისტური სისტემიდან აშშ-ის მეთაურობით (დოლარის სისტემიდან). საიდუმლო არავისთვის არის, 1991 წელს ცივი ომის წაგების შემდეგ რუსეთი იძულებული იყო, სხვისი წესებით ეთამაშა. რუსეთი დასავლურ კაპიტალისტურ პროექტში, ფაქტობრივად, სარესურსო ბაზის უფლებით მონაწილეობდა:

* რუსეთი დასავლეთს ამარაგებდა ბუნებრივი რესურსებით, ამასთანავე, რესურსების გაყიდვით მიღებული მოგება ხშირად 1990-იან წლებში პრივატიზებული საბჭოთა საწარმოების ბაზაზე მომუშავე დასავლური მომპოვებელი კომპანიების მფლობელებს რჩებოდათ. ეს ვითარება დღესაც აქტუალურია;

* რუსეთის ბაზარი სავსეა დასავლური პროდუქციით, ბაზარი (მომხმარებლები) კი, აგრეთვე, რესურსია;

* რუსეთის ნიჭიერი მოქალაქეები (მეცნიერები, პროგრამისტები, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები) წლების განმავლობაში ეძებდნენ თავიანთი უნარების გამოყენების შესაძლებლობებს დასავლეთში, რადგან ამას სამშობლოში ვერ პოულობდნენ. შედეგად, რუსეთი წლების განმავლობაში კარგავდა თავის ინტელექტუალურ რესურსს. დასავლეთი არასდროს განიხილავდა რუსეთს თანასწორუფლებიან პარტნიორად. ველური კაპიტალიზმის სასტიკი კანონები არ ითვალისწინებს პატიოსან პარტნიორულ ურთიერთობებს. ყოველთვის არსებობენ ისინი, რომლებსაც აქვთ მოგება და ისინი, რომლებისგანაც აქვთ ეს მოგება. ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთი მეორე კატეგორიის წარმომადგენლებს მიეკუთვნებოდა. რუსეთის მთავარი პრობლემა დასავლურ კაპიტალისტურ პროექტში მონაწილეობაა, მაგრამ მუდმივი არაფერია.

დავუბრუნდეთ ნატოს გარშემო შექმნილ ვითარებას. როგორც უკვე გავარკვიეთ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გარშემო ატეხილი დავიდარაბის არსი გამოიხატება პოლიტიკურ, რაც მთავარია, ეკონომიკურ გავლენაში. რუსეთის ულტიმატუმურიწინადადებებიარის აშშის იძულება თანასწორუფლებიანი პარტნიორობისკენ (სულ ცოტა).

როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში?

ვარიანტი #1 _ აშშ ნებაყოფლობით თანხმდება რუსეთის წინადადებებს

ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე უპირატესი და სასურველი ვარიანტია. ასეთ შემთხვევაში რუსეთი მყისვე მოიპოვებს ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და განვითარების შესაძლებლობებს. ამასთანავე, შენარჩუნებული იქნება არსებული ურთიერთობები დასავლეთის სხვა ქვეყნებთან, რომლებთან კავშირებიც შეიძლება დაეხმაროს რუსეთის უკვე დამოუკიდებელ ეკონომიკას.

აშშ, თავის მხრივ, მიიღებს გარანტიებს რუსეთისგან მის საქმეებში ჩაურევლობის შესახებ, მოიშორებს ბალასტს თავისი ჰეგემონიისთვის მხარდაჭერისთვის განკუთვნილი დანახარჯების სახით, მოიპოვებს შესაძლებლობას (და დროს) თავისი ეკონომიკის ხარისხობრივად გარდასაქმნელად დოლარის მსოფლიო სისტემის კრიზისით შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით.

ვარიანტი #2 _ აშშ მიდის კონფრონტაციაზე

რუსეთმა უკვე მიუთითა თავის შემდეგ ქმედებებზე იმ შემთხვევაში, თუ აშშ არაფერს დათმობს. ამ ქმედებების ფორმულირება საკმაოდ მრავალმხრივია _ სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური ხასიათის. ეს შეიძლება იყოს ახალი სამხედრო ბაზები ამერიკისა და ევროპის ცხვირწინ; ან, შეიძლება, დაიწყოს აქტიური საწინააღმდეგო ქმედებები ნატოს ძალებისთვის დასახული ამოცანების შესრულებაში ხელის შესაშლელად; ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება და იქ რუსული სამხედრო ქვედანაყოფების განლაგება ცეცხლზე ნავთს დაასხამს. საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ იმოქმედებს რუსეთი. მისი ყველა მოქმედება დაექვემდებარება ერთ მიზანს _ დასავლეთთან უკიდურესი დაძაბულობის შექმნას. რუსეთის ასეთ “თავხედობას” დასავლეთი, უბრალოდ, ვერ გადაყლაპავს. მას მოუწევს, უპასუხოს. დაწესდება სანქციები, სავაჭრო ბლოკადები, ემბარგო, გაუთიშავენ SWIFT-ს, რუს ოლიგარქებს უცხოეთში ქონებას ჩამოართმევენ და სხვ.

რუსეთს დასავლეთისგან ეკონომიკურად მოკვეთს თვითონ დასავლეთი. უცხოელი ინვესტორები და რუსეთში ბიზნესის მფლობელები, რა თქმა უნდა სთხოვენ აშშ-ს, არ შეეხოს მათ ინტერესებს, მაგრამ მათ ყურს ვინ დაუგდებს, როცა ჰეგემონის ძალაუფლებას საფრთხე ემუქრება?

ურთულეს სიტუაციაში ჩავარდნილი რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება გამოაცხადებს დასავლეთის მიმართულებით დრეიფის დასრულებისა და რუსეთის ისტორიაში ახალი ეპოქის დაწყების შესახებ _ ყოვლისმომცველი ეკონომიკური სუვერენიტეტის ეპოქას. ისევე, როგორც პირველ ვარიანტში, რუსეთი დაიწყებს დამოუკიდებელი ეკონომიკის მშენებლობას, დაფუძნებულს მხოლოდ მის ინტერესებზე და, უწინარესად, შიდა ინვესტიციებზე. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა (დასავლეთისგან განსხვავებით) სრულიად მონეტიზებული არ არის. ეს ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლევა შიდა ინვესტიციების ხარჯზე, რომლებიც დღეს აკრძალულია ლიბერალური ცენტრალური ბანკისა და მთავრობის ეკონომიკური ბლოკის პროდასავლური პოლიტიკით. ამის შემდეგ რა დაემართება რუსეთის პროდასავლურ ელიტას, ძნელი წარმოსადგენი არ არის. მის ინტერესებში მოვლენების პირველი ვარიანტით განვითარებაა. ასეთ შემთხვევაში მათ ექნებათ “ფერისცვალების” შანსი და დრო, შეძლონ რაღაცის შენარჩუნება, უკიდურეს შემთხვევაში ქვეყნიდან წავლენ.

თუ ვინმეს შეაშინებს მაღაზიების დახლებიდან ფართო მოხმარების საგნების გაქრობა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არ მოხდება, რუსეთს ხომ რჩება კავშირი ჩინეთთან _ პლანეტაზე რაც არსებობს, ყველაფრის მწარმოებელთან, მაღალტექნოლოგიურ საქონელს კი ადგილობრივი მწარმოებლებიც დაამზადებენ. რუსეთს ამის უზარმაზარი რესურსი აქვს. ამასთანავე, დასავლეთის მსხვილი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი, კარგა ხანია, გადავიდა აზიის ქვეყნებში, რომლებთანაც რუსეთს კარგი ურთიერთობები აქვს. თუ ეს ვარიანტი განხორციელდება, აშშ იძულებული იქნება, თავისი რესურსები, რომლებიც ყოველდღიურად მცირდება, რუსეთთან უსარგებლო დაპირისპირებაში დახარჯონ. ეს ყოფილ მსოფლიო ჰეგემონს კრახს უქადის, რადგან ამერიკელების ეკონომიკური პრობლემები (დოლარის მსოფლიო სისტემის კრახის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება) დაემთხვევა საშინაო წინააღმდეგობებს და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თვით აშშ-ის, როგორც განუყოფელი სახელმწიფოს, არსებობა. ამერიკის ევროპელი ვასალები კი ობიექტური გარემოებების გავლენით, თავს რუსეთის ფრთებს შეაფარებენ (ვინ ადრე, ვინ გვიან). ამ ვარიანტს დიდი დრო დასჭირდება და მისი რეალიზაცია მძიმე შედეგებს გამოიწვევს ორივე მხარისთვის, მაგრამ შედეგი ისეთივე იქნება, როგორიც პირველი ვარიანტის შემთხვევაში _ რუსეთი მოიპოვებს სრულ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას.

შედეგების შეჯამება

სტატიაში “პუტინმა და ბაიდენმა ერთობლივი თამაში წამოიწყეს”. ლაპარაკია ორ პრეზიდენტს შორის ფარული შეთანხმების არსებობაზე, მაგრამ მოვლენების ისე განვითარება, როგორც ამ წერილშია აღწერილი, უშვებს პუტინის დამოუკიდებელ თამაშს, რაც უფრო რეალისტურია რუსეთისა და დასავლეთის ამჟამინდელი ურთიერთობის გათვალისწინებით.

ვლადიმერ პუტინის ძალისხმევით, რუსეთის არმიამ მიიღო შესაძლებლობა, უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება მრავალი წლის განმავლობაში. ახლა კი ეკონომიკური დამოუკიდებლობის საკითხის გადაწყვეტა რუსეთის პრეზიდენტისთვის მთავარი ამოცანაა. შესაძლოა, სწორედ ამაშია არსი ნატოს მიმართ რუსეთის “წინადადებების” გარშემო წამოწყებული პარტიისა, რომელშიც აშშ-ის ნებისმიერი სვლა რუსეთს გამარჯვებამდე მიიყვანს.

divanpolitikan.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here