Home რუბრიკები საზოგადოება «ვაჰაგიზმიდან» სეპარატიზმამდე, ანუ დააბრუნეთ ჩახალიანი ციხეში!

«ვაჰაგიზმიდან» სეპარატიზმამდე, ანუ დააბრუნეთ ჩახალიანი ციხეში!

1 ოქტომბერს ხელისუფლებაში ზარზეიმით მოსულმა «ქართულმა ოცნებამ» ჯავახეთის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერი ვაჰაგან ჩახალიანი 2013 წლის 24 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა. ჯავახელმა დაშნაკმაც დედის რძესავით შეირგო რეჟიმის მსხვერპლად გამოცხადება და რეგიონში სეპარატიზმის ცეცხლი ააგიზგიზა. ახლა დღე ისე არ გავა, რომ ვაჰაგანამ და მთელმა მისმა საჩახალიანომ ახალახალი პრეტენზიები არ გამოთქვან. ხან «წართმეული» ეკლესიების დაბრუნებას ითხოვენ, ხანაც სომხურისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას.

 

ისე, რაც მართალია, მართალია, თავის დროზე, როცა კოალიციის «პელემ» მას თავისუფლება უბოძა, მიშა ხაზგასმით ამბობდა, ჯავახეთში ნაღმი ამოქმედდაო. ყურიც არავინ შეიბერტყა და აი შედეგი: «ერთიანი ჯავახკი» უკვე იქცა არა მხოლოდ საზოგადოებრივ, არამედ სერიოზულ საშიშ პოლიტიკურ ძალადაც. ყველაფერს თავი დავანებოთ, თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩახალიანის გათავისუფლების თხოვნით პრემიერს თვით სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქმა გარეგინ მეორემ მიმართა, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. უწინარესად, ეს მიანიშნებს გარკვეული პოლიტიკური ძალების პოზიციაზე და ინტერესებზე, რომელთა მთავარი ამოცანაც გრძელვადიან პერსპექტივაში სხვა არაფერია, თუ არა სამცხეჯავახეთში მცოცავი ოკუპაციის განხორციელება.

ახლა მავანნი, ალბათ, იტყვიან, რომ სიძულვილის ენით ვსაუბრობ, რომ ჩახალიანი ერთი ჩვეულებრივი სეპარატისტია და მეზობელი სახელმწიფოს პოლიტელიტასთან არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ ფაქტი სულ სხვა რამეს გვეუბნება, _ მისი გათავისუფლებით თავის დროზე სომხეთის უმაღლესი ხელისუფლება იყო დაინტერესებული, თვით «ჯავახკის» ფინანსურ უზრუნველყოფას კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე სომეხი ბიზნესმენები ახდენენ; მოკლედ, დაშნაკების მიზანი გასაგებია, მათ ოდითგანვე სურდათ, ჯავახეთი დედასამშობლოდან მოეწყვიტათ, მაგრამ არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: მთავარია, საქართველო რას დაუპირისპირებს ამ დესტრუქციულ ელემენტებს.

«ქართული ოცნება», რომელიც მარგველაშვილის პირით გვეუბნება, «განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას უმცირესობების უფლებების დაცვას»-, რას გააკეთებს იმისთვის, რომ «დიადი არმენიის» იდეით შეპყრობილმა ჩახალიანებმა, ბაიბურთებმა და მიგრანიანებმა ქვეყანა შაგრენის ტყავივით არ შემოგვაცალონ?!

დავუბრუნდეთ ისევ მათ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას _ სომხურისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას. როცა დაშნაკი ჩახალიანი და ძმანი მისნი ამ მოთხოვნით გამოდიან, ხშირად ახსენებენ ხოლმე ეროვნული უმცირესობების ენების ევროპულ ქარტიას, რომელსაც საქართველი 1999 წლიდან, ანუ ევროსაბჭოში გაწევრიანებისთანავე ავტომატურადაა მიერთებული. მათი თქმით, თურმე სწორედ ეს დოკუმენტი გვავალდებულებს ჩვენ, ვცნოთ სომხური და მივანიჭოთ მას გარკვეული სამართლებრივი სტატუსი. სინამდვილეში აი, რა ხდება: აღნიშნული ქარტია ეხება მცირე ხალხთა მილევად ენებს, როგორიცაა, მაგალითად, აფხაზური, ოსური და ა. შ. აქედან გამომდინარე, რატომაა სომხური მილევადი ენა, როცა მას აქვს სახელმწიფო სტატუსი სომხეთში, გაუგებარია, მაგრამ ჩახალიანისთვის ამის ახსნა, უბრალოდ, წყლის ნაყვა იქნება. ასეთივე უაზრობაა მისთვის იმის გაგებინება, რომ საქართველოს კი არ აქვს დღეს სომხური ეკლესიები მიტაცებული, პირიქით, სომხები ითვისებდნენ ისტორიულად ჩვენს სიწმინდეებს.

ტერიტორიულ პრეტენზიებს რაც შეეხება, წართმევა-მიტაცებაზე თუ ვსაუბრობთ, შეგვიძლია, 1918 წლის დეკემბრის მოვლენები გავიხსენოთ, ან თუნდაც ის ავბედითი ზავი, რომლის წყალობითაც მთელი ლორეს რაიონი მაშინდელი დაშნაკების ხელში აღმოჩნდა. რა ვქნათ ახლა ჩვენ, დავდგეთ და ვიძახოთ, დაგვიბრუნეთ წართმეული ტერიტორია-თქო თუ პირდაპირ შეტევაზე გადავიდეთ? იქნებ უბრალოდ დიპლომატიური რიტორიკით შევახსენოთ მეზობელ სახელმწიფოს, რომ საქართველო მათთვის სასიცოცხლო არტერიაა. ღირსეული ხელისუფლება ალბათ ნაწილობრივ ასეც მოიქცეოდა, მაგრამ ჩვენი სამწუხარო რეალობა დღეს სულ სხვაგვარია, _ «ქართული ოცნება» კოაბიტაციის ეშხში შევიდა, ბაქრაძემარგველაშვილის პოლიტიკური ქორწინება შედგა და კოალიცია სრულ ნირვანას განიცდის. ვის სცალია ახლა ეროვნული ინტერესებისთვის, ან რა ხეირი ამისგან. ბოლოსდაბოლოს ამერიკას მოეწონება ეს თუ ევროპას, რატომ უნდა წავიდეს ხელისუფლება «დინების საწინააღმდეგოდ?!»

მოკლედ, მდგომარეობა მეტად სავალალოა. ვუსმენდი რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში სააკაშვილ-ჩახალიანის კინკლაობას და ერთი შეგონება გამახსენდა: «უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონნენო.» სწორედ უპატრონო ქვეყანაში შეიძლება, სეპარატისტული ძალები ამდენს ბედავდნენ, თორემ ნორმალურ სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდეთ, მსგავსი კრიმინალები მორალს კი არ უნდა გვიკითხავდნენ, «ვირის აბანოში» უნდა ისხდნენ და ციხის კედლებს ხეხავდნენ. ცხადია, დღეს ეს არ მოხდება, ასე რომ, სანამდეც არ უნდა მივიდეს ჩახალიანის ქართველოფობიური გამოხდომები, ხელისუფლება გადაფურთხებულს არ ალოკავს…

დასასრულს, ისევ ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე მოგახსენებთ, სააკაშვილთან შეხლა-შემოხლის შემდეგ «ჯავახკის» აქტივისტები ტერიტორიას შეძახილებით გაეცალნენ: «მიშა, წადი თურქეთში!» თურქეთში კი არა და მიშა იმის იქითაც წასულა, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად თვალში საცემია: ახალი ხელისუფლების უნიათობით ამ ძალებმა ისე მოიკიდეს ფეხი, რომ უკვე უმაღლეს მსაჯულებადაც გვევლინებიან. განაჩენი პირდაპირ გამოაქვთ, ზოგს გასამართლებით ემუქრებიან, ზოგსაც _ უცხო ქვეყანაში გასტუმრებით. სხვათა შორის, ვაჰაგანას თურქეთი შემთხვევით არ უხსენებია, აქაც მათი წმინდა ნაციონალური ინტერესები იკვეთება. საქმე ისაა, რომ სომხებს, ჩვენგან განსხვავებით, ისტორიული მეხსიერება არ ღალატობთ და კარგად ახსოვთ, 1915 წელს რა უბედურება დაატეხათ თავს ოტომანების იმპერიამ. აი, ზუსტად ამიტომ აღიზიანებთ იმავე «ვაჰაგიტებსაც» თურქეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა. ასე რომ, მათი ამოცანები ამ მხრივაც ანტიქართულია. ახლა გინდა ამოქმედებული ნაღმი დაარქვი ჩახალიანს და გინდა _ უკან მობრუნებული ბუმერანგი, ის, რაც სააკაშვილმა მას პირში მიახალა, სრული სიმართლე იყო: «ექვსი მუხლით იჯექი ციხეში და ძალიან მიჰქარა მან, ვინც ციხიდან გამოგიშვა»-. თქვენი არ ვიცი და მე პირადად «ნაცმოძრაობის» ბელადს ასი პროცენტით ვეთანხმები

ჯაბა ჟვანია

P.S. საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეები მიხეილ სააკაშვილს უქმად არ დაუკარგავს და არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად კიდევ სამიათასამდე ქართველს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მოკლედ, აქეთ თურქები, იქით დაშნაკებივაი, საცოდავო საქართველო, საით მიექანები!..

 

1 COMMENT

  1. პატივცემულო ,,ჟურნალისტო,, თურქებს კი არ მიანიჭა, საქართველოს მოქალაქეობა, მუსულმან ქართველებს, ეგ სხვადასხვა, აჭარელი მუსულმანები, თურქები არიან? და ქრისტიანობა ქართველობას არ ნიშნავს, ქრისტიანობა რელიგიური მიმდინარეობაა, ქართველი, ეროვნული ნიშანი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here