Home რუბრიკები პოლიტიკა დეგნანის ქუსლქვეშ ამოდებული საქართველოს მთავრობა

დეგნანის ქუსლქვეშ ამოდებული საქართველოს მთავრობა

მიმდინარე წლის 28 ივლისსქართული ოცნებისოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შემდეგი განაცხადა: “შარლ მიშელის დოკუმენტმა თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ. თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაშიქართული ოცნებისმხრიდან შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება. 19 აპრილის შეთანხმების ანულირების ფონზე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან არ დასრულებულა? ჩვენ ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე განვაცხადეთ, რომ საარჩევნო და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების განხორციელების გარეშეც განხორციელდებოდა. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება. სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებები სიღრმისეულად განიხილება და მიიღება”.

ამის შემდეგ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც ოპოზიციამ რეფერენდუმი დაარქვა, და, შეთანხმებიდანქართული ოცნებისგასვლის მიუხედავად, დასავლელი პარტნიორები ჯიუტად იმეორებდნენ, თუ 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავს მმართველი გუნდი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნებაო. შემდეგ კი, როცა ევროპამ, ამერიკამ და ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები ერთად წააგეს, დაიწყეს ფიქრი, როგორ შეეცვალათ ხელისუფლება. ჰო, სწორედ რომ შეეცვალათ, რადგან ამერიკასა და ევროპას უფრო მორჩილი და რუსეთთან უფრო რადიკალური მმართველობა სურთ. ადამიანური რესურსის არქონის გამო, აქციებით შეცვლა არ გამოვიდა და დასავლეთმა მთავარი კოზირი გაააქტიურა _ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა. ახლა უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მიშამ “მწვანე ბარათი” სწორედ დასავლეთისგან მიიღო; ის დაარწმუნეს, რომ ვერ დაიჭერდნენ ან, თუ დაიჭერდნენ, მალე გაათავისუფლებდნენ. არც ერთი გამართლდა და არც მეორე, ამიტომ დასავლეთი კვლავ საგონებელშია. ამასობაში, “ქართული ოცნება” ცდილობს, კანონმდებლობა საკუთარ თავსა და ქვეყანას მოარგოს და მოსამართლეების დანიშვნისა და საარჩევნო რეფორმის წესების დამტკიცება დაიწყო.

“პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს. ეს არის კიდევ ერთი არასაჭირო ნაბიჯი, დაშორებული იმ ვალდებულებებისგან, რომლებიც მმართველმა პარტიამ მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აიღო ოდირის დიდი ხნის არსებული რეკომენდაციების შესრულებით, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. იმისათვის, რომ საქართველოს ამომრჩევლებს ჰქონდეთ ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ, ისინი უნდა ენდობოდნენ ცენტრალური საარჩრევნო კომისიის წევრების მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობასა და კვალიფიკაციას. სწორედ ამას ისახავდა მიზნად წინა, კონსენსუსზე დაფუძნებული პროცედურა, რომელზეც მმართველი პარტია და ოპოზიცია შეთანხმდნენ, სანამ ეს წესი პროცესის ბოლოს შეიცვალა ინკლუზიური კონსულტაციის გარეშე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას პარლამენტში, სამოქალაქო საზოგადოებას, პრეზიდენტსა და მის გუნდს ერთობლივი მუშაობისკენ ყველაზე მაღალკვალიფიციურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კანდიდატებზე მრავალპარტიული კონსენსუსის მისაღწევად ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ პოზიციების დასაკავებლად, რომლებიც თებერვალში გახდება ვაკანტური”, _ ეს განცხადება ამერიკის საელჩომ გაავრცელა.

დასამალი არავისთვისაა, რომ არჩევნების წინ თამარ ჟვანიას გადადგომა დასავლელი პარტნიორების მთავარი მოთხოვნა იყო. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჟვანიას მოხსნით “ოცნება” არჩევნებს წააგებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას აპირებენ და არა მხოლოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არამედ, საზოგადად, რეგიონების დონეზეც კი და საამისოდ ოპოზიციასაც აქეზებენ, ბრძოლაში აგვყევითო. ამერიკის საელჩოსა და ევროპელ ელჩებს იგივე რეაქცია ჰქონდათ, როცა მოსამართლეების დანიშვნაზე მიდგა საქმე. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ნაციონალების მმართველობის პერიოდში ამერიკის ელჩთან არა მხოლოდ მოსამართლეთა დანიშვნის წესს ვათანხმებდით, არამედ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, ვინ სად უნდა დანიშნულიყო.

რა არის სახელმწიფო? _ საარჩევნო სისტემა და სასამართლო. როცა ორივე ინსტიტუტი გამართულად მუშაობს, სახელმწიფო შემდგარია, რადგან სამართლიანი არჩევნები და სასამართლო ის არის, რაც უზრუნველყოფს მთავარს _ სიმართლესა და გამჭვირვალობას. ჰოდა, სწორედ ამ ორ ინსტიტუტზე ცდილობს დასავლეთი კონტროლის მოპოვებას, თორემ დანარჩენი საინტერესო არ არის. რა ერქმევა ამა თუ იმ სამინისტროს პირველ პირს ან ვინ იმუშავებს სკოლის დირექტორად, ნაკლებად საინტერესოა. როცა საარჩევნო ადმინისტრაცია ხელში გყავს, ხელისუფლებაში მოგყავს, ვინც გინდა, და ამას შემდეგაპრავებსასამართლოთი, ანუ შენ მიერ დანიშნული მოსამართლე იღებს შენთვის საჭირო გადაწყვეტილებას. ერთი მხრივ, კარგია, რომ ხელისუფლება ამას მიხვდა და სწორედ ამ ორ ინსტიტუტს არ უთმობს დასავლეთს; მეორე მხრივ კი, ბევრი კითხვის ნიშანია თუნდაც იმ მოსამართლეთა სახელებისა და გვარების მიმართ, რომლებიც უვადოდ ინიშნებიან. ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ სასამართლო სისტემაში კადრების დეფიციტია, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნო ის, ვისაც სახელი აქვს გატეხილი და მოსახლეობა არ ენდობა. სწორედ მოსახლეობა, რადგან სამართალს მასები ეძებენ, თორემ მაღალჩინოსნები საქართველოში ყოველთვის მართლები არიან.

ამერიკის ელჩი ხელისუფლების მისამართით კრიტიკას არ იშურებს და მუდმივად ცდილობს, ქვეყნის საშინაო საქმეებში ისე ჩაერიოს, რომ მის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღონ. ამის ფონზე, მთავრობა ერთხმად გაიძახის, ამერიკა ჩვენი პარტნიორიაო, და, თუ სადმე ამერიკის ელჩს დაინახავენ, მასთან სურათის გადაღების მსურველთა რიგი დგება. როგორ გინდა, დაიჯერო, რომ მინისტრები ვერ ხვდებიან, რომ კელი დეგნანი ცდილობს, საქართველოს მთავრობა ქუსლქვეშ ამოდებული ჰყავდეს და მართოს?! პირდაპირ მიანიშნებს, რომ მას უნდა დაემორჩილონ, უნდა დაემონონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის ექნება პრეტენზია იმაზე, რომ ურჩი ხელისუფლება შეიცვალოს. ჰოდა, შენი დამონების მსურველს სტრატეგიულ პარტნიორს რომ ეძახი, სერიოზული პრობლემაა.

მომავალი წლის ზაფხულისთვის ეს პროცესები უნდა დასრულდეს და უნდა გვქონდეს როგორც გამართული საკანონმდებლო ბაზა, ასევე სრულად გამართული ქვეყნის მთავარი კანონი _ კონსტიტუცია, თუმცა დასავლეთი იმუქრება, ჩვენს თარგზე თუ არ მოჭრით ერთსაც და მეორესაც, რიგგარეშე არჩევნების საკითხს დღის წესრიგში მწვავედ დავაყენებთო. არადა, სწორედ რიგგარეშე არჩევნების არანაირი წინაპირობა არ ჩანს და არც გამოჩნდება, თუ ძალით არ მოგვახვევენ თავს. არადა, ამის ნიშნები უკვე არის. არც ის არის მოსაწონი, პრეზიდენტის ინიციატივა, _ შევრიგდეთო, სათავისოდ რომ მოირგო ოპოზიციამ: ჯერ სააკაშვილი გამოვიდეს ციხიდან და მერე შევრიგდეთო. დასავლელიპარტნიორებიხვდებიან, რომ ერთადერთი გამოსავალი ვადაზე ადრე ხელისუფლების შეცვლისა, სწორედ მიშას გათავისუფლებაა. პირველ რიგში, ეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გააღიზიანებს და მერე თავისუფლებაზე მყოფი სააკაშვილი თავს ყველაფრის უფლებას მისცემს, რადგან მისი ახალი დაკავება ისე ლამაზად შეიფუთება პოლიტიკური ნიშნით, როგორც დაგიბარებიათ. ჰოდა, ეს შერიგებისა თუ მორიგების ინიციატივა პრეზიდენტმა იქამდე არ უნდა მიიყვანოს, გამოსავლად მხოლოდ სააკაშვილის გათავისუფლება დარჩეს.

საზოგადოდ, ეს შერიგებაც თავს მოხვეული გვგონია, რადგან, მოსახლეობის აზრით, “ნაციონალურ მოძრაობასთანშერიგება კი არა, მისი გასამართლება და დასჯაა საჭირო. უსამართლობის განცდა არის მთავარი, რაც დღეს ხალხს აწუხებს. დასანანია, რომქართული ოცნებაამას 2012 წლიდან დღემდე ვერ მიხვდა ან მიხვდა და ვერ აკეთებს, არ აკეთებინებენ და უკვე ვეღარც გააკეთებს, რადგან სწორედოცნებისმიერ არიან თანამდებობებზე დანიშნული ისეთიმამალი ნაციონალები”, რომ მათი დასჯა მმართველი გუნდის დისკრედიტაციის ტოლფასი იქნება.

მომავალი წლიდან დასავლეთი კვლავ შეეცდება, საქართველოს კანონმდებლობა საკუთარ თარგზე მოჭრას, მით უმეტეს მაშინ, როცა წინ ნატოს სამიტია და მთავრობას თითს დაუქნევენ: თუ ჭკუით არ იქნებით, “მაპზე უკეთესს” ვერ მიიღებთო. ამიტომ ხელისუფლებას მოთმინება და გაძლება მართებს, თორემ ოდნავ მოშვებული (და არა გადაგდებული) მონობის უღელი ისევ მყარად თუ დაგვადგეს, მის მოშორებას ათწლეულიც აღარ ეყოფა.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here