Home სხვადასხვა დაიჯესტი ესენი რაღაცას გვატყუებენ: ბილ გეიტსმა კორონავირუსის პანდემიის მწვავე ფაზის დასრულება იწინასწარმეტყველა

ესენი რაღაცას გვატყუებენ: ბილ გეიტსმა კორონავირუსის პანდემიის მწვავე ფაზის დასრულება იწინასწარმეტყველა

“ომიკრონი” პანდემიას ბოლოს მოუღებს?

კორონავირუსის პანდემიის მწვავე ფაზა 2022 წელს დასრულდება. მოვლენების ასეთი განვითარება იწინასწარმეტყველა კორპორაციამაიკროსოფტისდამფუძნებელმა ბილ გეიტსმა. კორონავირუსის შტამიომიკრონიშეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ დომინანტი მსოფლიოში, არამედ მის წინამორბედ დელტა შტამზე ნაკლებად სახიფათო. ყოველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომომიკრონიუკვე 40-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი, მისგან სიკვდილის არც ერთი შემთხვევა არ არის აღრიცხული, _ იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ამას გარდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ომიკრონი” უფრო იოლ ფორმებში მიმდინარეობს _ ეს შტამი გაცივებას უფრო ჰგავს და ადამიანს შეუძლია უფრო ადვილად გადაიტანოს, ვიდრე კოვიდის ადრინდელი ვარიანტები.

ზოგიერთი მეცნიერი უკვე ალაპარაკდა, რომ კოვიდის ბოლო ვერსია პანდემიის დასასრულის დასაწყისად შეიძლება იქცეს, და კორონავირუსი შევიდა იმ სტადიაში, როცა ის უფრო და უფრო შეეთვისება ადამიანის ორგანიზმს და მისთვის ნაკლებად სახიფათო იქნება.

იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც “ომიკრონმა” საბოლოოდ გააძევა წინა შტამი “დელტა” (ძირითადად, აფრიკაში), სიკვდილის შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა, პირიქით _ აფრიკის კონტინენტზე კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა 13%-ით შემცირდა.

ომიკრონიისე იმუშავებს, როგორც ვაქცინა

სპეციალისტებმა ნოემბერში ივარაუდეს, რომ უამრავი მუტაციის შედეგად შტამი არამდგრადი გახდა და ეს დღეს დასტურდება.

აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ დაუშვა, რომ “ომიკრონი” შეიძლება “დელტაზე” ნაკლებად სახიფათო იყოს და ამიტომ თეთრ სახლს სურს, განიხილოს რამდენიმე აფრიკული ქვეყნიდან აშშ-ში შესვლის აკრძალვის გაუქმების შესაძლებლობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here