ისე სწრაფად ვითარდება გეოპოლიტიკური მოვლენები, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ოთხშაბათიდან ოთხშაბათამდე, სანამ გაზეთის მორიგი ნომერი იხილავს დღის სინათლეს, განსახილველი თემების პრიორიტეტულობის მიხედვით დალაგება, ანუ მომავალი წერილის მთავარ თემაზე ფიქრი უსარგებლო შრომაა. ამიტომაა, რომ მთელი კვირის განმავლობაში გაფაციცებული მივჩერებივარ ტელეეკრანს და წერილზე მუშაობის დაწყებას ბოლო მომენტამდე, ორშაბათს საღამომდე “ვწელავ” და, როგორც წესი, სამშაბათის რიჟრაჟზე ვამთავრებ ხოლმე.
წინამდებარე წერილი, ამ მხრივ, თითქოს გამონაკლისი უნდა ყოფილიყო, რადგან, უთო რომ ჩაგერთო, ისიც ბაიდენ-პუტინის მომავალ ვირტუალურ შეხვედრაზე დაიწყებდა ლაპარაკს. მსოფლიოში მთავარი მოვლენა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ისტორიული “შეხვედრა” რომ იქნებოდა, ყველასთვის იმთავითვე ცხადი იყო და ამიტომ ამ წერილის მთავარი თემის “პოვნა” არ გამჭირვებია. ბაიდენისა და პუტინის 7 დეკემბრის “შეხვედრას” ისტორიული ვუწოდე, რაც მავანმა შეიძლება გადაჭარბებად ჩამითვალოს _ ისინი ხომ სხვა ფორმატსა და ვითარებაში ადრეც შეხვედრიან ერთმანეთს, რომ არაფერი ვთქვათ სატელეფონო საუბრებზე, რომლებიც გარკვეულწილად შეხვედრადაც შეიძლება მოვნათლოთ… მაშ, რით არის ეს ვიდეორანდევუ სხვა შეხვედრებისგან გამორჩეული, ისტორიული რომ ვუწოდეთ? ვისაც პოლიტიკური ვითარების ელემენტარული ანალიზის უნარი შესწევს და მახსოვრობას არ უჩივის, გაცნობიერებული ექნება, რომ კაცობრიობა სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის საფრთხესთან ისე ახლოს არ ყოფილა, როგორც დღეს. ასეთი საფრთხის წინაშე არ ყოფილა თვით 1962 წლის ოქტომბერში, როცა ე.წ. კარიბის ზღვის კრიზისისას საბჭოთა კავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კინაღამ ბირთვული ომი გააჩაღეს. იმ მომენტში პლანეტა დედამიწის განადგურება აშშ–ის ისტორიაში, ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი პრეზიდენტის, ჯონ კენედის, ძალისხმევით იქნა აცილებული, თორემ საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე სულელი “პრეზიდენტი”, ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელიც გაეროს ტრიბუნას ფეხსაცმელს უბრახუნებდა, ომს დაიწყებდა.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ზემოხსენებული ვიდეორანდევუ უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩატარდა, რომლის შემდეგაც ასეთ შემთხვევებში ტრადიციული პრესკონფერენცია არ გამართულა, თუმცა ვირტუალური შეხვედრის დამთავრების მეორე-მესამე დღეს პატარ-პატარა საიდუმლოებებმა მაინც გამოჟონა. და დღეს პოლიტოლოგები, ექსპერტები თუ ჟურნალისტები გამოჟონილი ინფორმაციისა და ფაქტების ანალიზით არიან დაკავებულები…
შეთანხმების მიხედვით, ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს პირისპირ, თანმხლები პირების გარეშე, მხოლოდ თარჯიმნების თანდასწრებით უნდა ესაუბრათ. ეს არცთუ უმნიშვნელო პროტოკოლური პირობა ამერიკელებმა უბოდიშოდ დაარღვიეს _ ერთ მხარეს მარტო პუტინი იჯდა, ხოლო მეორე მხარეს ჯო ბაიდენს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და კიდევ სამი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე “უმშვენებდა გვერდს”… რატომ ასეთი “ვაჟკაცობა”? რატომ და ვლადიმერ პუტინის მტერ-მოყვარენმა კარგად იციან, რომ რუსეთის პრეზიდენტი არა მხოლოდ უძლეველი მართლმადიდებელი (თუ რატომ გავუსვი ხაზი სიტყვა “მართლმადიდებელს”, ამაზე ქვემოთ) და რუსეთის იმპერიის მთავარსარდალია, არამედ მსოფლიოს ნომერ პირველი პოლიტიკოსი და ამასთანავე, ყველაზე გავლენიანი პიროვნებაც. ჰოდა, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხომ წარმოგიდგენიათ, “ტეტ-ა-ტეტ” შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინი რას უზამდა ჯო ბაიდენს, რომელმაც კორნუოლის ჰერცოგინიას მიერ ცოტა ხნის წინათ გამართულ მაღალი წრის საზოგადოების წვეულებაზე თავი ვერ შეიკავა და “ჰაერი გააფუჭა”. მოკლედ, ხატოვნად თუ ვიტყვით, დებატებში ვლადიმერ პუტინს ჯო ბაიდენი ერთ ლუკმად არ ეყოფოდა, ამიტომაც “მძინარე ჯო” (დონალდ ტრამპმა “მონათლა” ასე) ანგლოსაქსებმა პუტინის “შესაჭმელად” ვერ გაიმეტეს და ზემოხსენებული “სპეცრაზმით” შეეცადნენ აშშ–ის პრეზიდენტის გადარჩენას, მაგრამ ამაოდ… მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინს სრული უფლება ჰქონდა, პროტოკოლის დარღვევა გაეპროტესტებინა, მან არ იკადრა ჯო ბაიდენთან ამგვარი იაფფასიანი ხერხის გამოყენება. სამაგიეროდ, ბაიდენის წინასარანდევუ ბაქიბუქიდან _ წითელ ხაზებს, ვინც უნდა გაავლოს, არ ვცნობო _ არაფერი დატოვა. ბაიდენისა და პუტინის ვიდეოსაუბრიდან მეორე დღეს პირადად ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას რუსეთთან ომის შემთხვევაში სამხედრო კონტინგენტით დახმარებას არასოდეს დაჰპირებია. კი, თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას, კოლექტიურ დასავლეთთან ერთად, ურყევად ვაღიარებთ, “ჯაველინებსაც” მოგაწვდით, არნახულ ეკონომიკურ სანქციებსაც (რომლებიც, დიდი ხანია, რუსეთს ფეხებზე ჰკიდია) დავუწესებთ კრემლს, მაგრამ არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ იომებს რუსეთთან უკრაინის გამოო.
რაც შეეხება ნატოში უკრაინის მიღებას, იანკებმა განაცხადეს, რომ ეს უახლოესი 10 წლის განმავლობაში ვერ მოხდება და, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი წელი ჩაივლის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის ინტეგრაციის მოლოდინში. ვერაფერს იტყვი, ერთობ იმედიანი პერსპექტივაა. ამის მიუხედავად, უკრაინელი ნაციონალისტები რუსეთს სისხლის აბანოებითა და უთვალავი კუბოებით ემუქრებიან და, თუ რუსები უკრაინაში ტანკებით შეჭრას გაბედავენ, მათ განადგურებას “ჯაველინებით” შეეცდებიან… ნუთუ უკრაინის “უძლეველ არმიაში” საღად მოაზროვნე არავინ ჰყავთ, რომ დაფიქრდეს: თუ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა, ჯერ ჰაერიდან და კოსმოსიდან, შემდეგ სახმელეთო თუ წყალქვეშა ბაზირების რაკეტებით დაბომბავს და რამდენიმე წუთში გაანადგურებს უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას, მის ახლომახლო ტერიტორიებს უდაბნოდ აქცევს და მხოლოდ ამის შემდეგ, ისე, რომ ერთ ჯარისკაცსაც არ დაკარგავს, ტანკებითა და ქვეითი ჯარით შევა კიევში. ამით უკრაინა ერთხელ და სამუდამოდ დაკარგავს სახელმწიფოებრიობას, რომელიც, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ბოლშევიკურ გადატრიალებამდე, არც არასოდეს ჰქონიათ (“აკრაინა”, ანუ განაპირა, ან “მალოროსია” ასე ეწოდებოდა ტერიტორიას, რომელიც ბოგდან ხმელნიცკიმ 367 წლის წინათ მიუერთა რუსეთის იმპერიას).
ზემოთ მართლმადიდებლობას გავუსვი ხაზი და აი, რატომ:
რა დონის მოლაპარაკებებიც უნდა გაიმართოს რუსეთსა და კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებს შორის, დემოკრატიის სავანედან არასოდეს ავიწყდებათ რუსეთის დამუნათება, რომ მოსკოვი ჯეროვნად არ იცავს ლგბტ საზოგადოების უფლებებს; “ველური” რუსეთი არ იღებს მათ ღირებულება-ფასეულობებს, რომლებიც, დიდი ხანია, “დემოკრატიული” დასავლეთის კონსტიტუციური ნორმა, გნებავთ, ცხოვრების წესია. ევროკავშირში სულ ორი ქვეყანაა _ პოლონეთი და უნგრეთი, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე არ აღიარებენ ლგბტ ღირებულებების მთავარ პოსტულატს _ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებას, რის გამოც ლიბერასტული ევროპარლამენტი ფინანსური სანქციებითა და კავშირიდან გარიცხვითაც კი ემუქრება ყოფილი სოციალისტური ბანაკის ამ ორ სახელმწიფოს.
მსოფლიოში სულ 200 მლნ მართლმადიდებელია, მათგან 96,3 მლნ რუსეთის ეკლესიის მრევლია. მართლმადიდებელი ქრისტიანობაა ლგბტ სექტანტების დაუძინებელი მტერი და სწორედ ამიტომ ერჩიან მას კათოლიკები და სხვა “ქრისტიანები”. საქართველოშიც მომრავლდნენ ე.წ. ადამიანის უფლებების დაცვის ეგიდით მოქმედი სატანისტური სექტები, რომლებიც დიდი ილიას ნაანდერძევ სამებას _ “მამული, ენა, სარწმუნოება”-ს _ უთხრიან ძირს.
დავით მხეიძე
P.S. რუსეთის ტელევიზიით ერთი მეტად საყურადღებო განცხადება გაკეთდა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა ჩვენი ქვეყნის ფარჩაკი ხელისუფლება: “რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკანასკნელად აფრთხილებს კოლექტიურ დასავლეთს, აშშ–სა და ნატოს, თუ ისინი ოფიციალურად არ გაანულებენ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ნატოში გაწევრების დოკუმენტს, რუსეთის პასუხი იქნება სამხედრო”.
აი, პუტინის მიერ შეპირებული წითელი ხაზი.