Home რუბრიკები პოლიტიკა რაზე იმსჯელეს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა

რაზე იმსჯელეს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა

2021 წლის 7 დეკემბერს რუსეთისა და აშშის პრეზიდენტებმა _ ვლადიმერ პუტინმა და  ჯოზეფ ბაიდენმა _ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართეს მოლაპარაკება, რომელიც 2 საათს გაგრძელდა. მოლაპარაკებების დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ, ექსპერტთა ვარაუდით, განხილული თემები იყო ორმხრივი ურთიერთობები, ვითარება უკრაინაში, ნატოს წინსვლა რუსეთის საზღვრებთან, რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და კიბერუსაფრთხოების პრობლემა.

პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკების პირველი შედეგები ვიდეოშეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში შეიქნა ცნობილი, მაგრამ არა პრეზიდენტების ან მათი სპეცსამსახურებისგან:

* ამერიკის კონგრესის ორივე პალატის მიერ შეთანხმებულ აშშის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში ნახსენები არ იქნება სანქციებიჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის, რუსეთის სუვერენული ვალისა დაპუტინის გარემოცვიდან” 35 რუსის წინააღმდეგ.

* ძალაში დარჩა, მაგრამ რამდენიმეჯერ შემცირებული მოცულობით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა.

ბაიდენმა გამორიცხა ამერიკის სამხედრო ქვედანაყოფების შეყვანა უკრაინაშირუსული შეჭრისგანდასაცავად

ვიდეოკონფერენციიდან მეორე დღეს, 8 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ განიხილავს სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობას უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ამერიკის ლიდერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, უარს ხომ არ ამბობს უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ქვედანაყოფების შეყვანის ვარიანტზე რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბული ვითარების გამო. “ეს არ განიხილება”, _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მეთაურმა. ამის თაობაზე იუწყება CNBC.

თუ თქვენ უკრაინაში შეიჭრებით, ამას მოჰყვება სერიოზული შედეგები, ეკონომიკური შედეგები”, _ ბაიდენის თქმით, სწორედ ეს სიტყვები უთხრა მან პუტინს ვიდეოკონფერენციაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, სამხედრო დახმარებას მიიღებს როგორც უკრაინა, ისე მისი მოსაზღვრე ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არიან, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნები.

აშშ და ნატო მზად არიან, შეისწავლონ რუსეთისთვის ბლოკის გაფართოებაზე უარის თქმის შესახებ გარანტიების მიცემის შესაძლებლობა

თეთრი სახლის მეთაურის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს განზრახული აქვთ, შეისწავლონ რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესაძლებლობა. ამ საკითხზე ჯო ბაიდენმა 8 დეკემბერს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. აშშის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ და ნატო ამუშავებენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა იმსჯელონ ევროპის უსაფრთხოებაზე. .., განიხილავენ რუსეთის მოთხოვნას, ნატოში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო, თანაც განიხილავენ არა ერთმანეთში, არამედ რუსეთთან ერთად.

შეგახსენებთ: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნატოს შესთავაზა, გააფორმონ იურიდიულად დასაბუთებული წერილობითი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ალიანსი არ გაფართოვდება აღმოსავლეთით.

ამის საპასუხოდ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მყისვე განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, ნატოში შესვლაზე შეზღუდვა დაუწესოს ქვეყნებს, მათ შორის უკრაინას.

უახლოეს ხანში შეიძლება პროცესები მკვდარი წერტილიდან დაიძრას

სიგნალები, რომლებიც მოდის თეთრი სახლიდან და ამერიკული მედიასაშუალებებიდან, მიუთითებს იმაზე, რომ დონბასში პროცესები შეიძლება უახლოეს ხანში დაიძრას მკვდარი წერტილიდან. ანალოგიური სიგნალები მოდის რუსეთიდანაც.

სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკულ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი დაიწყებს კიევზე ზემოქმედებას იმ მიზნით, რომ მოხდეს მინსკის შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის რეალიზაცია.

საინფორმაციო სააგენტო Associatd Press-ი ბაიდენის ადმინისტრაციაში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლის ზემოქმედებით უკრაინა ავტონომიას მიანიჭებს დონბასს, ანუ შეასრულებს მინსკის შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს.

“ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ივარაუდეს, რომ აშშ დაიწყებს ზემოქმედებას უკრაინაზე, რათა მან ოფიციალურად დაუთმოს ავტონომიის ნაწილი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე მიწებს”, _ წერს სააგენტო. ეს სწორედ ის არის, რისი გაგონებაც ოფიციალურ დონეზე არ სურდათ უკრაინაში, ხოლო მათ, ვინც მოუწოდებდა, დონბასისთვის მიეცათ ავტონომია, სეპარატისტებად აცხადებდნენ.

ვიდეოკონფერენციის მიმდინარეობისას ჯო ბაიდენს ოთხი თანაშემწე აზღვევდა

Associatd Press წერს: “აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ამოცანა არის ის, რომ კიევს უბიძგოს, გააცნობიეროს საქმის რეალური ვითარება უკრაინის აღმოსავლეთში და, ამასთანავე, არ შექმნას შთაბეჭდილება, რომ ის უთმობს პრეზიდენტ პუტინს, მაგრამ ეს იოლი საქმე არ იქნება.

ვაშინგტონმა უკვე განუცხადა კიევს, რომ ნატოში უკრაინის ინტეგრაციას არავინ დათანხმდება უახლოესი 10 წლის განმავლობაში”, _ ეს ინფორმაციაც Associatd Press-მა გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტში წყაროზე დაყრდნობით.

მოსკოვი კი აცხადებს, რომ ნორმანდიულ ფორმატში აშშ-ის ჩართვის წინააღმდეგი არ არის. “პრინციპში, აშშ-ის ნორმანდიულ ფორმატში ჩართვის უკუჩვენებები არ არსებობს, რადგან ის რეალურად ახდენს გავლენას უკრაინაზე, და ვაშინგტონის პოზიციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინის კონფლიქტის რეგულირების საქმეში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ კრასნიცკიმ. დიპლომატის თქმით, რუსეთი წინააღმდეგი არ იქნება, აშშ-ს გავლენა ჰქონდეს უკრაინაზე, თუ ამერიკის ხელისუფლება მართლაც მზად არის, წვლილი შეიტანოს კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში.

სინამდვილეში რაზე იმსჯელეს პუტინმა და ბაიდენმა

თეთრი სახლის ბოლო განცხადებებიდან და ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ცნობებიდან გამომდინარე, პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებები მოიცავდა შემდეგ საკვანძო საკითხებს:

1. რეალური გეგმების შემუშავება დონბასში ვითარების რეგულირებისთვის და არა, უბრალოდ, მოსაზრებების გაცვლა (რომელთა შესახებაც პრეზიდენტების პირადი შეხვედრის გარეშეც ყველასთვის ცნობილია). თანაც ამ გეგმებში აშკარად შედის დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება უკრაინის შემადგენლობაში, როგორც მინსკის შეთანხმების ქვაკუთხედი.

უფრო ზუსტ სურათს მოგვცემს სამომავლო კონსულტაციები ან ნორმანდიულ ფორმატში, რომელშიც ჩაერთვება აშშ-იც, ან მოსკოვისა და ვაშინგტონის ორმხრივი მოლაპარაკებები პრეზიდენტების წარმომადგენელთა დონეზე;

2. რუსეთის მეზობლებისთვის ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმაც საკვანძო თემაა _ მიუხედავად ამერიკის ადმინისტრაციის მცდელობებისა, ისე წარმოეჩინათ, თითქოს ამ მოთხოვნაზე პუტინს უარი უთხრეს. სხვაგვარად ჩვენ ვერ მოვისმენდით ნატოს მიმართ რუსეთის მოთხოვნებზე მსჯელობას, აგრეთვე, განცხადებებს იმის შესახებ, რომ არც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და არც აშშ უკრაინისთვის არ იომებენ. ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, შეიძლება აღვიქვათ, როგორც სიგნალი უკრაინისთვის, რომ არ არის საჭირო, შეუტიოს დონბასს ან სხვა პროვოკაცია მოუწყოს რუსეთს (ამ მხრივ საჩვენებელია პენტაგონის განცხადება, რომელმაც მოუწოდა უკრაინას, “ჯაველინები” გამოიყენოს ვითარების “შესაბამისად და მხოლოდ თავდაცვისთვის”).

ასევე, საინტერესოა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევს უარი უთხრეს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე მომავალი ათი წლის განმავლობაში.

სხვათა შორის, ეს სიგნალები, აგრეთვე, მიმართულია უკრაინისკენაც. თუ რეალური სამხედრო დახმარება არ იქნება, და ამის გარანტიას არავინ იძლევა, ეს ნიშნავს, რომ კიევს უბიძგებენ დიპლომატიური რეგულირების გზაზე. და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული პირველ პუნქტთან.

არ შეიძლება იმის გამორიცხვაც, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა უარს იტყვის მინსკის შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის შესრულებაზე, რათა პარლამენტში თავს არ დაიტეხოს ნაციონალისტთა ბრალდებებიზრადასა” (ღალატი) დაკაპიტულაციაში”. ნაციონალისტები უკვე იმუქრებიანახალი მაიდნით”, თუ პრეზიდენტი გადაკვეთს მათწითელ ხაზებსდონბასის მიმართ, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, არის განსაკუთრებული სტატუსი და “მინსკი-2”-ის სხვა პოლიტიკური პუნქტები.

მაგრამ ასეთ შემთხვევაში, სახელდობრ, კიევი აღმოჩნდება განტევების ვაცი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში, რაც დამატებით არგუმენტს მისცემს რუსეთსა და დასავლეთს, ერთმანეთში მოილაპარაკონ აღმოსავლეთ ევროპაში თამაშის ახალ წესებზე, რომლებიც გამორიცხავს რეგიონში ვითარების გამწვავების შესაძლებლობას.

რას უნდა ველოდოთ?

პუტინისა და ბაიდენის ვიდეოკონფერენცია გარკვეულ ოპტიმიზმს იწვევს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკის განცხადებით, “ორივე მხარის საკმაოდ ლაკონიური გზავნილები მაინც იძლევა იმედის საფუძველს, რომ დაძაბულობა, რომელიც ბოლო თვეში აღინიშნებოდა, შემცირდება, ისევე, როგორც ანტირუსული ისტერიკის გრადუსი დასავლურ პოლიტიკურ და მედიასივრცეში. მთლიანობაში, სამიტის შედეგები იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, თუმცა, სასწაულს არავინ ელოდა”.

ამ ვიდეოკონფერენციაში მთავარი არის ის, რომ აშშ და მისი მოკავშირეები შეშფოთდნენ რუსეთის მტკიცე გადაწყვეტილებით, იარაღით ხელში დაეცვა თავისი ინტერესები და ახლა მკაფიოდ ხედავენ ამ მუქარას. თუ არ შეამჩნევენ, რუსეთი სრულიად გაწყვეტს დასავლეთთან ურთიერთობას და თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოაგვარებს უკრაინასა და სხვა მეზობლებთან პრობლემებს.

ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here