Home რუბრიკები პოლიტიკა დიდი სამამულო ომის ექო

დიდი სამამულო ომის ექო

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

ორმოცდამესამე გამოშვება

დიდი ბრიტანეთი ბევრი მიმართულებით აოცებს მსოფლიოს. ყოფილ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ექსტრავაგანტური ცეკვით დაწყებული და, თუ გნებავთ, დღევანდელი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის, ვარცხნილობით დამთავრებული, ბევრი რამ არ შეეფერება ნისლიანი ალბიონის მაღალ კულტურას, მის კონსერვატიულ ხასიათსა და ბუნებას. ახლა კიდევ, საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი ელისაბედ ტრასი ტანკზე ამხედრებული მოადგა რუსეთის საზღვრებს ესტონეთის მხრიდან, რაც ფიურერის აჩრდილის გამოცხადებას ჰგავდა, მაგრამარც ჰგავდა. ტანკი მაინც ყოფილიყო რამე ახალი სიტყვა ჯავშნიანი საბრძოლო მანქანების მშენებლობის საქმეში. ძველიჩელენჯერ 2”, რომელიც თავის დროზეც ვერ გამოირჩეოდა განსაკუთრებული მახასიათებლებით, რუსეთზე დიდ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა.

დიდი ბრიტანეთის დღევანდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა ამ ქვეყნის პრემიერმინისტრ მარგარეტ ტეტჩერის (1979-1990 წწ.) ჟესტი, რომელმაც 1986 წელს დასავლეთ გერმანიაში ნატოს ერთ-ერთ პოლიგონზე ტანკით გაიარა და გაისროლა კიდეც. იმხანად კოლექტიური დასავლეთის გამარჯვება საბჭოთა კავშირზე გარდაუვალი იყო, რადგან თვითონ საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ იყო ასე გადაწყვეტილი. დღეს სხვა ვითარებაა. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არც “გენსეკი” გორბაჩოვი არ არის და არც პრეზიდენტი ელცინი. მაინცდამაინც ომამდე თუ მივა საქმე, კოლექტიური დასავლეთი პუტინის დროსაც ისევე შეელეწება რქებით რუსეთს, როგორც საბჭოთა კავშირს შეელეწა სტალინის პერიოდში. რაც შეეხება ქალბატონ მინისტრს, მას ყველაზე მეტად სწორედ ბრიტანეთში დასცინეს უნიჭო დემარშის გამო.

The Telegraph-ის მკითხველების კომენტარები ასეთი იყო: “რუსეთს აშინებს?”; “კრემლში შიშისგან ცახცახებენ”; “ელისაბედ ტრასის ტანკით გასეირნების შემდეგ პუტინს თურმე უგუნებობა დაეტყო”.

რუსეთის პრეზიდენტს უგუნებობა თუ დაეტყო, ეს ბრიტანეთის მინისტრის ქარაფშუტულ საქციელზე მეტად კოლექტიური დასავლეთის იმ უგუნურ საქციელს უკავშირდება, რომელსაც მთელი მსოფლიო ჩიხში შეჰყავს. პუტინმა დასავლეთისგან საიმედო და გრძელვადიანი გარანტია მოითხოვა აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებისა და რუსეთის საზღვრებთან სამხედრო სისტემების განლაგების გამორიცხვის შესახებ: «Перед нашей дипломатией сейчас стоит первоочередная задача добиваться предоставления России надежных и долгосрочных гарантий безопасности. В диалоге с США и их союзниками будем настаивать на выработке конкретных договоренностей, исключающих любые дальнейшие продвижения НАТО на Восток и размещения угрожающих нам систем оружия в непосредственной близости от территории Российской Федерации». გორბაჩოვის მიერ ჩადენილი დანაშაული (და არა შეცდომა) იმ იურიდიული დოკუმენტის გაუფორმებლობა იყო, რომლის მიხედვითაც ვარშავის ბლოკის დაშლის შემდეგ ან ნატოც დაიშლებოდა, ან (სულ ცოტა) არ გაფართოვდებოდა. ეს დანაშაული ამჟამად მაინც უნდა გამოსწორდეს. რუსეთის პრეზიდენტი სწორედ ამას მოითხოვს: «Нам нужны именно правовые, юридические гарантии, поскольку западные коллеги не выполнили взятые на себя соответствующие устные обязательства. Всем известно о дававшихся устных заверениях, что НАТО не будет расширяться на Восток. Но всё было сделано ровно наоборот. По сути, законные российские озабоченности в сфере безопасности были проигнорированы. И сейчас их продолжают игнорировать дальше. Кстати, угроза на наших западных рубежах действительно нарастает, и об этом мы неоднократно говорили. Достаточно посмотреть, насколько близко к российским границам выдвинулась военная инфраструктура Североатлантического альянса. Для нас это более чем серьезно. В данной ситуации мы предпринимаем адекватные военно-технические меры».

სამხედრო პარიტეტისა და ძალთა თანაფარდობის დაცვა მხოლოდ რუსეთის პრობლემა არ არის, ეს მსოფლიოს პრობლემაა, ვინაიდან პარიტეტის დარღვევა მთელ მსოფლიოს გლობალური კატასტროფის საშიშროების წინაშე აყენებს. ამტომაცაა, რომ აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის უპასუხისმგებლო ქცევის გამო მათ კრიტიკოსები დასავლეთშიც გამოუჩნდათ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ოფიცერი, რუსეთის სტრატეგიისა და სამხედრო დოქტრინის სპეციალისტი რებეკა კოფლერი Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ აცხადებს:

“აშშ-ისთვის უმჯობესი იქნებოდა, საკუთარი ინტერესები დაეცვა და თავი შეეკავებინა სხვა კონტინენტებზე არსებული სახელმწიფოების ურთიერთობებში ჩარევისგან, სადაც არ არის აშშ-ის ობიექტური ინტერესები. შესაძლებელია, ეს კატასტროფით დასრულდეს”. კოფლერის აზრით, “უკრაინა შედის რუსეთის სასიცოცხლო ინტერესების ზონაში, მაგრამ იგი არ წარმოადგენს აშშის ინტერესების შემადგენელ ნაწილს”. ამ საკითხზე მსჯელობას კოფლერი ასე ამთავრებს: “რუსულ მიწაზე რუსეთისთვის ომი ჯერ არავის მოუგია”. ასეთია ამერიკელი სპეციალისტისა და გულწრფელი მოქალაქის აზრი, რომლისგანაც რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს ამჟღავნებენ აშშ-ის ხელმძღვანელი პირები. უკრაინა და ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, _ აცხადებენ ისინი. სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის პოზიცია ასეთია: “პუტინის მოთხოვნა გაუგებარია. იდეა, რომ უკრაინა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ცუდი ხუმრობა იქნებოდა, საკითხი ასე სერიოზულად რომ არ იდგეს. ნატო თავდაცვითი ალიანსია, რომელიც რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მის მიმართ აგრესიული ზრახვები არ გააჩნია”. ბლინკენი უფრო შორსაც წავიდა: “ალიანსის მიზანია, დარწმუნდეს მისი წევრების ეფექტიან დაცვაში და დააკმაყოფილოს მათი თავდაცვითი მოთხოვნები”. რა გამოდის? ნატო რუსეთის ყველა მეზობელ სახელმწიფოში უნდა იყოს და მათი თავდაცვითი მოთხოვნები მთლიანად უნდა დააკმაყოფილოს,ანუ ეს სახელმწიფოები შეიარაღებით და უახლესი სამხედრო ტექნოლოგიებით უნდა გატენოს, რუსეთს კი პრეტენზიები არ უნდა გაუჩნდეს? ბლინკენი აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს გაფართოების შეჩერების შესახებ რუსეთის აბსოლუტურად სწორ მოთხოვნას თავხედურად პასუხობს: “რუსეთის შესაძლო აგრესიის გათვალისწინებით, ჩვენ განზრახული გვაქვს, აღმოსავლეთის ფლანგზე დამატებითი ძალები გავგზავნოთ”. ბლინკენი, როგორც ჩანს, პოლიტიკური განცხადებების კეთებისას თავს არ იწუხებს თანმიმდევრულობაზე ფიქრით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე წუთს ასეთი რამ არ უნდა ეთქვა: დიდი შეცდომაა და არასწორია თეზისები, რომ ნატოს მხრიდან რუსეთს რამე სახის საფრთხე ემუქრება”. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ქართველები ანდაზებს ამერიკელთა საქციელზე ხომ არ ქმნიდნენ-მეთქი. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ჯო ბაიდენი ხარ, ენტონი ბლინკენი თუ ლოიდ ოსტინი, თქვენ თუ არ გჯერათ რუსეთის ნათქვამი, რომ ისინი არავისზე თავდასხმას არ აპირებენ, რუსებმა რატომ უნდა დაგიჯერონ თქვენ, რომ მას თავს არ დაესხმით? დღესა და ღამეს რუსეთის ლანძღვაში ასწორებთ; დედამიწაზე თუკი რამ ბოროტება არსებობს, ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებთ; რუსეთის ირგვლივ ნატოს ალყას კრავთ; რუსეთის მეზობელ ყველა სახელმწიფოს თქვენს სამხედრო ბლოკში მიათრევთ; თუკი რამ შეიარაღება გაგაჩნიათ, რუსეთის საზღვრებამდე მოზიდეთ; შავი ზღვა თქვენი სამხედრო გემებით გაავსეთ; თქვენი სამხედრო დოქტრინის მიხედვით რუსეთი მტრად გამოაცხადეთ; იმ ფარატინა ქაღალდზეც კი, რომელზეც ეწერება, რომ მეტად აღარ გაფართოვდებით და რუსეთის საზღვრებს ყველა მხრიდან არ მიადგებით, ხელს არ აწერთ; რუსეთის სამართლიან მოთხოვნას აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების შესახებ, აღმოსავლეთის ფლანგზე ახალი ძალების გაგზავნით პასუხობთ და ყოველივე ამის შემდეგ რა პირით მოითხოვთ, რომ რუსეთიპატიოსან სიტყვაზეუნდა გენდოთ?! კი მაგრამ, მაგნაირ “პატიოსან სიტყვაზე” საბჭოთა კავშირის ლიდერები რომ გენდნენ, ის ნდობა გაამართლეთ?!

ბატონო ბლინკენ, თქვენი სახელმწიფოს ისტორია, დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთესად გეცოდინებათ. აშშ, მისი არცთუ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, სამოცამდე სახელმწიფოსთან ფართომასშტაბიანი ომი რომ ჰქონდა, ეს არცთუ დადებითი ფაქტი აუცილებლად გემახსოვრებათ. ჰოდა, ამ სრულიად არასახარბიელო წარსულის მქონე სახელმწიფოს ერთერთი ლიდერი თქვენ მიერვე მტრად შერაცხულ სახელმწიფოს, “პატიოსან სიტყვაზემენდეო, რომ ეტყვი, მაგნაირ ადამიანზე ჩვენი წინაპრები ასე ამბობდნენ: ამ კაცის ენას ძვალი არ აქვსო, რაც გადატანითი მნიშვნელობით იმას ნიშნავდა, რომ ამ კაცს სინდისი არ აქვსო. შეგიძლიათ, ეს დასავლური უტიფრობის ქართულ შეფასებად მიიღოთ, რუსულ შეფასებებზე რუსები თავად მოგახსენებენ. სხვათა შორის, მათაც ძალიან მდიდარი ენა აქვთ. პუტინი სვამს შეკითხვას, რომელზეც დასავლეთს პასუხი არ აქვს: “Зачем потребовалось расширять НАТО к нашим границам? Кто может ответить на этот вопрос? Ответа здравого нет, не существует. У нас была почти идиллическая картина взаимоотношений, особенно в середине 90-х годов. Мы были почти союзниками. На все наши уговоры и просьбы не делать этого, что произошло? То, что мы сейчас видим.” ამის შემდეგ პუტინი იმ წითელ ხაზებზეც ალაპარაკდა, რომელთა გადალახვის შემდეგ მოვლენები, შესაძლებელია, ისე განვითარდეს, არც ერთი მხარე რომ არ ისურვებდა: «Если на территории Украины возникнут комплексы какие-то ударные, подлетное время до Москвы будет 7-10 минут, а в случае размещения гиперзвукового оружия — 5 минут. А нам что делать? Мы тогда должны будем что-то подобное создать в отношении тех, кто нам так угрожает. Представляете? Вот это, создание таких угроз для нас и есть красные линии.» პუტინის ამ აბსოლუტურად სწორი განმარტებების შემდეგ, როდესაც ჟურნალისტებმა პრეზიდენტ ბაიდენს ამ სიტყვების კომენტირება სთხოვეს, მან მართლაც წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო და მისი მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწისთვის სრულიად შეუფერებელი რამ თქვა: მე არავის წითელ ხაზებს არ ვცნობ”. სამწუხაროდ, დარბაზში არ აღმოჩნდა ჟურნალისტი, რომელიც მას პირდაპირ დაუსვამდა შეკითხვას იმაზე, რომ მისი ეს პასუხი ხომ არ ააშკარავებდა აშშ-ის პრეზიდენტის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მსოფლიოს წინაშეც? იქ ასეთი ჟურნალისტი არ აღმოჩნდა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ის მსოფლიო, რომლის წინაშეც ამერიკელები ასე გამაოგნებელ უპასუხისმგებლობას იჩენენ, ვერ ხედავს ან ვერ აცნობიერებს ამას? ბაიდენი კი მის ამ ნათქვამზე არ შეჩერებულა, მან, როგორც ქართველებმა ვიცით თქმა, ცეცხლზე ნავთი დაასხა: “მე დაკავებული ვარ იმით, რომ ვაგროვებ ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანი ინიციატივების პაკეტს, რომელიც პუტინს ძალიან გაურთულებს ღონისძიებებს, რომელთა განხორციელებაზეც ის შეიძლება წავიდეს”. ბაიდენის ეს ნათქვამი როგორღაც ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის იმ ნათქვამს, რომ უკრაინას ევროპასა და მსოფლიოში უძლიერესი არმია ჰყავს. ვინ უნდა დაიჯეროს ის ნათქვამი, რომ უკრაინას მსოფლიოში უძლიერესი არმია ჰყავს? ცხადია, არავინ, მაგრამ, თუკი ბაიდენი პუტინს ემუქრება, ხოლო ამ მუქარის განხორციელების ინსტრუმენტად, შესაძლებელია, იგი ნატოს გულისხმობს, ასეთ შემთხვევაში ზელენსკის აბსურდული ნათქვამი უკრაინის არმიის უძლეველობაზე, გასაგებია, რასაც ნიშნავს, მაგრამ მოხდება ასე? ნუთუ ისე დაშრეტილი და დაწრეტილია დასავლეთში საღი აზრი, ნუთუ ისე დაბინდულია გონება, ნუთუ ისე დამბლადაცემულია პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი აპარატი, რომ საკუთარი, აბსოლუტურად უსაფუძვლო და უგუნური ახირების გამო მართლაც მსოფლიო კატასტროფის გამომწვევ გლობალურ დაპირისპირებაზე მიდიან? ძნელი სათქმელია. იქნებ პუტინისა და ბაიდენის შეხვედრამ, რომელიც, როგორც ახლა უწოდებენ, ონლაინრეჟიმში გაიმართება, ცოტათი მაინც განტვირთოს სიტუაცია, რომელიც ყოველ წუთს იძაბება. ვითარება კი მართლაც უკიდურესად მწვავეა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკის ხელისუფლებამ, შესაძლებელია, რუსეთის პრეზიდენტსა და შეიარაღებული ძალების უმაღლეს მხედართმთავარს, ვლადიმერ პუტინს, დახმარების შესახებ თხოვნით მიმართოს. განიხილება სამი ვარიანტი:

1. რუსეთმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკას აღმოუჩინოს სამხედრო დახმარება;

2. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა მიიღონ რუსეთის შემადგენლობაში;

3. რუსეთმა აღიაროს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და გააფორმოს მასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება.

სამივე ვარიანტი დასაშვებია, მაგრამ როგორი იქნება მოვლენათა შემდგომი განვითარება? რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ასეთ შემთხვევაში აშშ და კოლექტიური დასავლეთი? ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც პასუხს ჯერჯერობით ვერავინ გასცემს. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: უკრაინა, როგორც სახელმწიფო, იღუპება და ეს საშინელი ფაქტი, პირველ რიგში, დასავლეთის “დამსახურებაა”, შემდეგ _ უკრაინელი ხალხის იმ ნაწილის, რომელიც დასავლეთის ხაფანგში გაება, ბნელ, ნაციონალისტურ ტენდენციებს აჰყვა და ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი სახელმწიფო უფსკრულში გადაჩეხა. ხშირად ვსაუბრობ რეგვენთა პატრიოტიზმზე, რომელიც უფრო დამღუპველია ნებისმიერი ხალხისა და ქვეყნისთვის, ვიდრე მომხვდური უძლიერესი მტერი. უკრაინაც ისევე ემსხვერპლა ნაციონალიზმისა და რეგვნული პატრიოტიზმის ამ საშინელ ბაცილას, როგორც საქართველო, რომელიც მას შემდეგაც კი, რაც სამ ნაწილად დაიშალა, აკვიატებული დასავლური ორიენტაციისგან ვერ თავისუფლდება და კვლავაც ნატოსა და ევროკავშირის წევრობის ილუზიებით იკვებება. საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კოლეგებთან _ უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალსა და მოლდოვის პრემიერმინისტრ ნატალია გავრილიცასთან ერთად _ 30 ნოემბერს ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც, როგორც ასოცირებული ტრიოს წარმომადგენლებმა, განცხადებები გააკეთეს. ღარიბაშვილის განცხადებაში ნათქვამი იყო: “ჩემთვის დიდი პატივია, რომ კოლეგებთან, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერმინისტრებთან ერთად ვიმყოფები ბრიუსელში. ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა ბატონ შარლ მიშელთან, ქალბატონ ფონ დერ ლაიენსა და ბატონ დევიდ მარია სასოლისთან. მთავარი გზავნილი, რომლის გახმაურებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა, ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს. ამ კონტექსტში მოხდება უკვე მიღწეული შედეგების გააზრება და ევროკავშირის სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ლიდერებთან ერთად სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა მეტად სიღრმისეული დარგობრივი ინტეგრაციისთვის. საერთო ისტორიის გარდა, სამივე ქვეყანას გვაერთიანებს ევროპული მისწრაფებები და ჩვენი ერების მტკიცე არჩევანი, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე.

შვიდი წლის წინათ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს მოიცავს, ჩვენმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება, კომპლექსური რეფორმების გზას დასდგომოდნენ, რათა საკანონმდებლო და მარეგულირებელი ნორმები თანხვედრაში მოეყვანათ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს ვალდებულება დღეს კიდევ უფრო მტკიცედ გვაქვს გაცნობიერებული.

ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში, სამივე ჩვენგანს შეგვიძლია საკუთრივ ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან _ ერთობლივი ძალებით გამკლავება. კიევში ხელმოწერილი ერთობლივი მემორანდუმის, შემდეგ კი ბათუმში გაფორმებულ ლიდერთა დეკლარაციის საფუძველზე, ასოცირებული ტრიო შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ სხვადასხვა მიმართულებით _ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაბამისად, რათა ერთიანი ძალისხმევით სრული სარგებელი მივიღოთ ამ შეთანხმებებიდან. ახლა აქ ვიმყოფებით, ევროპელ კოლეგებთან ვსაუბრობთ და ევროკავშირთან ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე დაწინაურების ახალი შესაძლებლობების ძიებაში ვართ. გაძლიერებული თანამშრომლობის ინიციატივები გავაცანით ჩვენს ევროპელ კოლეგებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაცია, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები, რეგიონული უსაფრთხოება, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, მათ შორის კიბერ-თავდასხმებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებები. ევროკავშირში გაწევრების საერთო მიზნების გარდა, ჩვენს ქვეყნებს საერთო გამოწვევებიც აერთიანებს და გვინდა, რომ ამ სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი ორი სვეტი აღვნიშნოთ _ დიფერენციაცია და ინკლუზიურობა. მოუთმენლად ველით დეკემბერში გასამართ სამიტს, რომელიც გზას გაუხსნის გაძლიერებულ თანამშრომლობას, როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან”.

ამ ტექსტში, რომელიც სრულად წარმოგიდგინეთ, აშკარად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით არაფრის შეცვლის სურვილს არ ამჟღავნებს. იგი ჯიუტად მიუყვება გზას, რომელმაც საქართველო დიდი ხნის წინათ გადაჩეხა უფსკრულში. იგი ვერ ხედავს, რა მასშტაბისაა საფრთხეები, რომლებიც მსოფლიოს ემუქრება. მას არ სურს, გააცნობიეროს, რომ მსოფლიო ქაოსის შექმნაში უდიდესი წვლილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სწორედ დასავლურ ორიენტაციას მიუძღვის. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს ძალიან ნათელი და მკაფიო მაგალითი სრულიად განსხვავებული ორიენტაციისა და პოზიციისა, რომელმაც გაამართლა. ესაა ბელარუსის მაგალითი. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, მიუხედავად დასავლეთის დიდი მცდელობისა, რუსეთთან კეთილმეზობლობასა და პარტნიორობაზე უარი არ თქვა, რითაც მან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც შეინარჩუნა, ეკონომიკაც ააღორძინა და მოსახლეობის ცხოვრების დონე ძალიან მაღალ ნიშნულამდე ასწია. დააკვირდით, როგორ განსხვავდება საქართველოს პრემიერმინისტრისა და ბელარუსის პრეზიდენტის პოზიციები საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით. შეადარეთ ღარიბაშვილის ზემოთ ციტირებული პოზიცია ლუკაშენკოს პოზიციას, რომელიც მან ნატოს გენერალური მდივნის, სტოლტენბერგის, იმ ნათქვამს დაუპირისპირა, რომელშიც პირდაპირ იყო გაცხადებული, რომ, თუკი გერმანია უარს იტყოდა მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგებაზე, ამ იარაღს პოლონეთში განალაგებენ. ლუკაშენკოს პოზიცია ერთმნიშვნელოვანი და შეუვალი იყო: ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტ პუტინს მე შევთავაზებ, დააბრუნოს ბირთვული იარაღი ბელარუსში. აი, სამართლიანი და ვაჟკაცური პოზიცია. პრეზიდენტ ლუკაშენკოს არ დაუწყია მიკიბულ-მოკიბული საუბარი. მან ყველასთვის გასაგონად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა ის, რაც ხალხის წინამძღოლსა და ლიდერს უნდა ეთქვა, რომელიც, ამასთანავე, უკრაინელი ხალხის დიდი ჭირისუფალი და მოკეთეცაა: “Я никогда не буду на стороне того националистического угара, который сегодня происходит в Украине. Я буду делать все для того, чтобы Украина стала нашей. Она наша Украина. Там народ наш. Это не эмоции. Это мои твердые убеждения. Поэтому, если Россия окажется перед агрессией со стороны Украины, мы в теснейшей связке юридически, экономически, политически будем с Россией.”

კიდევ ერთხელ გავიმეორებ წერილის დასაწყისში ნათქვამს, რომ პუტინი არც გორბაჩოვია და არც ელცინი. პუტინისთვის რუსეთი უმაღლესი ღირებულებაა. გახსოვთ, ალბათ, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მისი ძალიან მძიმედ მოსასმენი, მაგრამ პატრიოტული პოზიციიდან აბსოლუტურად სწორი ნათქვამი: “Да, для человечества это будет глобальная катастрофа, для мира будет глобальная катастрофа. Но я как гражданин России и глава российского государства хочу задаться вопросом: а зачем нам такой мир, если там не будет России?!” რუსეთი, რომელსაც ამ სიტყვების წარმომთქმელი ლიდერი ჰყავს, პოზიციებს არ დათმობს. მით უფრო, რომ ეს მხოლოდ ლიდერის პოზიცია არ არის, ეს სრულიად რუსეთის პოზიციაა, ეს რუსი ხალხის შემართებაა, სადაც დიდი სამამულო ომის დროინდელი შემართების ექო ისმის, რომელიც, თუ საჭირო იქნება, ოცდამეერთე საუკუნეშიც ისევე შეაზანზარებს მსოფლიოს, როგორც მეოცე საუკუნეში შეაზანზარა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here