ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა სასტიკი, არაადამიანური ფორმებით ებრძვის მმართველ პარტიას და ხელისუფლებას; ებრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ, რაც არ უნდა დაუჯდეთ, ნებისმიერი ხერხით ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში. ქვეყნის ხელმძღვანელთა სავარძლებში რომ ჩაესვენონ და მათი ნაცადი ბინძური მეთოდებით მართონ ქვეყანა, ხალხის გონებითა და დაუღალავი შრომით შექმნილ ბიზნესსა და საკუთრებას დაეპატრონონ. მათი მმართველობის დროს ციხეები გამოავსეს, აწამებდნენ, ტანჯავდნენ და ხოცავდნენ სრულიად უდანაშაულო ღირსეულ ადამიანებს. სურთ, კვლავ ჩვეული ძალისმიერი, უბოროტესი მეთოდებით გააღატაკონ, დააბეჩაონ და ქვეყნიდან განდევნონ ხალხი, თვითონ კი უმოწყალოდ გამდიდრდნენ და ნეტარებით იცხოვრონ. არც კი იფიქრონ ხალხის სოციალურ კეთილდღეობასა და ქვეყნის მომავალზე.
სააკაშვილმა ომის უგუნური წამოწყებისა და სამარცხვინო დამარცხების შემდეგ დამპყრობ რუსეთს გადასცა ურიცხვი, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები და დღევანდელ ხელისუფლებას უწოდებს პუტინის მიერ მართულ რუსეთუმეებს. აი მისი ურცხვი ლოგიკა. ასეთი ყეყეჩის რა უნდა დაიჯერო. სააკაშვილისა და მისი მომხრეების უტიფარი ქმედებით ქვეყანა ანარქიამ მოიცვა. უგუნურ ოპოზიციას ბრძოლის გზად აქვს არჩეული ქვეყნის განვითარებისთვის ხელის შეშლა, საბოტაჟი, წარმოება-დაწესებულებების პარალიზება, რესურსების გამოფიტვა. ეს ხომ წმინდა წყლის ქვეყნის დაქცევაა. გასაკვირია, ხელისუფლება ასეთ გარეწრებს რატომ არ აპატიმრებს, თუ ელოდება სისხლის დაღვრას და მსხვერპლს. ან რატომ გახადა ციხე და მიშას კომფორტული პალატა “პრახადნოი დვორად” _ გარეწრების სათარეშოდ. ნაძირალა ბრალდებული ხელისუფლებისა და მოაზროვნე საზოგადოების ბრალმდებლად გადავაქციეთ და ოლიმპიური სიმშვიდით ვისმენთ მის უაზრო გრძელ ტირადებს _ ბრალდებებს. მთელ ოპოზიციურ სპექტრს კანონისა და კონსტიტუციის მიმართ აგდებული დამოკიდებულება აქვთ. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში წარმოდგენა არ გვქონდა, რაში იხარჯებოდა ჩვენ მიერ ბიუჯეტში შეტანილი გადასახადები; უმოწყალოდ იფლანგებოდა მილიონები მიშას, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის მიერ. მასაჟისტების, ვიზაჟისტების, მზარეულების, “პრასტიტუტკების” მომსახურეობაზე, მათ გულუხვ საჩუქრებზე, სექსტურების მოწყობაზე, საზღვარგარეთ ვოიაჟებზე, ფუფუნების ნივთების შეძენაზე, დასვენებაზე, მკურნალობაზე, გართობაზე, მისი შვილების უცხოეთში განათლებაზე, აფრიკაში სანადიროდ მოგზაურობაზე, მეგობრებისთვის ბინების შეძენაზე, მათთვის ბიზნესების აწყობაზე და სხვ. ჩამოთვლა შეუძლებელია. პირადი და მისი ოჯახის წევრების კომფორტისათვის, 9 მილიონი კი არა, გაცილებით მეტი აქვს შეჭმული მიშას ხალხის ფული.
მადრიდში ფეშენებელურ სასტუმროს რესტორნიდან უგონოდ მთვრალმა მიშამ თბილისში გიგი უგულავას დაურეკა და უბრძანა, სასწრაფოდ ალანა გაგლოევა მასთან გადმოეფრინა. გაგლოევა ვერ მოძებნეს და ვერ გადააფრინეს. მიშა განრისხდა, გაბოროტდა, დუჟებს ყრიდა და ძვირადღირებული უზარმაზარი ფაიფურის ლარნაკი სასტუმროს ბოლო სართულის ვერანდიდან ქუჩაში გადმოაგდო. ვინაიდან გვიანი იყო, საბედნიეროდ, ქუჩაში არც ადამიანები და არც ტრანსპორტი არ მოძრაობდა, უმსხვერპლოდ დასრულდა მისი შლეგობა. მიშას დაცვამ კი ბიუჯეტიდან დაფარა მისი აღვირახსნილი თავხედობით გამოწვეული ზარალი. მიშას მიერ მიღებული სულელური კანონით ადვოკატებს პირდაპირ სასამართლო პროცესის დროს აპატიმრებდნენ. 124 დამცველი მისცეს პასუხისგებაში სრულიად დაუმსახურებლად. ისიც გეხსომებათ, ხანდაზმულებს კბილების პროტეზებს დაჰპირდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ასევე რეპრესირებულებს დაჰპირდა ერთჯერად სოლიდურ დახმარებას და პენსიების გაზრდას, მაგრამ არჩევნების დამთავრების შემდეგ არც კი გახსენებია დანაპირები. შუბლზე ძარღვის არმქონე “ცრუპრეზიდენტმა” მოატყუა ურიცხვი ხელმოკლე პენსიონერი და რეპრესირებული. თითქმის ყველა რაიონში ბიზნესმენებს შეაწერა ამბულატორიებისა და სამედიცინო პუნქტების აშენება და ტრაბახობდა, მის პერიოდშიც კი აღარ ფუნქციონირებდნენ ეს ობიექტები. ესეც არჩევნების წინა პიარი იყო. ასეთი უსაქციელობა და ცრუპენტელობა მისი ჩვეული სტილია. თავისი შვილების დედას რომ გაწირავს ადამიანი, ოღონდ თავი გადაირჩინოს, შვილებსაც გაყიდის და საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებლად და შემქმნელად რომ მოაქვს თავი, ის ნორმალურია? არა, ბატონებო, ის შეშლილია. ასეთ გარეწარს მისტირის პაატა ბურჭულაძე. “ვკარგავთ მიშას და ვკარგავთ საქართველოს”, _ ოხრავს ბანი. მიშა საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ტირანი და ბინძური ლაქა. მიშას მომხრეებო, თანაგუნდელებო, თანამზრახველებო, თქვე უბედურებო, მებრალებით, ახლა მაინც ხომ დარწმუნდით, რა ყეყეჩია თქვენი ლიდერი. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ულამაზესი ზღვითა და უმშვენიერესი დათოვლილი კავკასიონით გარშემორტყმული; გასაოცარი ლანდშაფტით, ბუნებით, ჰავითა და კლიმატით. სამწუხაროდ, ამ ღვთით მონიჭებულ სიმდიდრეს არც ვიყენებთ და ვერც ვუვლით. ვჩეხავთ და ვწვავთ ტყეებს, ვაბინძურებთ ბუნებას, უმოწყალოდ ვანადგურებთ ჩვენს უნიკალურ ფლორასა და ფაუნას. არ გვაქვს არავითარი ეკოლოგიური პასუხისმგებლობა. შამწუხაროდ, განათლება და პროფესიონალიზმი უდაბლეს დონეზე გვაქვს. ბატონმა რეზო თაბუკაშვილმა, გონიერმა და დიდმა პატრიოტმა, ბრძანა, _ პატრიოტიზმი მაღალი პროფესიონალიზმიაო. მე მსურს, მყავდეს ღირსეული და არა მხდალი, უნიათო ხელისუფლება, რომელსაც ექნება გონივრულად გააზრებული, როგორც საგარეო, ისე რეგიონული პოლიტიკის პერიპეტიები და ღირსეულად გაუმკლავდება მოზღვავებულ როგორც გარე, ასევე შიდა მტრებს. შაუბედუროდ, საქართველოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მართვის სადავეები უცხოელების ხელშია, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ და, სამწუხაროდ, აღწევენ კიდეც თავიანთ ჩანაფიქრს, რომ ქვეყანა არ განვითარდეს, მწვავე დაპირისპირება, მუდმივი პოლარიზაცია და ქაოსი იყოს საქართველოში. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილსა და მის უახლოეს გარემოცვას ეშინიათ თავხედი კონგრესმენების, სენატორების, უცხო ქვეყნის ჩვენთან აკრედიტებული ელჩების, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის, ევროკომისიის წევრებისა და მათი “მრჩევლების”, რომლებიც უაპელაციოდ ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში. ეს შიში თუ არ იქნა მტკიცე ხელით და საღი გონებით დაძლეული, ჩვენ თვითონ თუ არ მივიღეთ გადაწყვეტილებები ჩვენი ხალხისა და ქვეყნის სასარგებლოდ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, დავიღუპებით. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი თავს არიდებს გონიერი, განათლებული, შორსმჭვრეტელი, სიტუაციის სწორი ანალიზისა და პროგნოზის მცოდნე, ხალხსა და ქვეყანაზე მოფიქრალ, გამოცდილ ადამიანებთან თანამშრომლობასა და თანადგომას. აბა, რატომ არ დაიყენა გვერდით ლევან ვასაძე, ალექსანდრე ჭაჭია, პეტრე მამრაძე, გიგლა ბარამიძე, ვალერი კვარაცხელია, გოგი ლორთქიფანიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ზურაბ ცუცქირიძე, გულბაათ რცხილაძე, თამარ კიკნაძე, ნიკოლოზ მჟავანაძე, დათო სუხიაშვილი და სხვანი და სხვანი? საქართველოში რა გამოლევს ჭკვიან და მოაზროვნე ხალხს, თუმცა სულელებიც და უგუნურებიც, საუბედუროდ, თავზე საყრელი გვყავს, ლომჯარიების, გვარამიების, გაბუნიების, უგულავების, სანაიების, მელიების, კვესიტაძეების, სანიკიძეების, ნათელაშვილების, ხოშტარიების, ბოკუჩავების, გრიგოლიების, ყიფშიძეებისა და სხვა მრავალთა სახით. მიშა პატიმარია და როგორ არია ქვეყანა, რომ გამოუშვან, ხომ წარმოგიდგენიათ, რა უბედურებას დაატრიალებს საქართველოში. მან სრულიად აპოლიტიკოსებიც კი გადარია _ ბუბა, პაატა, ნანი, თამრიკო, ვახტანგ მაჭავარიანი. ნაციონალების ლიდერები თუ არ აილაგმნენ, საქართველო ვერც განვითარდება და მომავალიც არ უწერია. დიდი საშიშროების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. უნდა შევიგნოთ, რომ ნატო და ევროკავშირი ჩვენ ვერ და არ გვიშველის. ჩვენ ვართ დასაღუპად განწირული ერი, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება, და ძალიან ცოტა რჩება სრულ განადგურებამდე. ეს არის ტრაგედია და სამწუხარო რეალობა. ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე, წესრიგი და კეთილდღეობა, რომელსაც არ ისურვებენ და არც დაამყარებენ ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორები” _ აშშ და ევროპა. ამას მხოლოდ რუსეთთან კეთილმეზობლური, კეთილმეგობრული, კეთილგონივრული, თანაბარპარტნიორული ურთიერთობით მივაღწევთ. ამ ურთიერთობისთვის რუსეთი მზადაა, ჩვენ კი ფეხს ვითრევთ, რატომ? გაუგებარია. შამწუხაროდ, უმწიფარო პოლიტიკოსებო, თქვენ რუსეთს არ იცნობთ, ის დიახ აგრესორია, მოძალადეა და დამპყრობელია, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო–სტრატეგიული ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი სამხედრო ბიუჯეტი 61 მილიარდი დოლარია, ხოლო აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის მოცულობა 778 მილიარდი დოლარი და 13-ჯერ აღემატება რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს. რაც მთავარია, ჩვენი მოსაზღვრე ქვეყანაა, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ შეგვიცვლის. რუსეთიდან ფულადი გზავნილები აცოცხლებს და აცხოვრებს ჩვენი გაღატაკებული მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, განა ეს ძნელად გასაგებია? გახსოვდეთ, ყარსის ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა. მხოლოდ პუტინი ბლოკავს ერდოღანს, ჩვენ მისი ინტერესის სფეროდ მიგვიჩნევს. თუ გონს არ მოვეგებით, რუსეთთან უგუნური დაპირისპირება, რომელიც სამი ათეული წელი გრძელდება, დაგვღუპავს. აუტანელია, როცა ქვეყანა ასეთ უმძიმეს მდგომარეობაშია და ზოგიერთი უპასუხისმგებლო მინისტრი სისტემატიურად პრესის ფურცლებიდან ან ტელეეკრანიდან ტრაბახობს და თავს იწონებს, თუნდაც ლევან დავითაშვილი. არადა, საქართველოში სოფლის მეურნეობა განადგურებულია, სახნავ-სათესი მიწების 80%-ზე მეტი დაუმუშავებელია, სოფლის მეურნეობის 90%-ზე მეტი მდარე პროდუქტები სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს, ეკოლოგია გაუბედურებულია.
ნათია თურნავა _ ხალხი შიმშილობს, ორი ათასზე მეტი ოთხსულიანი ოჯახი დღეში მხოლოდ 3 ლარს მოიხმარს, ნუთუ არ გებრალებათ უმწეონი?! უმუშევრობა იზრდება, დემოგრაფია შემაღონებელია, ინვესტიციები მცირდება, საგარეო ვალი კი იზრდება, ის კი ყელმოღერებით ეკონომიკის გასაოცარ ზრდაზე აღტაცებით საუბრობს. მიხეილ ჩხენკელი კმაყოფილი გამომეტყველებით გაუთავებლად ლაპარაკობს განათლებისა და მეცნიერების მიღწევებზე, ამ დროს განათლების სისტემა მთლიანად ჩამოშლილია. კახა კალაძე _ ქალაქში ვაკხანალიაა, საცობებით არის ქუჩები გადაჭედილი, ზეზეულად ხმება ხეები, ძვირადღირებულ გამწვანებას ვერც უვლიან და ვერც პატრონობენ, ნაგვით გადაივსო ქალაქი, საცხოვრებელი სახლების სრულყოფილად ექსპლოატაციაში ჩაბარების საკითხი ვერა და ვერ მოგვარდა, უმნიშვნელოვანესი მშენებარე ობიექტები თვეობით (წლობითაც) შეჩერებულია, მათი დაკონსერვება აუცილებელია, ანტისანიტარული კერები დედაქალაქის ცენტრში ვერაფრით ვერ მოგვიშორებია, გამარჯვებული და ჩემი აქტიურად მხარდაჭერილი კახა მშვენიერ ოჯახთან ერთად პრესითაც და ტელეეკრანებიდანაც თავს იწონებს. ის ხომ პარტიის გენერალური მდივანიცაა და რა ქნას, დრო არ რჩება დედაქალაქისთვის. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს არჩევნების წინა პერიოდის ცრუ დაპირებები. ქვეყანა სტაგნაციიდან რომ გამოიყვანოთ, რადიკალურად უნდა შეცვალოთ მართვის სტილი და მეთოდები, თორემ მალე ამოწურავთ ხალხის ნდობის რესურსს. ხალხი უიმედობამ დათრგუნა, დაიღალა თქვენი ლაქლაქით, ტყუილებით, უსუსურობით, უნიათობითა და ტრაბახით. ბატონო ბიძინა, შენმა ფულმა და მაკკეინის მუქარით გამოწვეულმა შენმა სიმხდალემ მიიყვანა ქვეყანა სავალალო ვითარებამდე. დამღუპველი კოაბიტაციაც, ერთი წლით მიშას “პრეზიდენტობის” გაგრძელებაც და დედაქალაქის ბიუჯეტის გამომხრავი პატიმარი გიგი უგულავა ახალ წელს მეკვლედ რომ გამოგვეცხადა, ესეც ამის შედეგია. დროა, გონს მოეგოთ და ქვეყანას მიხედოთ, თორემ სამშობლო აღარ გვექნება.
ღმერთო, გვიშველე!
ომარ მარგველაშვილი